[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმი » Test category » Test forum » სულიერი მდგომარეობის ნაირსახეობანი (ინტერვიუ დიალოგი)
სულიერი მდგომარეობის ნაირსახეობანი
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 10:57 | შეტყობინება # 1
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
–ასეთი კითხვა გამიჩნდა, თუ შიში ადამიანის დამხმარე და მეგობარია–იცავს სიკვდილის და სხვა საფრთხისგან , როგორ ხდება რომ იგივე შიშისგან ადამიანი მძიმედ(ლეტალურად) ამთავრებს ცხოვრებას?

–ნადვილად ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვაა. როგორც დასაწყისში ვთქვით–ფსიქოლოგების უმრავლესობა შიშის წყაროს სიკვდილის შიშს ასახელებენ რომელსაც ადამიანი გაურბის.

საქმე გვაქვს პარადოქსთან, სიკვდილის შიშს გაურბის ადამიანი და ამავე შიშის გამო ადვილად შესაძლებელია სასიკვდილო განაჩენი თითონ გამოუტანოს საკუთარ თავს.

. . . . შიშისგან გაქცეული ადამიანი ვარდება პანიკაში და ამ მდგომარეობაში იგი ხშირად შიშის განადგურების მოტივით საკუთარ თავსაც ანადგურებს. ხატოვნად რომ ვთქვათ : შიშისგან–ნაპერწკლისგან წარმოდგება ცეცხლი– პანიკა, ეს უკანასკნელი კი აჩენს ხანძარს, რომელშიც პიროვნება იფერფლება

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მავანი მიდის ქუჩაში და უცბედად საკუთარ ჩრდილს შეამჩნევს, მას გაუჩნდება ამ ჩრდილის შიში და გადაწყვეტს მასთან ბრძოლას, სხვადასხვა მეთოდების გამოყენების მიუხედავად შედეგი არ დგება . . ეს ჩრდილი სულ თან დასდევს მას და მოსვენებას არ აძლევს

და ბოლოს ერთი გამოსავალი რჩება, "ჩრდილი განდგურდეს". რაც ცხადია ადამიანის თვით განადგურებით მთავრდება.

აქ ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ამ მდგომარეობაში, რაც არ უნდა დაარიგო "ჩრდილის მდევარი"– რომ სინამდვილეში იგი აჩრდილებს ებრძვის! არანაირ შედეგს არ იძლევა, რადგან შეშინებული ადამინის გონება ანალიზის უნარს მოკლებულია.

–და მაინც კიდევ უფრო საინტერესოა რა მოვუხერხოთ ამ შიშებს?

–ადრეც ავღნიშნე და ისევ გავიმეორებ: დღეს რაიმე მზა რეცეპტი ფსიქოლოგიაში თუ როგორ მოვიშოროთ შიშები არ არსებობს!

–გვაქვს მრავალი მეთოდიკა, დაწყებული წარსულის ანალიზით (ფსიქოანალიზური მიმართულების სკოლები) დამთავრებული ქცევის შეცვლით(ბიჰევიორისტული სკოლები).
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 10:57 | შეტყობინება # 2
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ორივე შემთხვევაში სახეზეა დროებითი გაუმჯობესება, თუმცა მდგომარეობა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისევ ნეგატივისკენ იხრება . .

–და რას მივაწეროდ ასეთი სურათი?

–საქმე იმაშია რომ არ არსებობს პათოლოგიური მდგომარეობის უნივერსალური დახასიათება, თუნდაც იმისა თუ რა იწვევს ავადობას და რას უნდა ვებრძოლოთ იმისთვის რომ ავადმყოფი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, ის კი არა შიშის გამომწვევი ზუსტი მიზეზიც არა არის დადგენილი. არაა განხილული შიშის ანატომია.

–თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?

–სანამ პასუხს გაგცემდეთ პათოლოგიის შემთხვევაში (ავადმყოფის შემთხვევაში) ჯერ ნორმალური ადამიანის შიშის გამომწვევ მიზეზზე გეტყვით ისევ–პირველი და ყველაზე გასაგები რაც ავღნიშნე არის მისი ინსტიქტური წყარო, გადარჩენის ინსტიქტი–რაც გულისხმობს ორგანიზმის გადარჩენას, სიცოცხლისა და მთლიანობის– დაცულობის შენარჩუნებას.

ეს შიში აუცილებელია ადამიანისთვის და არც შეიძლება მისი მოშორება ან მოხსნა–საკმარისია შიში მოიხსნას რომ ადამიანი დაკარგავს გარემოსთან სწორად ადაპტირების უნარს და დაიღუპება.

აქ ისევ გავუსვავ ხაზს ადრეულ ვერსიას, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის მიზეზი არ არის შიში! (დღეს ყველა საპირისპიროს ამტკიცებს)

მეორე და უფრო რთულად გასაგები მიზეზი ეს არის გონებრივი სისუსტე (ე.წ. ინაფანტილური გონება) რაც რეალობის მიმართ დეზაადაპტაციას, შეუსაბამობას და გაურკვეველ დამოკიდებულებას გულისხმობს.

ეს ყოველივე გამოხატება არასწორი ორიენტაციით და კონკრეტული მოვლენების მიმართ არასათანადო მომზადებაში.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 10:58 | შეტყობინება # 3
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გარემოში არსებული ყოფიერი პრობლემების დანახვის შემდეგ მის გადაჭრის უუნარობაში.

რეალური ყოფა(ყოფიერება) ვერ აისახება ადეკვატურად გონებაში, ვერ ხდება მასზე სწორი რეაგირება რის გამოც ჩნდება გაურკვევლობა და ეს გაურკვევლობა იქცევა საფრთხედ–რაც იწვევს შიშს.

თუმცა ასეთი შიშიც–გაურკვევლობის შიშიც აუცილებელია ადამიანის განვითარებისა და პროგრესისთვის, ამ შიშის საფუძველზე შეიქმნა ბევრი რამ –რითაც ყველა ჩვენგანი ვსარგებლობთ, მხოლოდ ის რად ღირს რომ ცეცხლის სტიქიის დამორჩილების და მისი ბუნების გარკვევამ მოგვცა ბევრი თანამედროვე ტექნოლოგიები.

–გამოდის რომ შიშები საუკეთესო საშუალება ყოფილა განვითარებისთვის და არანაირად მასთან ბრძოლა არ არის საჭირო?

–დიახ, ასეა, ჯერ ერთი არ დაგავიწყდეთ, რომ მე ნორმალური ადამიანის მდგომარეობაზე ვსაუბრობ(არა პათოლოგიურზე)
და მეორეც დღეს, ამ ეტაპზე მხოლოდ შიში და ტკივილია ცივილიზაციის განვითარების სტიმულატორი.
-რა რეკომენდაციებს შესთავზებდით იმ ადამიანებს ვინც შიშებს ებრძვიან?

–მოდით დავაზუსტებ, იმას რაც ზემოთ ვთქვი რომ ეს ადამიანები შიშებს კი არა "დანაშაულის განცდას ებრძვიან" (ცუდობის განცდას).
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 10:58 | შეტყობინება # 4
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კიდევ უფრო ზუსტად– დანაშაულის განცდა ეს არის შფოთვის ემოცია, მოუსვენრობა, და წრიალი.

წარმოიდგინეთ შემთხვევა, რომელიმე პერსონამ გაიგო, რომ რასაც ის აკეთებს(როგორც იქცევა) "ცუდია", ან რომელიმე სურვილები ან მისწრაფებები "ცუდია". (აქ იგულისხმება შემთხვევა, რომ ამ უკანასკნელმა დაიჯერა, ან "მიხვდა" რომ ეს მართლაც ასეა)

ცნობიერიდან მოსული სიგნალები რომ "რაღაცა არ შეიძლება" და მაინც ვასრულებ ამას, როცა ვიცი რომ "ვაშავებ" და მაინც ვაგრძელბ ამ "დაშავებას."– იწვევს დანაშაულის განცდას(შფოთვას, დაძაბულობას, მოუსვენრობას)

აი ეს დანაშაულის განცდა, (ენერგოინფორმაციული მოდული) იქცევა როგორც კომპიუტერული ვირუსი, და აჩენს მოუსვენრობას და შფოთვას, უკვე არა მხოლოდ სტანდარტული–აკრძალული, "ცუდი" ქცევისას, არამედ გადადის ყველა სხვა "ნეიტრალურ" და დაშვებულ ქცევებზეც.

სხვანაირად, და უფრო გასაგებად ასე გავშალოთ, თუ ადამიანი იგებს, რომ მისი რომელიმე საქციელი, ან სურვილი "ცუდია"(ამორალურია, სამარცხვინოა) და იჯერებს ამ ვერსიას, შემდეგ–თუ იგი მოინდომებს იყოს წესიერი, ეცდება ეს "ცუდი" აღარ ჩაიდინოს–და დაიწყებს ბრძოლას ამ ცუდის წინააღმდეგ.(თავისებურად დაუპირისპირდება მას–გაუმართავს ომს).

ემოციონალურად ეს წააგავს კომპიუტერულ თამაშს, "ცუდი" გამოვარდება "ცნობიერების ეკრანზე", შესაბამისად აღმოცენდება მზაობა და პერსონა ამ ცუდს "ცეცხლს გაუხსნის".

ამ შემთხვევაში ნევროზულ ფონს აჩენს ის, რომ თუ ეს "ცუდი სინამდვილეში"(ობიექტურად) არანაირად არ არის "ცუდი" და ის მხოლოდ ადამიანის ერთ–ერთი ბუნებრივი მოთხოვნილებაა...
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 10:59 | შეტყობინება # 5
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
–კონკრეტულად?

–თუნდაც სექსუალური ინსტიქტი, მასთან ბრძოლაში ჩემს მიერ აღწერილი დაავადების გამომწვევი მექანიზმი ყველაზე მარტივად ასახსნელია . .და ისევ როგორც გითხარით ამ დამოკიდებულებას აქვს ადგილი ყველა იმ განცდის, ქცევის, მოქმედების შეჩერების მიმართულებით, რაც ამ "ცუდის" გაკეთებისკენ უბიძგებს" ადამიანს.

–ეს მეტ–ნაკლებად გასგებია, თუმცა გამოსავალზე გეკითხებით.

-რაც შეეხება გამოსავალს. . . . თუმცა ჯერ პათოლოგიაზე არ გამიცია პასუხი. მოკლედ ჩამოვაყალიბებ-ფსიქიკური პათოლოგიის განვითარების მიზეზია- გაუცნობიერებელი, ან გაცნობიერებული წინააღმდეგობის გაწევა ბუნებრივ ინსტიქტებთან!
(ადამიანი საკუთარ ბუნებაში პოულობს "დამნაშავეს" და მას ომს უცხადებს)

-ეს ცოტა გაუგებარი ფორმულირებაა, რა იგულისხმება "ბუნებრივში"? ან რა იგულისხმება "წინააღმდეგობის გაწევაში"?

-ამაზე პასუხის გასაცემად მომიწევს ვრცელი წიაღსვლა-და ადამიანის ბუნებაზე საუბარი, სადაც შეიძლება ისეთ რთულ საკითხებს შევეხოთ რაც ადამიანის როგორც ფენომენის აღწერაა, ამიტომ ამაზე თავს შევიკავებ..

ერთს კი ავღნიშნავ:რომ იმას რაც ხდება და რასაც ვხედავთ შეუიარაღებელი თვალით, არასათანდოდ არის ინტერპრეტირებული (სრული ცოდნა არ არსებობს).
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 10:59 | შეტყობინება # 6
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
...კონკრეტული მიზეზი ნებისმიერი მოვლენისა არასოდეს არ არის რომელიმე ერთადერთი ვექტორი. უმეტესი ფაქტის და მოვლენის "შემოქმედი" არის მიზეზთა ჯაჭვი, რომელიც უკონტროლოა და ალბათური. (არავის განზრახვას და ნებას არ ემორჩილება, მას არ ყავს ავტორი)

გამომდინარე, თუ ამ პოსტულატს გავიზიარებთ, იხსნება რიგ პრობლემებთან მიმართებაში "მისი გამოწვევი" მიზეზის არსებობა და შესაბამისად "დამნაშავე" ჩვენი ცხოვრების სცენიდან ქრება. მასთან ერთად ქრება "ცუდი" საკუთარ თავში, და რასაკვირველია დანაშაულის განცდაც- რაც ამხელა ტვირთად აწევს ადამიანს, იმონებს მას და ანდგურებს სულიერად და ფიზიკურად!

-ეს მსჯელობა ზოგადია და აქ ძნელია რაიმე კონკრეტულის დანახვა...

-არა რატომ, კონკრეტული არის ზემოაღნიშნული პათოლოგიზირებული მდგომარეობა, რომელსაც თუ კომპიუტერული სისტემების ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ-იწვევს ადამიანის ეთიკური და მორალური პროგრამირება.

-თქვენ ამ ორივეს ასახელებთ ავადობის გამომწვევ მიზეზად?

-არა, ეთიკაც და მორალიც არის მხოლოდ საშუალება, რომელიც კორექციას უწევს ქცევას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია მათი შინაარსი და არა მოქმედების მექანიზმი.

ისევ დაწყებულ მსჯელობას დავუბრუნდები და კიდევ უფრო დავაკონკრეტებ: რაც უფრო "ცუდად" ეჩვენება ადამიანს მისი ბუნებრივი სტიმულები, მით უფრო მძიმე ფორმის ფსიქიკური აშლილობით ავადდება იგი.

კერძოდ, თუ რომელიმე პერსონა ფიქრობს რომ: როცა მის ქცევას მოტივირებას უკეთებს ეგოისტური სტიმული-ეს საშინელებაა! (გლეხურ ენაზე -"ეგოისტობა ცუდია და სამარცხვინოა") ამით იგი იქმნის დანაშაულის განცდას და შესატყვისად ჩნდება სტრესორი, ყალიბდება "დამნაშავე", რომელიც დროში იქცევა ფსიქიკური აშლილობის გამომწვევ ერთ-ერთი მიზეზად.
გამოდის რომ ფსიქიკური პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი შიში კი არა საკუთარ თავთან ბრძოლა ყოფილა.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 10:59 | შეტყობინება # 7
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-ერთი მხრივ ასეა, მაგრამ წარმოგიდგენიათ ომი და დაპირისპირება საფრთხის გარეშე და საფრთხე განგაშის გარეშე!? რა თქმაუნდა ამ ბრძოლას ახლავს შიშის ემოცია, მაგრამ "ომის" მიზეზი შიში კი არ არის- ომის მიზეზი დაპირისპირება და კონფლიქტური სიტუაციაა".

-ანუ შიშს მაინც ვერ ავუარეთ გვერდი!?

-რათქმაუნდა! შიში წარმოებულია, იმ გარემოდან რასაც ვხვდებით ჩვენს ყოფაში, იქ და იმჟამად. და ამ მდგომარეობას როგორც გითხარით ხსნის უნარი ადეკვატური ორიენტაცია და გაცნობა მოვახდინოთ არსებული გარემოებისა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, დაბადებიდან ადამიანი უცხო სიტუაციაში ხვდება, თავიდან ეს მარტივი სიტუაციაა- პატარა საფრთხეს გრძნობს როდესაც დედას სცილდება და ეს არის მისი სასიცოცხლო სივრცე, მერე გარემო იცვლება და ხდება ახალი გარემოებების გამოკვლევა, რომ დედის გარდა სხვა ახლობელი ადამიანებიც არსებობენ, რომ ბინის გარდა არსებობს სახლის გარეთ არსებული სივრცეც, რომელიც მასში იწვევს შიშს და საფრთხის განცდას, და კიდევ გიმეორებთ ეს შიშები ბუნებრივია და მისი დანიშნულებაა განავითაროს ადამიანის სახეობა.

ინდივიდი ზრდის პროცესში, ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს მსგავსი სხვადასხვა ინტენსიობის შიშების წარმოშობა მათთან ადაპტაცია და შეგუება-რაც ცნობიერების და შეგნების გაზრდას ემსახურება.

-გამოდის რომ როდესაც ზრდასრულ ადამიანს შიშები უჩნდება ამის მიზეზი მისი, უკან- ბავშვობაში დაბრუნებაშია!?

-დაიხ, ნამდვილად ასეა, თუმცა უფრო რომ დავკონკრეტდეთ, შიშები იბადება მაშინ, როცა ადამიანის "ცხოვრებაში"ჩნდება გაურკვევლობა! ისევე როგორც ეს ხდებოდა ადრეულ ასაკში მაშინ, როცა ბავშვის შეგნება პირველ ნაბიჯებს დგამდა.

-ამ წინადადებიდან გამომდინარე ხომ შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ მკურნალობა და ავადმყოფობის მდგომარეობიდან გამოსვლა ნიშნავს: ბავშვობაში "წასული" ადამიანის რეალურ კონკრეტულ დროსა და სივრცეში დაბრუნებას?

–ასეც შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა ბავშვობაში "წასვლა"–ს ჯობია უფრო სხვა სიტყვა ვიხმაროთ "წასვლა" ნიშნავს მოძრაობას, გადაადგილებას ერთი წერტილიდან მეორეში. უფრო მართებული იქნება ვიხმაროთ სიტყვა "ბავშვობაში დარჩენა",

როგორც გითხარით შფოთვა ჩნდება იქ, სადაც არის გაურკვევლობა–გარკვეულობის ნიშნებია გაგება და მიჩვევა, გაურკვევლობის კი გაუგებრობა და უჩვეულობა.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:00 | შეტყობინება # 8
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გაურკვევლობის ხარისხი ყველაზე მაღალია ბავშვურ ფსიქიკაში, და შესაბამისად, უფრო ინტენსიურია დაძაბულობაც.
ხაზგასასმელია ისაც, რომ გარკვეულობას ადამიანი გონების ძალით აღწევს, გარემოს ვერბალიზაციის პროცესმაც მოგვცა შესაბამისი ფრაზები, ჩვენს სალაპარაკო ენაში "სიტყვა "ბუნდოვანია" იხმარება როდესაც მოვლენას გაურკვევლობა ახლავს და "ნათელია" როცა რაიმე აშკარაა, გასაგებია..

წარმოიდგინეთ, რომ გარემო სადაც ვიმყოფებით თითოეული ჩვენგანი, ანუ კონკრეტულ დროში და სივრცეში არსებული "სინამდვილე" უცაბედად გაუცხოვდა, ამ ცვლას რასაკვირველია განაპირობებს ჩვეული(ჩვენთვის ნაცნობი) აღქმადი პარამეტრების შეცვლა(იგულისხმება როგორც ფორმა, ისევე ფონი) და შესაბამისად ეს ცვლილება მოიტანს შფოთვას და მოუსვენრობას.

ამ მდგომარეობიდან ორი გამოსავალია: პირველი (რაც შემდგომში ფსიქიკური პრობლემების შექმნას იწვევს), როცა პერსონა ცდილობს–გონების, გრძნობების და სხვა უნარების გამოყენებით დარჩეს "ძველ ნაცნობ" გარემოში. (თუნდაც ეს გარემო იწვევდეს ტკივილს –"შეჩეული ჭირი")

და მეორე, მოხდეს იგივე უნარების ადეკვატური, შესაბამისი მოქმედება ერთი ჩვეული მონაცემებიდან მეორეში უმტკივნეულო გადასვლა.

–კონკრეტული მაგალითი, რა იგულისხმება ამ შემთხვევაში?

–მარტივი რამ, თუნდაც იგივე სექსუალური მომწიფება, როდესაც ორივე სქესის ადამიანი, სხვა მისთვის აქამდე უცნობ სამყაროში გადადის.(ცხადია ორგანიზმში ჩნდება ახალი შეგრძნებები და იმპულსები)
გაურკვევლობის არსი, როგორც ვთქვი გაუგებრობაში ძევს-არ ვიცით რატომ ან რის გამო ხდება ის, რაც ხდება.

რაც შეეხება ფიქრს, გარკვეულობის ხარისხი მაღალია მაშინ, როდესაც ხდება სასურველთან ერთად არასასურველი რეალობის დანახვა და მისი ადეკვატური, შეაბამისი აღქმა.( ფიქრის ამ პროცესს- შემეცნებას უწოდებენ).

კითხვის გაჩენა, რასკვირველია ბადებს პასუხის მიღების სურვილს, და თვით კითხვა -პასუხის რეჟიმი შემცნების ერთ-ერთი სახეა.

კითხვის გაჩენის მერე ჩვენს მეხსიერებაში ჩნდება მონახაზები ჩვენთვის "სასურველი" და "არასასურველი" პასუხებისა. და აი აქ ჩნდება ე.წ. "გაცხრილვის ეფექტი"-რაც სასურველი პასუხების მიღებას, არასასურველის, კი არაცნობიერში გადანაცვლებას განაპირობებს.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:00 | შეტყობინება # 9
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
"სასურველი პასუხებზე" ცხოვრების დამკვიდრების შედეგად გვაქვს მდგომარეობა-"დროებითი გარკვულობა", რაც ცხადია ილუზორულია; ინფორმაციის ან მოვლენების ახალი ნაკადის მოსვლასთან ერთად ჩნდება ეჭვი მიღებული პასუხების სისწორეში, რის გამოც განსაზღვრულობის ხარისხი დაბლა იწევს, ისევ აჩენს ბუნდოვანებას, ბუნდოვანება კი-ბადებს შესატყვის დაძაბულობას და შფოთვას.

(ამ თვალსაზრისით ასევე გასათვალისწინებელია ინდივიდის მონაცემები და გარემო ფაქტორები.)

იმის გამო, რომ რაიმე კარდინალური ცვლილებები საზოგადოების და პიროვნების განვითარების ამ ეტაპზე (თანამედროვე რეალობა) არც თუ ისე ხშირად ხდება, (თუ არ ჩავთვლით ბუნებრივ კატაკლიზმებს და რიგ სოციალურ მღელვარებებს), სუბიექტის ყურადღება უმეტესად მიკრო სოციუმზეა(ოჯახი და ნაცნობ-მეგობრების წრე) გადატანილი.

აქ კი შფოთვისა და დაძაბულობის განწყობა ძირითადად მხოლოდ რამდენიმე ფაქტორს ესაზღვრება, ეს არის -პიროვნება და ოჯახი. რაც განვითარების ნებისმიერ ეტაპზე გეზს აძლევს პიროვნების ფსიქიკურ წყობას.

ეს ერთი, მეორეც, დაძაბულობა და შფოთვა ამას გარდა იზრდება, მაშინ, როდესაც მუშაობს გაურკვევლობის შემქმნელი სხვა ფაქტორიც; კერძოდ კონტროლის დაკარგვის საფრთხე-რაც გულისხმობს შემდეგს: სიტუაციაში კი გავერკვიეთ და ვიცით რა როგორ, მაგრამ ისაც გვესმის, რომ ჩვენს გარკვეულ ქცევას შეიძლება ცხადად გაცნობიერებული დანაკლისი, ან დაზიანება მოყვეს.
–კონკრეტული მაგალითი, რა იგულისხმება ამ შემთხვევაში?

–მარტივი რამ, თუნდაც იგივე სექსუალური მომწიფება, როდესაც ორივე სქესის ადამიანი, სხვა მისთვის აქამდე უცნობ სამყაროში გადადის.(ცხადია ორგანიზმში ჩნდება ახალი შეგრძნებები და იმპულსები), ამ შეგრძნებებს თან ახლავს შესატყვისი ვერბალიზაცია, მოვლენების კონსტატაცია, რასაც თითოეული პერსონა მისთვის ნაცნობი გამოცდილებისა და სიტყვების მარაგით აღწერს(უმეტეს შემთხვევაში ამ მოვლენების შესახებ მოზარდები ოჯახის გარეთ იგებენ).

- გამომდინარე რეალური მდგომარეობიდან ფსიქოლოგიურ სტრესებს ვერცერთი ადამიანი ვერ აუვლის გვერდს?

-თუ "რეალობაში" ვიგულისხმეთ ადამიანის საწყისი და შემდგომი უცოდინარობა, ასეა.

-ისევ პათოლოგიას დავუბრუნდეთ, რთული პათოლოგიების შემთხვევაში ისეთი როგორიცა მწვავე ფსიქიკური აშლილობები დეპრესია, პანიკური აშლილობა და სხვა რიგი დაავადებებისა მათ როგორ უნდა მივუდგეთ?

-პირველ რიგში ამ მდგომარეობას-სულიერი პრობლემების არსებობას უნდა მოეხსნას სტიგმა, ამაში მე ვგულისხმობ საზოგადოებრივ აზრს იმაზე რომ ადამიანს ვისაც სულიერი პრობლემები აქვს, ან საჭიროებს ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის დახმარებას "სხვანაირად" უყურებენ.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:02 | შეტყობინება # 10
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ეს ერთი და მეორეც უნდა მოხდეს დაავადების პრევენცია საწყის ეტაპზე, ოჯახებთან უნდა წარმოებდეს ფსიქოკონსულტაციები და ამასაც უნდა მოეხსნას სტიგმა(არ უნდა გახდეს უხერხული ფსიქოლოგის შემოშვება ოჯახურ ურთიერთობებში). ეს რაც შეეხება ამ თემის სოციალურ და საზოგადოებრივ მხარეს. (ასევე არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენში საერთოდ მიუღებელია ჯგუფური ფსიქოთერაპია).

რაც შეეხება კონკრეტულ ზემოჩამოთვლილ ფსიქოლოგიურ პრობლემებს,

დავიწყოთ იქიდან რომ ადამიანის “მე”( ყურადღების ფოკუსი)-ერთგვარი, “მოძრავი ცენტრია” ფსიქიკაში. იგი აქტივიზირდება პიროვნების ფსიქოფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების მიმართულებით. მისი მდებარეობა კი განისაზღვრება, გარე და შიდა ინფორმაციული წყაროების ადგილმდებარეობის შესაბამისად.

თუ ინფორმაციის მომწოდებელი წყარო შეესაბამება პიროვნების ფსიქოფიზიოლოგიურ მოთხოვნას, მაშინ ადამიანის ყურადღების ფოკუსი (ანუ მისი -“მე”) ამ წყაროზე ფიქსაციას ახდენს.

ზრდის პროცესში ადამიანს უყალიბდება მისთვის მისაღები ინფორმაციული წყაროების და ფიქსაციის წერტილების სასრული რაოდენობა. იმისდა მიხედვით, თუ რა კატეგორიის ფსიქიკური წყობა გააჩნია სუბიექტს, იცვლება ყურადღების ფოკუსის ფიქსაციის წერტილების სიმრავლეც, რიგიდულ ინდივიდებს მათი მინიმალური რაოდენობა გააჩნიათ, შედრებით ლაბილურებს მეტი და ა. შ.

იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული ინფორმაციის ნაკადი სუბიექტისთვის მიუღებელია, და არცერთ ფიქსირებულ წერტილს არ ეთანხმება, ადამიანი იწყებს შფოთვას.(შიშები).

თავდაცვის მიზნით, მისი “მე” ან მომწოდებელ წყაროს სწყდება და სხვა მიმართულებით გადადის (“ცდილობს” უკეთესი, ოპტიმალური მდგომარეობა მოძებნოს, სხვა საგანზე ან
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:03 | შეტყობინება # 11
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მოვლენაზე გადაიტანოს ყურადღების ფოკუსი), ან უბრალოდ ტოვებს იმ ადგილს, სადაც ინფორმაციის წყარო მდებარეობს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევებიც, (ე.წ. ფსიქო პათოლოგიიური ფონი) როცა ადგილი აქვს ყურადღების ფოკუსის უწესრიგო გადანაცვლებას ერთი წერტილიდან მეორეზე, ე.წ. ქაოტურ რხევას.

( როგორც გითხარით ამ ფაზაში სახეზეა, შფოთვითი რეაქციები, მოუსვენრობა, შიშის განცდა)

-მსგავსი თავდაცვითი რეაქციები შეიძლება სხვა უფრო მძიმე ფორმითაც გამოვლინდეს, ადამიანს განუვითარდეს, უეცარი, სპონტანური მოდუნება, მიდრეკილება ძილისაკენ, შინაგანი, თუ გარეგანი ინფორმაციული წყაროების (მახსოვრობა, ემოციები) გააქტიურება, რამაც შეიძლება, ტრანსულ, ან სტუპორულ მდგომარებაში ჩავარდნა გამოიწვიოს.

-ეს ყოველივე რა კავშირშია კითხვასთან?

-ეს წიაღსვლა დამჭირდა იმისთვის, რომ ავხსნა რა ხდება ზოგადად ფსიქიკური აშლილობის დროს.

როგორც უკვე ავღნიშნე ფსიქიკური აშლილობისას ყურადღების ფოკუსი ე.წ. "მოციმციმე მდგომარეობაშია", რასაც განაპირობებს თვით ადამიანის შინაგანი მზაობა, ასევ ვთქვი რომ "აქტიობის წერტილის" პრიორიტეტულობა ( რიგითობა) იცვლება იმის მიხედვით, რაც უფრო მეტად მნიშვენლოვანია ორგანიზმის უსაფრთხოებისთვის რომელიმე მოვლენის, ან მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ქცევის განხორციელება.

–კონკრეტულად?

–მარტივია, ეს ალბათ ყველას გამოუცდია, როდესაც შემთხვევით ხელი გაგეკაწრებათ ეკალზე და ყურადღება ამ ფიზიკურ დაზიანებზე გადავა და შემდგომ წარმოიდგინეთ რომ ამ
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:03 | შეტყობინება # 12
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ეპიზოდში კბილის ტკივილმა შეგახსენათ თავი– რასაკვირველია ეკლით გამოწვეული განაკაწრი ყურადღების მიქცევის პრიორიტეტულობას დაკარგავს.

ეს პრინციპი მოქმედებს ნებისმიერ გარემოში, ორგანიზმის ჰომეოსტაზის ნებისმიერი ცვლილებისას. ფსიქიკური აშლილობისას, ერთდროულად წარმოქმნება მსგავსი აქტიობის შემცველი რამდენიმე ფსიქსაციის წერტილი–ინსტიქტური ჩვევის გამო, ყურადღება ერთი წერტილიდან, მეორეზე ინაცვლებს–მოტივი ალბათ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს–დაიცვას ორგანიზმის უსაფრთხოება. შეინარჩუნოს სიცოცხლის გაგრძელებისთვის აუცილებელი მდგომარეობა.

რაც უფრო ძლიერია ადამიანის წარმოდგენაში, ერთი რომელიმე ფიქსაციის წერტილის პრიორიტეტულობა სხვებთან შედარებით, მით უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა სხვებს და ამ შემთხვევაში ყალიბდება ე.წ "მიჯაჭვულობის ეფექტი"–რაც დროში უფრო და უფრო მყარდება და იწვევს ე.წ. "ყურადღების ფოკუსის დამბლას"– ყურადღების ფოკუსის გახევებას .

–აქაც დაგვიკონკრეტეთ

–დაიხ , რათქმაუნდა–ძირითადად ეს ეხება შფოთვასა და შიშის ემოციას: აქაც მარტივად გეტყვით: წარმოიდგინეთ რომ მავანს ჰქონდა ჩვევა, სახლიდან გამოსვლისას კიბეზე ჩამორბენისა, ერთხელაც არ გაუმართლა– დაგორდა და ფეხი მოიტეხა, ამ შემთხვევის მერე მას ექნება ემოციონლური დამოკიდებულება "კიბეზე ჩარბენასთან"– იგი ამის შემდეგ ყურადღებას დაძაბავს რომ კიბეზე სირბილით აღარ ჩავიდეს. (ახალ ეპიზოდში კიბეზე ნელა ჩამავალი მავანის ყურადღების ფოკუსი მიჯაჭვულია სხეულის , მოძრაობის კონტროლზე)

ანუ "ცუდი გამოცდილების შედეგად" დადგა "საშიშროების" მართვის აუცილებლობა, რაც აისახა რომელიმე ქცევის ( კიბეზე ჩასვლა) კონტროლში და ამ კონტროლისთვის ყურადღების მობილიზაცია გახდა საჭირო.

ეხლა ეს ქცევის ფსიქორეგულაციის უნარი გადაიტანეთ რომელიმე საშიშროებასთან დაკავშირებულ ეპიზოდზე–და მივიღებთ "ფსიქოემოციონალურ მოდულს"–რომელზეც მიჯაჭვულია ადამიანის ყურადღება. ნორმალურ შემთხვევაში ეს კავშირი არ იწვევს
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:04 | შეტყობინება # 13
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფსიქიკურ აშლილობას, რადგან დრო და ადგილი შეესაბამება კონტექსტს და მზაობას, იმ კონკრეტულ ემოციონალურ და გრძნობად ნაკრებს, რაც აუცილებელია თავდაცვისთვის თუ ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებისათვის.

––ეს რას ნიშნავს "ნორმალური" ?

– ნორმალური არის აშკარა(უჭველი) ბუნებრივი რეაქცია. არსებობს დეფორმირებულიც.

ეს ორივე ზემოქმედებს არსებობისთვის სახიფათო გარემოში შექმნილ ფსიქოემოციონალურ მზაობაზე(მომზადებაზე), ორივე იწვევს ყურადღების ფოკუსის მიჯაჭვულობას.(მყარი და უალტერნატივო ფიქსაცია).

აქ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი, კერძოდ იმას რომ "საშიშროების გამომწვევი მიზეზი" მკაცრად სუბიექტურია. და კიდევ ის, რომ ფსიქიკური აშლილობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, უკვე რომელიმე კონკრეტული დაავადების მქონე ადამიანსა და "სახიფათო ფიქსაციის წერტილს შორის საკმაოდ დიდი მანძილია."

სხვანაირად რომ ვთქვათ: ფსიქიკური ავადობის მქონე ადამიანის ყურადღება მიბმულია წარსულში გადატანილ მისთვის ყველაზე პრიორიტეტულ ფიქსაციის წერტილზე, რაც განაპირობებს მის გამუდმებულ მომზადებას, ფსიქოემოციონალურ დატვირთვას და ახლანდელ დროში, იქ და იმჟამად არსებული მოვლენების მიმართ არადეკვატურ დამოკიდებულებას
(ნევროზულ და სტრესულ მდგომარეობას) –ორგანიზმი მომზადებულია თავადასაცავად, საბრძოლველად და მისდა სამწუხაროდ იქ მის თვალწინ იმჟამად მსგავსი არაფერი არ ხდება!
– კიდევ უფრო გასაგებად როგორმე იქნებ სცადოთ

– კარგით ვეცდები, დავიწყოთ ასე: წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სტრესული მდგომარეობა, დავუშვათ გაქვთ შემთხვევა: ყიდით რაიმე ნივთს და მყიდველს დაზიანებული ნივთი შეაპარეთ ისე როგორც ახალი და მას ახლის შესაბამისი თანხა გამოართვით. აღებული თანხით ვალი გაისტუმრეთ ან გამოიყენეთ პირადი სარგებლობისთვის.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:04 | შეტყობინება # 14
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ეხლა წარმოიდგინეთ რომ გონებაში რატომღაც გაჩნდა აზრი რომ მყიდველმა როგორღაც შეიტყო არ გამხელილი ნივთის წუნი და თანხის დაბრუნებას მოგთხოვთ. (სანამ თანხა არ დახარჯულა ამ აზრს არ აქვს ზემოქმედების ძალა (რადგან გონებაში არსებობს პრობლემის გადაჭრის მექანიზმი– თანხის დაბრუნება უკან).

შემდეგ ეპიზოდში, ანუ მაშინ როცა თანხა იხარჯება, შესატყვისად ეს აზრი ძლიერდება, და ბოლოს იძენს ეფექტურ ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარს, კერძოდ ყურადღების ფოკუსი ეჯაჭვება ამ აზრს –ყალიბდება "მოვლენების ნეგატიური მიმართულებით განვითარების სცენარი" (რომელსაც რათქმა უნდა იჯერებს მავანი) შესატყვისად ამ ყველაფერს მოსდევს ნევროზული მდგომარეობა, უძილობა, მოუსვენრობა, უმადობა, შიშები, დანაშაულის განცდა – თუ მიჯაჭვულობის სიმძლავრე კიდევ უფრო გაიზარდა და მოვლენების ცუდად განვითარების სცენები უფრო მძიმე სახეს მიიღებს– გვექნება სრულ აპათია, უიმედობა და სასოწარკვეთილება.

–ეს მდგომარეობა ყველა ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანს აქვს მეტ– ნაკლებად.

–დიახ ასეა და ამ მდგომარეობას ებრძვიან, წამლებით თუ უამრავი სხვა საშუალებებით, თუმცა ეს მაგალითი რაც მოგიყვანეთ ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევი მიზეზის და და მისი განვითარების ცნობიერი ვერსიაა– მისი მფლობელი ადამიანისთვის ცნობილი და გასაგებია "ცუდად ყოფნის მიზეზი",

შემდეგ მის "მკურნალობას" ასეთი სახე აქვს: საკმარისია ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრას –ცნობიერში გაჩნდეს დამადასტურებელი ცნობა იმაზე რომ სინამდვილეში ყველაფერი რიგზეა,( მავანმა გაიგო რომ ამ ნივთის მყიდველი გარდაიცვალა) და მას არაფერი მსგავსი არ ემუქრება, "ნევროზიც" და "ნევროზული სიმპტომებიც" გაქრება.
-ასე ადვილად არა მგონია იყოს საქმე, იმიტომ რომ მდგომარეობა ხშირად იმდენად რთულდება რომ ადამიანები სუიცდამდე მიდიან!

-მე არ მითქვამს რომ საქმე ადვილ მდგომარეობასთან გვაქვს, პირიქით-რამდენადაც გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოთ , გეტყვით რომ მდგომარეობის სირთულე მისი განვითარების(ჩამოყალიბების) სიმარტივეშია.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:04 | შეტყობინება # 15
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
- ეს ცოტა გაუგებარია . . .

-დაწყებულ მსჯელობას გავგრძელებ და თქვენ თვითონ მიხვდებით ჩემი ფორმულირების სამართლიანობას.

-დიახ, გისმენთ

-ე.ი. ვამბობდი იმას, რომ ნერვიულ დაძაბულობას და შფოთვას იძლევა "ცუდი ცხოვრებისეული გამოცდილება", რომლისკენაც მიპყრობილია ადამიანის აქტივობა- პოპულარული ენით რომ ვთქვათ მისი ყურადღება ამ კონკრეტული მოვლენის მონიტორინგით არის მოცული.

ზემოთ აღწერილი შემთხვევა გასაგებია და ადვილად "მოსარჩენია" მაშინ თუ გვაქვს მისი გადაჭრის პიროვნული ან სხვა რესურსი.

ეხლა გადავიდეთ სირთულეზე, ზემოთ წარმოდგენილი დრამატული ვითრება გადაიტანეთ ცნობიერების სხვა პლასტში, კერძოდ არაცნობიერ დონეზე, რაც გულისხმობს მოვლენის ცნობიერი აღქმის თვისებების დაკარგვას.

წარმოიდგინეთ , რომ ერთ შემთხვევაში მოვლენა გარკვევით არის ასახული ფსიქაკაში(შეძლებისდაგვარად ხერხდება მისი ვერბალიზაცია), ლექსიკაში არ გვაქვს სიტყვები, "იქნება," "მგონია", "არ მახსოვს", "მე მგონი", "არ ვიცი რისი ბრალია" და ა.შ.

მეორე შემთხვევაში (არცნობიერი)-ემოციონალური დაძაბულობის და წუხილის მიზეზი გაურკვეველია, ბუნდოვანია!

მარტივი ენით რომ ვთქვათ: ნერვები გვაქვს მოშლილი, და ამ არასასურველი ნევროზული მდგომარეობის მიზეზს, იქ და იმჟამად ვერ ვხედავთ!
 
ფორუმი » Test category » Test forum » სულიერი მდგომარეობის ნაირსახეობანი (ინტერვიუ დიალოგი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: