[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმი » Test category » Test forum » სულიერი მდგომარეობის ნაირსახეობანი (ინტერვიუ დიალოგი)
სულიერი მდგომარეობის ნაირსახეობანი
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:05 | შეტყობინება # 16
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-ასეთი ფორმულირებით, ყველაფერი ის, რაც არ გვაკმაყოფილებს ნევროზი გამოდის, რადგან ჩვეულებრივ შემთხვევაში როცა რომელიმე ჩვენგანი, ვერ ისრულებს სურვილებს, ვერ შვება ისე როგორც უნდა, მას ნერვები ეშლება. (თუნდაც ის ელემენტარული შემთხვევა რად ღირს, როდესაც დიასახლისი საშინაო ნამცხვრის გამოცხობას დააპირებს და დაეწვება)

–გარკვეულად ეგ სწორი შენიშვნაა, და აქ უნდა ავღნიშნოდ ასეთი რამ: მოთხოვნილებათა და ლტოლვათა ნაკრები, რომელიც ახლავს ადამიანს რასაკვირველია ქმნის დისკომფორტს(მოუსვენრობას), თუმცა მსგავსი ემოციონალური დაძაბულობა ნევროზად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან მხოლოდ მიუღწეველი მიზნების, დისკომფორტის და დანაკლისის შეგრძნება(იგულისხმება ფსიქოფიზიოლოგიური შიმშილი) არ არის საკმარისი რომ ფსიქიკური(ნერვიული) აშლილობა განვითარდეს.

ზოგადად ამ კონტექსტში ადამიანს ბევრი რამ აწუხებს, ელემენტარული საკვებიდან და ამინდიდან დაწყებული, მაღალი კომფორტის საგნებითა და სოციალური მოთხოვნებით დამთავრებული. არცერთი მათგანი არ იწვევს რომელიმე სახის სულიერ აშლილობას, თუმცა უნდა ითქვას რომ თითოეულის დაუკმაყოფილება შესაბამის ნეგატიურ შეგრძნებებს ბადებს( სტრესს)

ყველანირი შიმშილი, ტკივილის სახეობაა და არაფერია ახალი იმაში, რომ შიმშილი და დაუკმაყოფილება, იწვევს ჯერ გაღიზიანებას, შემდეგ აგრესიას და უფრო დიდი ხნით დაუკმაყოფილების შემთხვევაში აპათიას და გამოფიტვას.(კარგად ცნობილია ისაც რომ ტკივილი, ინტენსიურობისა და მისი დროში განგრძობადობის შედეგად ტანჯვაში გადადის)

–გამოდის რომ ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ყველაზე დიდი მტერი არაკომფორტული გარემო ყოფილა!

–დიახ ეს ასეა და ამ ფორმულირებით ჩვენ ახალი ამერიკა არ აღმოგვიჩენია!
-მე მგონი ავცდით თემას და ერთი კონკრეტული თემა განვაზოგადეთ, მაგრამ ამ კონტექსტში რაიმე რეკომენდაციას ხომ არ გვეტყოდით

-რაც შეეხება გარემოს?
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:05 | შეტყობინება # 17
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-დიახ.

-კარგით, რადგან ამ თემაზე უკვე გვქონდა აზრობრივი მონახაზი, სადაც ავღნიშნეთ რომ პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გარემო ადამიანის ფსიქიკურად ჯანმრთელ ინდივიდად ჩამოყალიბებისთვის არის ოჯახი და იქ განვითარებული მოვლენები. კერძოდ მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულება, და ასევე დედმამიშვილებს შორის დამოკიდებულება.

თუნდაც ის რად ღირს, რომ ამ დამოკიდებულებების ფონზე იქმნება ე.წ. "უფროსი შვილის კომპლექსი", რაც გულისხმობს პირველი შვილის განწყობას მომდევნოს მიმართ.(ცნობილია რომ უფროსსა და უნცროს შორის ვითარდება ისეთი ემოციები როგორიცაა: ეჭვიანობა, შური, მტრობა, დანაშაულის განცდა და სხვა) ყოველივე ეს კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის ფსიქიკური დაავადების განვითარებისათვის.

-გამოსავალი

- ფსიქიკური დაავადების პრევენციისთვის ?

-დიახ!

-შეიძლება, ძალიან არაპოპულარულად მოგეჩვენოთ, ის რა რეკომენდაციასაც მე შემოგთავაზებთ, თუმცა ამ მოცემულობაში სხვა გზას ვერ ვხედავ.

კერძოდ: რეკომენდირებულია ოჯახს ჰყავდეს იმდენი შვილი რამდენის ჯანმრთელად გაზრდის უნარიც აქვს. ეს ერთი მხრივ და რაც შეეხება რაოდენობას-მშობლებმა ჯერ ერთი შვილი უნდა გააჩინონ და მას შემდეგ რაც იგი ფსიქოლოგიურად მზად იქნება ოჯახში ახალი წევრის(მეორე შვილის) შემომატებისა, მხოლოდ მას შემდეგ არის რეკომენდირებული მეორეს ყოლა.

-ხომ გესმით რომ ამ იდეას, თუ რეკომენდაციას, მომხრე პრაქტიკულად არ ეყოლება, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე . .

-რა თქმა უნდა მესმის, თუმცა ვერც ფსიქოლოგებმა და ვერც სხვა საზოგადოებრივმა მეცნიერებამ აქ ჯერ ვერ მონახეს გამოსავალი.

-რატომ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:06 | შეტყობინება # 18
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
- ამის მიზეზი ისაა, რომ დღეს ჩვენთან და საზღვარგარეთაც, როგორც სოციოლოგია, ასევე ფსიქოლოგია ტრადიციულ მორალზე და პოლიტიკური მართვის სტრუქტურებზეა მიბმული და უნდა თუ არა, კოორდინაციას ამ წყაროებიდან ღებულობს.

ამის გარდა, დასავლურმა ცივილიზაციამ უკვე დაუწერელ კანონად აქცია კლასიკური ფსიქოანალიზის შეხედულებები ადამიანის ბუნებაზე, კერძოდ ის რომ: ადამიანი ბუნებით მიდრეკილია აგრესიისკენ, ან ის რომ მასში დევს ბისექსუალობა.

თუ დაუკვირდებით, არც თუ ისე რთულია იმის დანახვა, რომ დასავლური კულტურა ფროიდისეული შეხედულებების ზეგავლენის ქვეშაა. ეს გავლენა ყველაზე აშკარად ჩანს ხელოვნებაში.

-თვით ფროიდისეული მეთოდით ფსიქიკური დაავადებების მკურნალობაზე რას გვეტყვით?

-ეს მეთოდიკა, (ის რაც ფროიდმა ჩაუყარა საფუძველი და შემდეგ სხვებმაც კიდევ უფრო განავითარეს), რასაკვირველია ისევ გამოიყენება. თუმცა დღეს მას ისეთივე დატვირთვა არა აქვს, როგორც ადრე, როცა ფსიქოანალიზის ბუმი იყო ევროპაში და შემდეგ შტატებში.

როგორც მოგეხსენებათ, დასავლური ცივილიზაცია აქცენტებს დღეს სხვა მიმართულებით აკეთებს, პროცესები აჩქარებულია. ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული ზემოქმედების ქვეშ მყოფი საზოგადოება გაცილებით "სწრაფად მოძრაობს"-ინტერნეტის შემოსვლამ ყოველდღიურობაში ხელმისაწვდომი გახადა ახალი ცოდნა, ამ მიმართულებით, მოსახლეობა გაცილებით უფრო ინფორმირებულია, და ამანაც გარკვეულად იმოქმედა ცნობილი ფსიქოანალიზური, თუ ფსიქოთერაპიული მკურნალობის მეთოდიკების ქმედით უნარიანობაში.

ეს ერთი, მეორე მხრივ ფსიქოლოგებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა "ეფექტური თერაპიული ტექნიკები", მათი ათვისების შემდგომ, ეს ფსიქოლოგები "ფსიქოთერაპევტებად გადაიქცნენ".. . აღარ გავაგრძელებ

ყოველივე ამის და სხვა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გათვალისწინებით სახეზე გვაქვს მკვეთრად განსხვავებული სურათი; კერძოდ ის, რომ თანამედროვე ადამიანს, ფსიქოანალიზის, ან თუნდაც რომელიმე პოპულარული ფსიქოთერპიული მეთოდიკის საშუალებით ვეღარ მოუხსნი სულიერ დისკომფორტს.

-და რატომ ეს თვით მკურნალობის მეთოდიკის ბრალია?

- რაც შეეხება ფსიქოანალიზით მკურნალობას-ავიღოთ ყველაზე მარტივი მიზეზი, დროის ფაქტორი. როგორც ცნობილია ფსიქოანალიზით მკურნალობა დიდ დროს საჭიროებს, (თვითონ ის პირებიც, ვინც ევროპაში ფსიქოანალიტიკოსის კვალიფიკაციას ღებულობენ, 5 წლის განმავლობაში გადიან ფსიქოანალიზს).

ევროპაში და შტატებშიც ფსიქოანალიტიკოსის მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სიამოვნებაა, და კიდევ ის რომ გარანტირებული შედეგი, აქ არ არსებობს.
-თუმცა უცხოეთშიც და აქაც გაიგონებთ განცხადებებს რომ: "ესა და ეს ფსიქიკური დაავადება ინკურნება", ან ასე "ჩვენ აღმოვაჩინეთ ფსიქიკური აშლილობის მიზეზი"
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:06 | შეტყობინება # 19
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-გაგონებით ბევრ რამეს გაიგონებ, მაგრამ რეალური დასაბუთება მსგავსი განცხადების სისწორისა, ან მართლაც კვალიფიცირებული კვლევები ამ სფეროში ნაკლებად სავარაუდოა რომ დღეს არსებობდეს,

ერთიც არის, შედეგზე ანუ "განკურნებაზე" ორიენტირება, არც თუ მაინცდამაინც სწორი გეზია, რადგან ზოგჯერ ისეც ხდება რომ შედეგი დგება, ანუ სახეზე გვაქვს მდგომარეობის გამოსწორება. თუმცა ვერ მოხდეს იმის დადგენა რამ გამოიწვია ეს ყოველივე, მედიკამენტის ჩარევამ, ცხოვრების წესის ცვლილებამ, თუ თერაპიულმა ტექნიკამ.

და ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც ფსიქოთერაპევტების მიერ ხდება " საკუთარი სასწაულმოქმედი ტექნიკების დემონსტრირება, ან "განკურნებული ავადმყოფების ჩვენება" , აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება საქმე გვქონდეს "აფიორასთან". თან კიდევ, რას გულისხმობენ ეს ფსიქოთერაპევტები "განკურნებაში" ესაც საკითხავია!

-ძალიან მუქ ფერებში დახატეთ სურათი, ?

-არც თუ ისე მუქში, ზემოთ უკვე გითხარით, რომ არსებობს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები! რომ როდესაც ფსიქიკურ აშლილობაზე ვსაუბრობთ, აუცელებლად უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ამ ფენომენს ორი მხარე აქვს: ერთი ლოკალური- ადამიანი მისი რაობა, ფსიქიკის როგორც ასეთის არსი და ბუნება. და მეორე გლობალური: ყოფიერება (სამყაროსეული მასშტაბით)

თუ რეალობას წარმოვიდგენთ, როგორც ერთ მთლიან ორგანიზმს(სტრუქტურად) და შემდეგ მას ანალიზს მოვახდენთ (დავშლით შემადგენელ ნაწილებად).და სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების დახმარებით აღვწერთ ამ დისკრეტულ მთელს. ხელთ გვექნება პრაქტიკული ცოდნა, იმაზე თუ რა დეტალებისგან შედეგება ეს მთლიანი და რა ურთიერთკავშირში არიან ისინი ერთმანეთთან.(მთელი ნაწილთან და ნაწილი მთელთან)

იგივე, ადამიანის არსებასთან, რომ გავაკეთოთ ანალოგია, რომელსაც თუ საკვლევ ობიექტად განვიხილავთ, აუცილებელი გახდება მისი როგორც ერთი მთლიანი სისტემის შემდგენელ დეტალებად დაშლა და მერე მათ შორის ურთიერთკავშირის დადგენა.

მგონი გასაგები უნდა იყოს ის, რომ თუ ამ მთლიანობიდან რომელიმე შემადგენელ ელმენტს გამოვტოვებთ, საქმე გვექნება ცდომილებასთან. (როგორი სამყაროს მოდელიც იგება ადამიანის ცნობიერებაში ისეთივე პრობლემები ჩნდება ამ მოდელთან დაკავშირებით-თუნდაც ის გაიხსენთ რომ ადრე დედამიწა ბრტყელი
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:08 | შეტყობინება # 20
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ეგონათ , ან ის რომ მზე მოძრაობდა დედამიწის ირგვლივ და არა პირიქით)

მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანისა და სამყაროს შესახებ სრული და ამომწურავი ცოდნის გარეშე, ნებისმიერი განაცხადი თუ რა რისი მიზეზია, ან როგორი მიზეზ- შედეგობრივი ჯაჭვია ყოფიერებასა და მის შემადგენელ დეტალებს შორის უკეთეს შემთხვევაში იქნება მხოლოდ ერთი-ერთი ლოგიკურად გამართული ვერსია, (მოდელი) ობიექტური რეალობისა.
რომელიც თუნდაც თავისი მიმზიდველობისა ან ოპტიიმალურობისა შეიძლება საკმაოდ შორის იყოს ჭეშმარიტებასთან.

-ძალიან რთული და გრძელი პასუხი გამოგივიდათ, მარტივად როგორმე. .

-მარტივად ასე იქნება- წარმოიდგინეთ მრავალფიგურიანი და რთულკომპოზიციანი პანო, და მისი მაცქერალი და შემმეცნებელი ადამიანები.

იმის მიხედვით თუ რა განვითარებისა და რა სულიერ-ინტელექტუალური მონაცემების მქონენი იქნებიან ეს პერსონები(ანუ რამდენად ადეკვატური და სრული იქნება მათი აღქმა) იმ ხედვის დიაპაზონში მოახდენენ პანოზე გადმოცემული მოცემულობის ასახვასა, და გამომდინარე აქედან დასკვნებიც შესაბამისი იქნება.
–საუბრის ასე გაგრძელებამ შეიძლება ფილოსოფიურ მსჯელობაზე გადაგვიყვანოს, უფრო პრაქტიკული მხარეა მნიშვნელოვანი, თქვენი აზრი გვაინტერესებს–პრაქტიკულად როგორ შეიძლება დავეხმაროთ იმ ადამინებს ვისაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებთ?

–ამის შესახებ, ფართო დისკუსიაც რომ გაიმართოს, რაიმე მზა რეცეპტი ან ყველასთვის მისაღები და დამჯერებელი, კონკრეტული პასუხი არ არსებობს, ერთი რამ სახეზეა რომ ნევროზული მდგომარეობა აშკარად დიდ დისკომფორტს ქმნის და ყველა ცდილობს როგორმე გადაჭრას ეს პრობლემა,
პირადად მე ვფიქრობ, რომ თერაპია უნდა იყოს კომპლექსური, რაც გულისხმობს არა რომელიმე ერთი მეთოდის, ან ფსიქოთერაპიული სკოლის მიერ ჩამოყალიბებული ტექნიკის ჩარჩოში შეზღუდვას, არამედ იმის გათვალისწინებას რა შეიძლება შეიცვალოს ფსიქკური გაჯანსაღების მხრივ თითოეული პიროვნებასთან მიმართებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტორი, რასაც რატომღაც არ ითვალისწინებენ არც ფსიქოლოგები და არც ფსიქოთერაპევტები. კერძოდ ის რომ რაიმე ქცევის დასწავლა " სასურველ– ჯანმრთელ" ქცევაზე აქცენტები და მისი დასწავლისთვის "მეცადინეობა"( ზოგჯერ ამას უწოდებენ ფსიქო აღზრდასაც) არ იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგს
შედეგს,(მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო)
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:08 | შეტყობინება # 21
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გაიხსენეთ თუნდაც ის, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბებულმა მკაცრმა და იდეოლოგიზირებულმა სწავლა– აღზრდის მეთოდმა დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო, და რათქმა უნდა საეჭვოა ის მოწოდებები რომ რომელიმე ფსიქოლოგი ან ფსიქოთერაპევტი რამდენიმე ფსიქოთერაპიული სეანსით ადამიანს ფსიქიკიური პრობლემებს მოუხსნის.
ასე რომ აქაც გასათვალისწინებელია ობიექტური ფაქტორები, რომ ადამიანის ქცევისა და ფსიქიკის შეცვლა ძალიან რთული ამოცანაა(იგულისხმება ფსიქიკური გამოჯანსაღება)

ამიტომაცაა, რომ ხშირად განკურნებას, რემისიებში ურევენ, და უმრავლეს შემთხვევაში რეციდივებს აქვს ადგილი. სათქმელი უნდა პირდაპირ ითქვას, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა ჯერ ყველაზე ეფექტური ხერხია თერაპიისთვის, რაც შეეხება ფსიქოთერაპიას იქ მკურნალობა უმეტეს შემთხევაში
შთაგონების და თვით შთაგონების (აუტოტრენინგის) ხასიათში ზის.
უკვე ვთქვი, რომ ნერვიულ დაძაბულობას და შფოთვას იძლევა "ცუდი ცხოვრებისეული გამოცდილება", რომლისკენაც მიპყრობილია ადამიანის აქტივობა- მისი ყურადღება ამ კონკრეტული მოვლენის მონიტორინგით არის მოცული.

თუმცა ეს ცუდი გამოცდილება ყოველ წუთში არ განიხილება როგორც "ცუდი", რადგან არსებობს ვალდებულებები, დავალებები და სხვა სახის ქცევები, რომელსაც ადამიანი თავისი სურვილსდა მიუხედავად ასრულებს, და სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ფსიქიკური აშლილობაც, ამ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდივიდი ვერ მართავს, ვერ უმკლავდება, მის ფსიქიკურ აპარატში მიმდინარე რეაქციებს, და ამის გამო მას ეწყება ნერვიული ჩავარდნა.

-მაგალითად

-ისევ სექსუალურ ქცევას მივადგები, იმიტომ რომ ეს ქცევა ყველაზე მეტად არის ყურადღების ქვეშ (თუმცა ყოველთვის ასე იყო ისტორიულად,) თითოეული სურვილი, თუ მოთხოვნილება თავის ენერგეტიკას შეიცავს(თავის ტვინის გარკვული უბნების გააქტიურება და რეაქციები). მსგავსი აქტიობა იწვევს ფსიქომოტორულ დაძაბულობას, დამუხტვას, რაც გამოიხატება მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სიტუაციის ძიებაში, პოვნაში და შემდეგ განმუხტვაში(დაკმაყოფილებაში)

განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და ინდივიდუალური ფსიქოფიზიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით ამ ქცევას თავისი მოქმედების არეალი და ძებნის დიაპაზონი აქვს, ხოდა სწორედ აი აქ წარმოვიდგინოთ (ვიფანტაზიოროთ) რომ სექსუალურ აქტივობას, რომელიც ცხადია ინსტიქტურია- "ვერ იტანს" ადამიანის "მე"

-საკმაოდ გაუგებარი ფანტაზიაა, ეს "ვერ ატანა" რას ნიშნავს?

-წარმოიდგინეთ, რომ სექსუალური მოთხოვნილება, "არის ვიღაც", რომელიც გაღიზიანებს თავისი "უზნეო ქცევით"(ისევე როგორც, მავანი თავისი დაჟინებული მოთხოვნით გულს გაგიწყალებთ) "იგი ითხოვს საჭმელს" და ამ საჭმელს ითხოვს მაშინვე იქ და იმჟამად!
აქედან ორი გამოსავალია : ან "აჭამო მას", ან "იგნორი" გაუკეთო და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო, ჭამაში რაც იგულისხმება ყველას მოგეხსნენებათ, რაც შეეხება "იგნორს" ამისთვის უამრავი ხერხი არსებობს, დაწყებული უწყინარი შემოქმედებიდან და სპორტიდან, დამთავრებული სექსუალური იმპოტენციით ან სხვა სომატური გართულებებით

-სხვაც ბევრი არსებობს, მაგალითად რელიგიური მოტივები

-დიახ, რათქმაუნდა, ეს და სხვა "ზნეობრივი მოტივები" ამ შემთხვევაში ყველზე ეფექტურია, ამას დაუმატეთ სხვა ადათ- წესები და ტრადიციები და როგორც იტყვიან "თავი ქუდში გაქვთ" . . .

ყველაზე შესამჩნევი, რაც შეიძლება ფსიქიკურ აშლილობას ახლდეს(და რასაც პირადად დავაკვირდი პაციენტებთან კონტაქტის დროს) ეს არის გაურკვეველი გარემოს მოძებნისკენ გამუდმებული სწრაფვა .
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:08 | შეტყობინება # 22
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მათ ქვეცნობიერში გამუდმებით მუშაობს "გაურკვევლობისაკენ მიმმართველი სტიმულების გენერატორი", და როდესაც შიშზე და შიშის ზემოქმედებაზეა საუბარი, და ბევრი ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი, შიშს თვლის ფსიქიკური აშლილობის მიზეზად თუ არა, ერთ-ერთ მიზეზად მაინც- ყველასგან განსხვავებით ვამბობ, რომ შიშები, ან ფობიები, კი არ იწვევს ფსიქიკურ აშლილობას -პირიქით, ყველანაირი შიში, ფობია, თუ პანიკა- ეს არის დამხმარე საშუალება, რომელიც "ავადმყოფს" ეხმარება იმაში, (როგორც ეხლა ხშირად ამბობენ): "არ გაგიჟდნენ"!

-რას ქვია "ეხმარება", რა "გაგიჟებისგან" იცავს!? გამოდის რომ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები, ნევროტული სიმპტომებით თავს აღწევენ უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში გადასვლას?
–ეს არ იქნება ზუსტი ფორმულირება, რადგან ფსიქიკური დაავადებები სხვადასხვა ასაკში (ადამიანის ზრდისა და განვითარების პროცესში) განსხვავებულად ავლენს თავს, თუნდაც ის, რომ სკოლამდელ ასაკში ავადობა ნაკლებად შესამჩნევია , შემდეგ მოდის სკოლის პერიოდი , გარდატეხის ასაკი, და ასე შემდეგ.

ისევ ფანტაზია რომ მოვიშველიოთ, შეგვიძლია ასეც ჩამოვაყალიბოთ :"ავადმყოფობა" (როგორც კომპიუტერული ვირუსი) ერთი სხეულიდან (მატარებელიდან) სხვა სხეულში გადადის და შესატყვისად იცვლის სახეს და გამოვლინებებსაც.(სიმპტომებსაც)

–განსხვავებულ ტერმინებს ხმარობთ და ამით შეიძლება მკითხველი დაიბნეს

–იმ ნაცნობ ტერმინებს, რასაც დღეს– დღეობით იყენებენ ფსიქიკური ავადობის კლასიფიკაციისთვის და დასახასიათებლად მეც ვიყენებ, თუმცა ეს ტერმინების დასახვეწია და დასაზუსტებელი, ეს ერთი, და მეორეც– დღეს ყველა ნერვიული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანი თავის მდგომარეობას ასე ნათლავს: "ნევროზი მაქვს", ან "დეპრესიაში ვარ", ან მათი დახასიათებისთვის იხმარება გავრცელებული ჟარგონი: "გიჟია", "ვერ არის" და სხვა.

ნევროზულობა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მოდად გადაიქცა, და არა სერიოზულ პრობლემად, რადგან სერიოზულობა დღეის მდგომარეობით ყველას აფრთხობს, და აშინებს.

თუ დავუკვირდებით დაინახავთ, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი "ვიღაცას" ელაპარაკება, "უხსნის" "ეკამათება" . . ხშირად ეს პროცესი იმდენად ფარულია, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ინდივიდები ვერც კი ამჩნევენ რომ ეს "ვიღაცა "იქ არ იმყოფება. . .

–გამოდის რომ ისინი საკუთარ თავს ელაპარაკებიან?

– უმეტეს შემთხვევაში ეს პირდაპირ არ დაიკვირვება. "გულში საუბარი" კონტროლდება და მას "ჟესტების ენის" სახე აქვს, მისი ვერბალიზაცია და სამეტყველო აპარატით გახმოვანება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი თავისთვის უშვებს რომ "გაგიჟდა" . . . . .
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:09 | შეტყობინება # 23
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თუმცა ეს მდგომარეობა მაშინაც დაიკვირვება, როდესაც ასაკში მყოფი ადამიანები ვიღაცაზე ბრაზობენ . . თუ დაუკვირდებით აქაც შესამჩნევია, რომ ისინი მართავენ დიალოგს, ან მონოლოგს სადაც "ვიღაცას" ან "საკუთარ თავს" რაღაცას უმტკიცებენ".

–და ამ მდგომარეობაში მოხუცები ვერ ამჩნევენ, რომ მათი შინაგანი მეტყველების, საუბარში გადაზრდა ხდება?

–დიახ ხშირად ასეა, და ეს ვერბალიზაცია იმით არის გამოწვეული, რომ ახალგაზრდობაში გამომუშავებული "უაზრო ფიქრის" კონტროლის მექანიზმი სუსტდება და ვეღარ მუშაობს.
ამის გარდა ხშირია სხეულის ენით საუბარი, ისეთები როგრიცაა კიდურების უნებლიე მოძრაობა, თავის კანტური, თვალების უნებლიე მოძრაობა, ქუთუთოების უნებლიე ხამხამი და დახუჭვა საუბრის დროს, უნებლიე მიმიკური მოძრაობა სახის კუნთების– ე.წ. "ტიკები", ასევე ხშირად გვხვდება უაზრო საუბარი, როცა მეტყველება მიმდინარეობს და არ ხდება წარმოთქმულ წინადადებებს შორის პაუზის ფიქსაცია, (ხშირად ამ მდგომარეობას სხარტ აზროვნებას უტოლებენ და დადებით კონტექსტში მოიხსენიებენ).

ეს უკანასკნელიც, გარკვეული სახის "აკვიატებაა"– ამ მეთოდით იგივე შინაგანი დიალოგის ჩახშობა ხდება მისი ვერბალიზაციით(ისევე როგორც რადიო ტალღების ჩახშობა ხდება, (ერთი სიხშირის ტალღის, მეორე უფრო ძლიერი სიხშირის ტალღებით).

ასევე ხშირია ემოციონალური ფონის გამოყენება ამ მიმართულებით, როცა იგივე ემოციონალური დაძაბულობის ფონზე (იქმნება ე.წ. "ხმაური" და " შინაგანი საუბარი" იხშობა) ამისთვის ასევე გამოიყენება ფიზიკური დატვირთვა, ან რაიმე მონოტონური სამუშაო. (ენების შესწავლა, რაიმე ხელსაქმის ათვისება და სხვა)

ისევ გიმეორებთ, რომ ყოველივე ამას განაპირობებს არასასურველი "გულში საუბარი" უხილავ თანამოსაუბრესთან, ან ხშირად ხდება როცა გონება იწყებს უკვე დროში დამთავრებული საქციელის (წარსულში დარჩენილი მოვლენის) კვალავ წარმოებას, უნებლიედ ხდება წარსულის ცნობიერებაში ხელოვნური აღდგენა და "ლანდებთან გასაუბრება" . . .

–უფრო კონკრეტულად რა იწვევს ამ მდგომარეობას?

–ჯერ ის ვთქვათ, რომ ამ მდგომარეობაში ბევრი ადამიანია, თუმცა ამას მალავენ და ზოგჯერ არც აქცევენ ყურადღებას, თუმცა პირველი ნიშანი იმისა, რომ მათში ეს მდგომარეობა დაიკვირვება არის ის, რომ– მათ უჭირთ მარტო დარჩენა საკუთარ თავთან, ან არ შეუძლიათ ე.წ. "უსაქმოდ ყოფნა",

რაც შეეხება მიზეზს, გითხარით უკვე და ისევ გიმეორებთ :მათ აქვთ გამუდმებული მიდრეკილება (განწყობა) გაუცხოვებულ და უცნაურ (უცნობ) რეალობაში ყოფნისკენ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ უცხო გარემო იწვევს არასასურველ ემოციებს . . .(ისაც საკმარისია ადამიანმა საძინებელი ოთახი შეიცვალოს საკუთარ ბინაში, მას უკვე უჭირს დაძინება)
ეს ერთი, მეორეც– ამ მდგომარეობას იწვევს ემოციონალურ სამყაროში მიმდინარე პროცესები, კერძოდ– წამოიდგინეთ რომ ინდივიდს (მისი გაგებით) ერთმანეთის საწინააღმდეგო სურვილი ნდომა, ან ტენდენცია აქვს(ბევრი რამ უნდა მაგრამ ეს "ნდომები" ერთმანეთს ხელს უშლის)...

სხვანაირად ვთქვათ, წარმოვიდგინოთ რომ ეს "მინდები ცხოვრობენ" ადამიანის ემოციონალურ სამყაროში და ცდილობენ "მატერიალიზაციას" –ქცევის დახმარებით ცხოვრებაში განხორციელებას, (დაკმაყოფილებას)
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:09 | შეტყობინება # 24
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თითოეულ "მინდას" აქვს თავისი გრძნობად ემოციონალური მუხტი, რომელსაც თან ახლავს სხეულის (სომატური ) რეაქციები
(შემცივნება, შეხურება, კანკალი, წამოწითლება, დაბუჟების შეგრძნება და სხვა)

თითოეული "მინდა" ცდილობს თავისი სურვილი "გაახმოვანოს", ( ეს გახმოვანება ინდივიდუალურია, იმის მიხედვით ვის რისი თავი და უნარი აქვს) ხოდა სწორედ ეს "მინდები"გადაიქცევიან ე.წ. "გულში მოლაპრაკე ხმებად" და იწყებენ "წუწუნს"–ისევე როგორც პატარა ბავშვები იწყებენ ჭირვეულობას როცა დედა რაიმე სურვილს არ უსრულებს.

–საკმაოდ საინტერესო მიდგომაა, და ეს მდგომარეობა რატომ უნდა იწვევდეს ნევროზს–იყვნენ ეს "მინდები" და იარსებონ! ვინ უშლით ხელს!

–საქმეც მაგაშია რომ უშლიან. . . .და დიდი მონდომებითაც,

– ისევ ე.წ. "შინაგანი ხმების" წარმოქმნის სტრუქტურას დავუბრუნდეთ

–კარგით,

მოკლედ– ემოციონალურ სამყაროში "მობინადრე მინდები ცდილობენ თვითგაცნობიერებას", თავის წარმოჩენას, მათ შორის არიან "მიუღებელი" და "ცუდი მინდები", მათი აღმოჩენის ადამიანის "მე"–ს ეშინია და იმალება.
უფრო კონკრეტულად, "მე" ფიქრების დახმარებით ან წარსულში მიდის, ან მომავალში, ზოგჯერ კი რაიმე "სათამაშოს" პოულობს და "თვალებს მისი დახმარები ხუჭავს".
ეს მექანიზმი ფსიქო სუგესტიაში კარგად მუშაობს, და მას ჰქვია "მონოტონურობის ეფექტი"

-უფრო დაზუსტებით ვერ ახსნით ამას?

-კარგით, მოდით წარმოიდგინეთ რომ ემოციონალურ სამყაროში (მინდა სამყაროში) გააქტიურდა რომელიმე "მინდა" (უკმარისობის აქტივიზატორი) თუ ადამიანის "მე"-ს მისი გააქტიურება აშინებს, იგი ეცდება "თვალები დახუჭოს"- არ დაინახოს, არ შეგრძნოოს ამ უკანასკნელი აქტივიზატორის არსებობა, ამ მიზნით ის ეცდება ყურადღების სიგნალი სხვა აქტივიზაციის წერტილზე გადაიტანოს.

ამ განდევნის მექანიზმის მუშაობის მარტივი ტესტირება ასე ხდება, როდესაც გაქვთ რაიმე უსიამო განწყობა, შეიძლება ჩატარდეს სპეციალური ვარჯიში -კერძოდ: დაწექით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში საწოლზე და ორივე ხელი თავს ზემოთ ვერტიკალურად აღმართეთ,

ის ხელის მტვანი(დავუშვათ მარჯვენა) რომელიც ახლოს არის უსიამოვნო შეგრძნებასთან -მაგალითად "გული მაწუხებს" უნდა მუშტად შეიკრას და დარჩეს ვერტიკალურ მდგომარეობაში,(უძრავად) ხოლო მერე ხელმა დაიწყოს მონოტონური მოძრაობა წინ და უკან.

რაც უფრო მეტად მოახერხებთ ყურადღება გადაიტანოთ ერთი ხელის უძრავ მდგომარეობაში დატოვებაზე და მეორეს მონოტონურ მოძრაობაზე, მით უფრო ეფექტური იქნება ემოციონალური სამყაროდან "დაუპატიჟებელი მინდას" განდევნის ეფექტი.

ისაც არ უნდა დაგვივიწყოთ, რომ ზემოაღნიშნული სომატური წუხილი(გულის ცუდად გახდომა) არის ერთგვარი გამომუშავებული ჩამანაცვლებელი ხერხი, რაც გულისხმობს საკუთარ "მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე" პასუხისმგებლობის მოხსნის და ნეგატიური განწყობის სხვა რამეზე გადაბრალების ჩვევას.(ამ შემთხევევაში სომატური ჩივილები)
ე.წ. "პერსევერაცია" და სხვა სახის აკვიატებები (აზრობრივი თუ სხვა) იგივე მექანიზმის გამოხატულებაა, როგორც ზემოთ ვთქვი ხელის უნებლიე მოძრაობა , თავის კანტური–იგივე დანიშნულებას ასრულებს,

ამ მონოტონური მოძრაობების დახმარებით ადამიანის ინდივიდუალური "მე"– " თვაისი ემოციონალური სამყაროდან –განდევნის მისთვის "არასასურველ მინდებს".
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:10 | შეტყობინება # 25
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
–მედიკამენტებიც ხომ მოქმედებს ამ შემთხვევაში?

–რა თქმაუნდა, მოქმედებს და თითოეული პრეპარატი, პრინციპში იგივე დანიშნულებას ასრულებს ,რასაც ზემოაღნიშნული "მონოტონურობის ეფექტი".

–ამ შემთხვევაში აქ რა ხდება?

–როგორ გგონიათ რას წარმოადგენს ემოციონალური სამყარო!? .....

ძალიან მარტივად რომ აღვწეროთ ეს არის "მატერიალური გარემო" –ტვინში მიმდინარე ელექტროქიმიური რეაქციები (ბიოქიმია).

მათზე ქიმიური პრეპარატებით ზემოქმედება, ტვინში მიმდინარე რეაქციების შენელება ან აჩქარება, შესაბამისად იწვევს ცვლილებებს (ემოციების დაბლოკვას). ამ ზემოქმედების შედეგია ის, რასაც მედიკამენტის გამოყენებისას პრაქტიკულად ვაღწევთ, აფორიაქებული ადამიანი წყნარდება(შეიძლება პირიქითაც, ადრენალინის გარკვეული დოზის ზემოქმედებით ხდება აგზნება).

–თუმცა ხშირად ავადმყოფები ჩივიან, რომ მათზე ქიმიურმა პრეპარეტებმა არ იმოქმედეს, ან თუ წამლებმა იმოქმედა ამ ზემოქმედებას სასურველი შედეგი არ მოუტანია,

არის ასევე ჩივილები, რომ ისინი კოორდინაციას ან ყურდაღების მობილიზაციას კარგავენ–მოკლედ რომ ვთქვათ პრეპარატებს აქვთ გვერდითი ეფექტები.

–დიახ ხდება ასე, ზოგჯერ მედიკამენტზე რეაქცია საკმაოდ უჩვეულოა, პაციენტები ამბობენ: რომ ისინი სხეულის მართვის უნარს კარგავენ . . . . .

–ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?
მედიკამენტებით მკურნალობის დროს როგორ უნდა მოვიქცეთ?,
როგორც იტყვიან :"რა გზას უნდა მივმართოდ"?
მედიკამენტების ზემოქმედებას სხვადასხვა გამოვლინება აქვს ამიტომაც არის რომ ისინი ზოგ პაციენტზე ერთი სახის ზემოქმედებას ახდენს და მეორეზე სხვას.

ზოგადად ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ძალა სწორედ იმ ქიმიურ ფორმულაში დევს რასაც პრეპრატი შეიცავს,
ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, თითქმის ყველა პრეპარატი მუშაობს ცნობიერის ბლოკირების ხარჯზე, რაც გულისხმობს შემდეგს.

ქვეცნობიერიდან ინფორმაცია გადადის ცნობიერში კოდირებული სახით და ამ პროცესს ეწოდება" რეფლექსია" –რეფლექსიის მარტივი ფორმაა აზრობრივი ასახვა, ვერბალიზაცია საკლაპარაკო ენის გამოყენებით.

ჰოდა სწორედ ეს აზრობრივი პროცესი ფერხდება და იბლოკება მედიკამენტებით, რაც საბოლოოდ(დროში) ქვეცნობიერ მახსოვრობაში არსებულ ინფორმაციული მონაცემების(ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში ე.წ. "ცუდი ფიქრების") ჯერ დავიწყებას, შემდგომ მათ გახუნებას და ბოლოს "წაშლას" იწვევს.

–ეს ბოლო წინადადება როგორ უნდა გავიგოთ?

–ეს პროცედურა ხდება (მიმდინარეობს) შეყვარებული ადამიანის მიმართ სიყვარულის მუხტის ჯერ განელების, მისი სახის გაბუნდოვანების და მერე მისი არსებობის საერთოდ დავიწყების ანლოგიურად.

ყველაზე ეფექტური მათ შორის არის ბრომის შემცველი და ბარბიტურატების შემცველი პრეპარატები, მათი ზემოქმედების ეფექტი ცქარია და გვაქვს შედეგი,
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:10 | შეტყობინება # 26
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რომელ პრეპარატებს გულისხმობთ ?

-მაგალითად პანიკური აშლილობისას (კორსიზი კატაბალახა და ზოგჯერ ანალგინიც კარგია)

-თუმცა არის ისეც რომ ერთ პაციენტზე რომელიმე პრეპარატი დადებით ზემოქმედებას ახდენდეს და მეორეზე იგივე პრეპარატით ვერაფერს ვაღწევდეთ

-რა თქმა უნდა არის ასეც და ამის მიზეზი მათ ტვინის ფიზოლოგიაში მიმდინარე- ემოციონალურ გარემოში არსებული ბიოქიმიური რეაქციების სიცქარე განაპირობებს,

სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, მის -ტემპერამენტზე. თვით ტემპერამენტი კი წარმოვიდგინოთ როგორც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფსიქოემოციონალური რეაქციების სიცქარე, რომელიც ერთ ადამიანს მაღალი აქვს მეორეს კი დაბალი.
ამას უნდა დავუმატოთ ის, რომ მეხსიერება– ქიმიური რეაქციებია(ქიმიაა),

მკვეთრად გამოსახული თვისება როგორც კომპიუტერებშია , მაგალითად როცა ოპერატიული მეხსიერებაში ჩერდება ინფორმაცია და შემდეგ გადადის გრძელვადიანში, ასეთი რამ ტვინში არ დაიკვირვება, ეს პროცესი მკაცრად არ არის განსაზღვრული და უფრო მოუწესრიგებელ ხასიათს ატარებს.

როგორც ასეთი "სამუშაო მეხსიერება", რომელიც შეგრძნებებთან არის დაკავშირებული, ორივე მეხისერების ზონას თითქმის ერთდროულად რთავს. რადგან თავის ტვინის აქვს მკაცრად განსაზღვრული წესები(ენერგიის ხარჯვის) მასში მიმდინარე დამახსოვრების და დავიწყების პროცესები–რაც შეესატყვისება სამუშაო მეხსიერების ამოქმედებას–საკმაოდ ეკონომიურია და რაც უფრო მალე დაიწყება დამახსოვრება, მით უფრო ჩქარა ხდება დავიწყებაც(განმუხტვა)

ეს პროცესიც რა თქმა უნდა დაკავშირებულია ემოციონალურ ფონთან და ემოციონალური ფონი კი ტვინის ქიმიასთან, გამომდინარე აქედან, გასაგები ხდება როგორ მოქმედებენ ადამიანის გუნება– განწყობაზე და ხასიათზე სხვადასხვა სახის მედიკამენტები და ასევე ნარკოტიკული საშუალებებიც.

მათი მიღების (გამოყენებისას) ამოქმედებას იწყებს ბიოქიმიური რეაქციები ( ჰორმონები–მედიატორები) ეს უკანასკნელნი კი ცვლიან მეხსიერების ქიმიას "სასურველი მიმართულებით"(ხდება დავიწყებულის მყისიერი გახსნება) ან პირიქით ყველაფრის დავიწყება.

ამ საშუალებებში მოიაზრებიან სხვდასხვა ს ნარკოტიკული საშუალებები, ისეთები როგორიცაა : მორფიუმის შემცველი, ოპიატები, კანაბოიდები (მარიხუანა)–მოკლედ რომ ვთქვათ ნარკოტიკები.

–რაც შეეხება მარიხუანას (ან პლანს)? ხშირად არის შეხედულება, რომ პლანის ან სხვა ნარკოტიკების გამოყენების შემდეგ განვითარდა ფსიქიკური პრობლემები– მაგალითად პანიკური აშლილობა.

–ენდოკანაბოიდები(კანაბისის შემცველი ელემენტები) პირდაპირ გენერირდება ნერვიულ უჯრედებში –სინაფსებში.

მათი ზემოქმედებისას ხდება როგორც ზემოთ ვთქვი–მეხსიერებაში არსებული რიგი "ინფორმაციული პორციის" რეკონსტრუქცია, გააქტიურება ან წაშლა.

ეხლა წარმოიდგინეთ რა ხდება, როცა რომელიმე პერსონას "დავიწყებული" აქვს მისთვის არასასურველი ინფორმაცია (ემოციონალური გაგებით "კატასტროფულად საშიში "და "საგანგაშო" რამ)
"პლანის" მოწევისა და მისი ზემოქმდების შედეგად ტვინში იცვლება მეხსიერების გარკევეული ზონების ქიმია, რასაც მოყვება დავიწყებულის გახსენება და ეს "გახსენება" იწვევს თავზარს და პანიკას.....
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:11 | შეტყობინება # 27
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყველაფერი ზემოთმოყვანილიდან გამომდინარე შესაძლებლად მიგვაჩნია ვთქვათ, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის მკურნალობას აქვს ორი გზა ერთი მედიკამენტები და მეორე ფსიქოთერაპია.

რაც შეეხება პირველს ამაზე უკვე აღვნიშნეთ. (კერძოდ ის რომ მედიკამენტები ზემოქმედებენ ნერვიულ სისტემაზე და ცვლიან ტვინში მიმდინარე პროცესების ქიმიას– ხდება ტვინის გარკვეული უბნების ბლოკირება)

მეორე შემთხვევაზეც საკმარისად არის მოცემული ამავე თემაში. (ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდიკა)

ყველაზე მეტად მკითხველი დაინტერესებულია ალბათ იმით თუ როგორ უშველოს პერსონალურ მდგომარეობას(პირად სულიერ დისკომფორტს)

აქ საქმე საკმაოდ რთულადაა, რადგან მომსახურებაც საკმაოდ ძვირი ღირს და არჩევანიც არაა (დავამატებ იმასაც რომ ზოგჯერ პრობლემის მქონე ადამიანმაც არ იცის რა სურს) უფრო რომ დავაკონკრეტო ბევრმა არ იცის სად წავიდეს ვის მიმართოს ან რა გზით უშველოს თავს.

პირადად ჩემი აზრით, ორი მექანიზმია ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის, ერთი შთაგონება და მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის რეგულირება(ანალიზი, დეფრაგმენტაცია, ამნეზირება)

და მეორე, რეალობასთან ადეკვატური(ცნობიერება–გარემო) კონკრეტულ დროსა და სივრცესთან შესაბამისი ურთიერთობა.
ეს უკანასკნელი,(რეალურ დროში არსებობის უნარი) კოგნიტური აქტია და შესაბამისი სავარჯიშოების ჩატარების შემდეგ (სწავლა და ათვისება) იგი მიიღწევა.
უფრო კონკრეტულად "ავადმყოფის" მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის, (პირადი თვაგადასავალი), გახსენება და მისთვის "საშიში" ეპიზოდების, გაცნობიერება, ქვეცნობიერ მეხსიერებაში არსებული "მიუღებელი "მე–ს" ცნობიერში "ამოყვანა". (ზოგ შემთხვევაში ეს პროცესი ჭრის, ზოგში კი არა იძლევა დროებით რემისიებს)

ამ მდგომარეობას ანუ გახსენების პროცესს შეგვიძლია ვუწოდოთ "ნებელობითი სიზმარი"( ანუ სიზმარი ცხადში)

და მეორე რომელიც გაცილებით რთულია, თითქმის მთელი თავისი აქტიობის მანძილზე ადამიანის "მე" რეალურ –"ახლანდელ დროში" არ იმყოფება. მისი აქტიობა მიმდინარეობს ძირითადად "წარსულ დროში" (ისე როგორც სიზმარში), ქცევათა უმეტესობა ჩვევის დახმარებით სრულდება ავტომატურად.

თერაპიის არსია, როგორმე მოახერხოს ადამიანმა და შეძლოს "მე"–ს აქტივიზაცია– იქ და იმჟამად "რეალურ დროში"(როგორც ზემო ავღნიშნავდით, პათოლოგიას ყურადღების სიგნალის "წარსულ ცხოვრებაზე"მიბმა განაპირობებს, მსგავსად იმისა საყვარელ ადამიანს რომ დაკარგავ და დაკარგულის გამო, უნებლიედ სულ მასზე რომ ფიქრობ)
ფსიქიკური ავადობის მკურნალობის პროცესში ყველაზე დიდ სირთულეს ვხვდებით იმ წინააღმდეგობაში რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ მკურნალობის მიმართ ნეგატიური განწყობა! (ეს განწყობა ხშირად შეიძლება არც კი ჩანდეს
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:12 | შეტყობინება # 28
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
და სახეზე გვქონდეს კლიენტის მონდომებული ვიზიტები თერაპევტთან)

უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ : სახეზე გვაქვს სიტუაცია როცა "ავადმყოფს" არ სურს გამოჯანმრთელება!

არა სურს ნევროზული მდგომარეობიდან გამოსვლა, ერთი შეხედვით ეს შეიძლება აბსურდად მოგეჩვენოთ, თუმცა შეიძლება ეს "აბსურდი" სრული სიმართლე აღმოჩნდეს!

დავსვათ ასეთი კითხვა რატომ შეიძლება რომ "ცუდად" მყოფს არ სურდეს "კარგად" გახდომა? ეს ხომ სასურველია და მოთხოვნადია!?

საქმე იმაშია რომ: 1. მან არც კი იცის რა არის "კარგად ყოფნა" 2. ნევროზულ მდგომარეობას აქვს თავისი გამოსავალი, მისი არსებობა აუცილებლობას წარმოადგენს ნევროზიანისთვის.

ბევრი წიაღსვლა და განმარტებები რომ არ დაგვჭირდეს და მკითხველი არ დაიღალოს–მარტივად გამოვხატავ აზრს: ნევროზული ფსიქოემოციონალური მდგომარეობით ადამიანი ივსებს შინაგან სიცარიელეს.
ლოგიკურად იბადება კითხვა რა არის ეს "სიცარიელე" და რა ქმნის მას?
პასუხი აქაც მარტივია: აუნაზღაურებელი დანაკარგი!

ეს საკმაოდ მძიმე ფისიქოლოგიური მდგომარეობაა და ძირითადად სუბიექტურ ხასიათს ატარებს (ერთისთვის რაღაც დანაკარგია მეორესთვის კი მას ფასი არა აქვს)

თუ ამ დანკარგის ობიექტურობის სივრცეში გადატანას შევეცდებით, ის დაკვალიფიცირდება როგორც: ყველაზე საყვარელი ობიექტი (ადამიანის შემთხვევაში მშობელი)

ამ მდგომარეობას აქვს ორი ასპექტი ერთი ფაქტობრივი, რეალური ფიზიკური დანაკარგი (დაღუპვა, გარდაცვალება)
და მეორე ფსიქოლოგიური (ღალატი)

ორივე მდგომარეობაში სახეზე გვაქვს შემდეგი რეაქციები: შოკი და უბედურების თავზარდაცემულობის განცდა. რომელსაც შემდგომ ეტაპზე (დროის განსაზღვრულ მონაკვეთში) ანაცვლებს დამცავი რეაქცია, არსებული სიცარიელის შევსების მცდელობა.

სწორედ აქ იწყება ქაოტური მოქმედებების მთელი კასკადი, (ვის როგრც შეუძლია)

ყველაზე შესამჩნევი ( რაც არაერთხელ ავღნიშნეთ) ეს არის "რეალობისგან გაქცევა, ახლანდელი დროის დატოვება (რეალობა დანაკარგით) და უკან დაბრუნება რეალობაში დანაკარგის გარეშე.

ადგილი აქვს ყველანაირ მცდელობას "დაზარალებულის" (მიტოვებულის) მხრიდან დატოვოს ახლანდელი დრო" ანუ რეალური გარემოება და ნებისმიერ ფასად "ამოავსოს" მის ფსიქოლოგიურ ლანდშაფტში გაჩენილი უფსკრული.

ფსიქოლოგიურად ეს მდგომარეობა ვლინდება სიმპტომებში გრძნობების და შეგრძნებების გახევება და მოდუნება, ადამიანი ვერ ხედავს ვერ აღიქვამს, ვერ აკეთებს ადეკვატურ რეაგირებას იმაზე, რაც ხდება მის წინ რეალურ დროში, რადგან იგი ფსიქოლოგიურად სხვა დროსა და სივრცეში იმყოფება(იქ სადაც ყველაფერი რიგზე იყო)
ფიგურალურად რომ ვთქვათ "დაზარალებულმა დატოვა რეალობა" (აუტისტურ ემოციონალურ ფაზაში გადავიდა) და დარჩა წარსულში! მისთვის ეს თავზარდამცემი შოკური მდგომარეობა ხდება რეალობისგან
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:12 | შეტყობინება # 29
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მოწყვეტის წინაპირობა.
ის მიჯაჭვულია წარსულს და ახლანდელ დროში ფეხის შემოდგმას არ აპირებს.

თერაპიის პროცესში, ფსიქოთერაპევტი ცდილობს როგორმე უკან (რეალობაში დააბრუნოს) მოახედოს კლიენტი თუმცა საუბრები, ანალიზი, წარსულის ნარაცია; ის თუ რა ხდებოდა მის ბავშობაში, რა სიმძიმეები გადაიტანა მან, პრაქტიკულად მდგომარეობას ვერ ცვლის, უკეთეს შემთხვევაში ამას ასოციაციური მოგონებებით (გახსნება) მიღებული დროებითი ეფექტი მოყვება.

ასოციაციური მოგნებებით, ვიზუალიზაციით და წარმოსახვით იქმნება ხელოვნური სიზმრის გამოწვევის ეფექტი, აუტოსუგესტია, თვით ჰიპნოზი, და ეს იძლევა კმაყოფილების შეგრძნებას.

როგორც ზემოთ ვთქვი ავადმყოფის არაცნობიერი მიზანია, როგორმე რეალობას დაშორდეს(მოახდინოს მასთან დისტანცირება) და როცა მიმდინარეობს ფსიქოანლიზი და ხდება "წარსულის ქექვა" დროთა განმავლობაში ეს პროცესი ერთგვარ "ბოლის გამოშვებას"ემსგავსება, რომელსაც საბოლოო ჯამში არანაირ შედეგი არ მოყვება.

უფრო მეტიც, რა "მძიმე ამბებიც" არ უნდა გაიხსენოს კლიენტმა თავისი ცხოვრებიდან (აკრძალვები, სექსუალური თამაშები, უსამრთლო დასჯა ან სხვა რამ) ეს საერთო სურათს არაფრით არ ცვლის. სამწუხაროდ ამ პროცესმა შეიძლება ისე გაართულოს მდგომარეობა რომ "ამ გახსენებული მასალის" უკან ქვეცნობიერ მეხსიერებაში დაბრუნება ვეღარ მოხდეს.

როდესაც ქვეცნობიერი ენერგოინფორმაციული მასალა ამოვა ცნობიერში (უფრო სწორად ამოვარდება) შესაძლებლია ადამიანმა საერთოდ დაკარგოს კონტროლი. (ეს მდგომარეობა მისი "მე"–სთვის რაღაც უცნობ, უცხო სამყაროში მოხვდრის ტოლფასია, რომლის მართვაც მან არ იცის) მოკლედ ეს პროცესი "ცეცხლთან თამაშს" ჰგავს, და შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. (იგულისხმება შეშლილობის მძიმე ფორმა)

ასე რომ, ე.წ. "აუნაზღაურებელი დანაკარგის" სინდრომის ქვეშ მყოფ ადამიანს, რომელისაც დასახული აქვს მიზანი დაივიწყოს ის ემოციონალური მდგომარეობა, რომლის განცდამაც სიცარიელეში დატოვა, ვერც გახსენება ვერც ანალიზი და ვერც რეფლექსია ვერ ეხმარება.

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი –დაკრგულის დასავიწყებლად რომელიმე ადამიანს მოძებნილი აქვს ყურადღების დასაკავებლი საშუალება(ისე როგორც დედა რო დატოვებს დროებით ბავშვს და გასრთობად ხელში სათამაშოს ჩაუდებს) და თერაპიის პროცესში შენ ცდილობ მას ეს სათამაშო როგორმე წაართვა.

იქ სადაც ადგილი აქვს "გამოჯანმრთელებას", სინამდვილეში საქმე გვაქვს ერთი ასეთი ფუნქციის სათამაშოს მეორეთი შეცვლასთან. (და რასაკვირველია ეს კმაყოფილებისა და ბედნიერების შეგრძნებას ბადებს)

საკმარისია ეს "გამოჯანმრთელებული" რეალობაში შემოიყვანო. იგი მაშინვე იგრძნობს სიცარიელის ზემოქმედების ძალას და "გაიჭყლიტება"!
ეს ზეწოლა მოხდება იმ ძალის ხარჯზე, რასაც შეგვიძილია ვუწოდოდ: "სიცარიელის ტვირთი".

სხვადასხვა ფსიქოლოგური სკოლები და ფსიქოთერაპევტები რატომღაც ვერ იაზრებენ ამ მარტივ სინამდვილეს (ზოგი სექსუალურ სფეროში წყვეტს, ამ პრობლემას, ზოგმა ეზოთერიკა, მისტიკა მოიშველია, ზოგი ქცევას ასწავლის და აზეპირებინებს, ზოგი ვიზუალიზაციას იშველიებს)

სიცარიელის ტვირთი ადამიანს აწვება მხრებზე და აიძულებს მას როგორმე ეს სიცარიელე შეავსოს, თუმცა პრობლემა იმაშია რომ 'სიცარიელეს' აქვს შავი ხვრელის ეფექტის მოხდენის უნარი–რაც გულისხმობს იმას რომ,
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:12 | შეტყობინება # 30
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
იგი მასში მოხვედრილ "ობიექტებს" შთანთქავს, ზემოქმედების უნარს აკარგვინებს.

ნებისმიერი "ფსიქოემოციონალური ობიექტი" (დარდი, შფოთვა, სიხარული, წუხილი) დროთა განმავლობაში ჯერ პატარავდება და ბოლოს ქრება. (წარმოიდგინეთ სასურველი ნივთი შეიძინეთ, მისი შეძენას თავიდან აღტაცებაში მოვყავართ , მერე ეს აღტაცება მინელდა, დაპატარავდა და ბოლოს გაქრა)

"სიცარიელის ზონაში" მოხვედრის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია: სიცივე (პირდაპირი გაგებით, შემცივნება კანკალი) და შიში რომელსაც სხვა კვალიფიკაციას მივცემ და ვუწოდებ–ენერგეტიკულ შიმშილს (სიყვარულის დეფიციტი)

ამ მდგომარეობაში განცდილი: დეპრესია, დარდი, წუხილი, სევდა, ეჭვი: სიყვარულის შემადგენელი კომპონენტებია (სიყვარული "დაიშალა" და შეიცვალა სტრუქტურა, რაც ადრე პოზიტიური გვეჩვენებოდა:დაცულობა, უდარდელობა, აღმაფრენა, იდილია გადავიდა ნეგატივში)

სწორედ ამ სტრუქტურის გააზრება მოგვცემს გასაღებს იმ გაუგებრობის გასარკვევად რაც ჯერაც ვერ აუხსნიათ, თუ რატომ მიიწევს ადამიანი თავდავიწყებისაკენ და რატომ იყენებს ამ ეფექტის მისაღწევად უამრავ რამეს– დაწყებული ჩვეულებრივი აზარტული თამაშებით, დამთავრებული ცნობილი სოციალური თუ ფსიქოლოგიური გადახრებით.
როგორც ზემოთ ავღნიშნე 'ავადმყოფებს' ხშირად არ სურთ "გამოჯანმრთელება", რადგან ისინი ავადმყოფობით (ავადმყოფობის ენერგიით) სულიერ სიცარიელს ივსებენ. (სულიერ სიცარიელეს იწვევს დანაკარგის შეგრძნება)

შემდეგ– ცნობილია რომ ფსიქიკის სტრუქტურაში მოიაზრება: ცნობიერი, ქვეცნობიერი, და არაცნობიერი პლასტი(პირობითი ფენა)

ამ სტრუქტურაზე უამრავი ლიტერატურაა დაწერილი, თუმცა სხვა რაკურსით უნდა მოგაწოდოთ:
წარმოიდგინეთ რომ ეს სამი ფენა არის "პერსონები თავისი მონაცემებით", (მაგალითად "ყრუ", "მუნჯი" და "ბრმა") და ადამიანის "მე" ხან "ერთია" ხან "მეორე" და ხან "მესამე" (ეს მდგომარეობა კარგად ჩანს უეცარი გუნება– განწყობის ცვლილებისას)

გამომდინარე– "მე"–ს ხან ერთი რამე აწუხებს ხან სხვა . . . . ეს ერთი მიახლოვება მათთვის ვისაც პრობლემები აქვთ და თითონ სურთ უმკურნალონ საკუთარ თავს.

და შემდეგი მიახლოვება: უნახია თუ არა ვინმეს საკუთარი თავი სიზმარში ავად? (ნებისმიერი ავადობა)
და თუ არ უნახია რა ხდება გაღვიძებისთანავე!? საიდან მოდის ნევროზი!?

და კიდევ სხვა, რომელიც ადრე ერთ–ერთმა ფორუმელმა იკითხა: შეიძლება თუ არ სიზმრით მკურნალობა!?
მაშან ნაწილი პასუხი გაიცა (მთლიანად არ გადმოვცემ პასუხებს გარკვეული მიზეზების გამო)
ახლა დავუმატებ: თუ სიზმარში ვნახავ რომ ავად ვარ (დავუშვად გაციებული ვარ) ეს ავადობა გაღვიძების შემდეგ 24 საათში ქრება
თერაპიის პროცესში– თუკი პაციენტს დაუდგინეს "გამოჯანმრთელება"– ეს ვერდიქტი უკეთეს შემთხვევაში იქნება გრძელვადიანი რემისია

ამავე კონტექსტში, არათუ ფსიქიკური ავადობის, სხვა ავადობისგან გამოჯანმრთელებაც რემისიაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგანაც გარკვეულ დროში თუ ავადობა ისევ გაჩნდა(იგულისხმება მკურნალობას დაქვემდებარებული ავადმყოფობები) ეს იმას ნიშნავს რომ ავადმყოფი არ განკურნებულა.
 
ფორუმი » Test category » Test forum » სულიერი მდგომარეობის ნაირსახეობანი (ინტერვიუ დიალოგი)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: