[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ფორუმი » Test category » Test forum » სულიერი მდგომარეობის ნაირსახეობანი (ინტერვიუ დიალოგი)
სულიერი მდგომარეობის ნაირსახეობანი
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:13 | შეტყობინება # 31
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რას გულისხმობს თითონ განკურნება!? პრაქტიკული თვალსაზრისით ანალიზების პასუხებს და გრძნობადი კუთხით ტკივილებისა და ავადმყოფობის სიმპტომების გაქრობას.

სხვა გაგებით–უფრო ფსიქოლოგიური კუთხით თუ შევხედავთ პრობლემას და ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნულ სიზმრის ზეგავლენას მოვიშველიებთ, შეგვიძლია ასე ვთქვათ.

ნევროზით დაავადებულ ავადმყოფს ცხადში სჯერავს რომ ავად არის და სიზმარში კი ამის უნარი არა აქვს. (სიზმარში "მე"ვერ აცნობიერებს რომ სიზმარშია.)

ისევ თერაპიისთვის: ავადმყოფმა უნდა დაიჯეროს რომ კარგად არის, და ის კარგად გახდება!( ზოგი იფიქრებს რა ადვილი ყოფილა ეს დავიჯერებ ვიტყვი კარგად ვარ და გამოვჯამრთელებიო)

საქმეც იმაშია რომ ამ დაჯერებაზე მუშაობს ფსიქოანალიტიკური და ფსიქოთერაპიული სკოლები და ჯერ მხოლოდ დროებით რემისიებს აღწევენ.

დავსვათ ასე კითხვა: რა უშლის ხელს ადამიანმა დაიჯეროს რომ კარგად არის, ან რა უწყობს საწინააღმდეგოს დაჯერებაში ხელს!?

ძალიან მოკლე პასუხი:ცნობიერი!

მარტივი ცდა შეიძლება ჩატარდეს: გადაიყვანო "დაავადებული" ჰიპნოტურ მდგომარეობაში(არაცნობიერ მდგომარეობაში) და შთააგონო რომ კარგად არის–და შემდეგ გაღვიძებისთანავე დააკვირდე როგორ შეიცვლება მისი ფსიქიური მდგომარეობა–განწყობა.

სავარაუდოდ იგი ჯანმრთელად იგრძნობს თავს იქამდე, ვიდრე მისი ცნობიერი დაკავებულია(გამორთულია) მას შემდეგ რაც მისი ცნობიერი ჩაირთვება და ის გაიხსენებს რომ "ავად არის"– აი იქიდან აღდგება დროებით გაჩუმებული (მიძინებული)ავადმყოფობა.
ფსიქოთერაპიის ან ფსიქოანლიზის დროს პაციენტი საუბრობს ცხოვრებსეულ ეპიზოდებზე იმ მომენტებზე რაც მის მახსოვრობაში "საშინელებას" განსახიერებს. (ისევ ხაზს გავუსვავ რომ რამდენიც არ უნდა ისაუბროს მან სეანსებზე- და ეს საუბრები წლობით გრძელდება) შედეგი არის იგივე რაც ცუდი სიზმრის გახსნება და მისი ანალიზი.

აქ ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს ნარაციას, მონაყოლის კონტექსტს და მის დანიშნულებას. კერძოდ რაზეა ყურადღება გამხვილებული! ( სიზმრებში როდესაც ადამიანი კოშმარს ხედავს მისი ყურადღება გამახვილებულია სიუჟეტზე და არა იმ ადგილზე სადაც სიზმარში მოვლენები ვითარდება).

თუ შთაგონებით შესაძლებელია ადამიანს დავავიწყოთ რომ ის ავად არის!
ამით ნათელია რომ ფსიქიკური პრობლემები პირადაპირ კავშირშია მეხსიერებასთან.
და ავადობის გამოვლინება ეს არის მხოლოდ "სულის" რეაქცია გახსენებულ მასალაზე.

წარმოიდგინეთ რომ ფსიქიურად დაავადებულის გონებაში თამაშდება "სიზმარი ცხადში" და შემდეგ მასზე ხდება ემოციონალურად- შიშით რეაგირება. (უმეტეს შემთხვევაში "ცხადი სიზმრის" სიუჟეტი კოშმარულია)

ანალიზის დროს ე.წ. "აღმოჩენილი ამბები", რომელმაც თითქოს გამოჯამრთელების ეფექტი უნდა მოგვცეს(მაგლითად პაციენტმა გაიხსენა რომ ბავშვობაში ის ოთახში ჩაკეტეს და დასაჯეს) ე.წ. "დეჟავიუს" ანალოგიაა. მათ მხოლოდ დროებითი მოულოდნელობის ეფექტი გააჩნიით და ამ ეფექტის ხარჯზე ხდება
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:13 | შეტყობინება # 32
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
"რემისია".

ის რომ ფსიქიკური და სომატური ავადობები პირდაპირ კავშირშია მეხსიერებასთან ასევე ნათლად ჩანს მეხსიერების ავადმყოფობის - "სკლეროზის" შემთხვევაში.

და წარმოიდგინეთ რომ სკლეროზიანმა რაიმე გაიხსნა თვისი ცხოვრებიდან- ეს გახსენება მისთვის "დეაჟავიუს" ეფექტის მქონე იქნება.

ამავე პრინციპზეა აგებული ე.წ. "პანიკური შეტევები", რაც იმას გულისხმობს რომ ეს შეტევები არის ერთგვარი ენერგოინფორმაციული "კამანდები" (ბრძანებები) რომელიც მოულოდნელობის ხასიათში ჯდება.(როგორც "დეჟავიუ")
ომგდახდილობის განცდა შინაგანი კონფლიქტის შედეგია!

საშიშროება ეს თვით ამ პროცესის თანმდევი მდგომარეობაა-როგორც წესი ნებისმიერი კონფლიქტი(ომიანობა) ბადებს შფოთვას და შიშს!
თან უმეტეს შემთხვევაში ფსიქოლოგიური კონფლიქტის(ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის დაპირისპირება)
ემოციონალურად შიშის ემოცია მოაქვს!

სინამდვილეში ადამიანს ამ დროს კონფლიქტური მდგომარეობა კი არ ღლის(ომის დროს ხომ ცნობილია ვინ ვის ეომება)
არამედ ძალას აკარგვინებს უსაგნო გაურკვევლ შიშთან ბრძოლა!

გამომდინარე ჩვევიდან რომ რაც არ ვიცით ის გვაშინებს ადმიანს უჩნდება სწრაფვა რომ შიში გახდეს რეალური, ამიტომ ცნობიერება მას ასაგნებს უძებნის წყაროს!

რამდენიმე საშუალება არსებობს ამისთვის 1. წარსულში ქექვა და "მძიმე შეცდომების" მოძებნა(წარსულის გამოგონება) 2. მომავლის გამძაფრება შფოთვის შემცველი ფიქრებით( საშინელი მომავლის გამოგონება)

და ბოლოს შიში იქ და იმჟამად ე.წ. "უსაგნო შიში, რომელთნ ბრძოლაც ყველაზე რთულია, რადგან რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა მოგეჩვენოთ ეს შიშიც გამოგონებულია. (სინამდვილეში ეს შიში არ არის- ეს უფრო შინაგანი სიცარიელის შეგრძნებაა)
როგორც ვთქვი: შინაგანი სიცირიელის განცდისას ადამიანი პანიკაში ან დეპრესიაში ვარდება. პირველ შემთხვევაში "მე" იქდან გამოქცევას ცდილობს და იქმნის ხიფათს. მეორე შემთხვევაში კი შეგუებას ცდილობს და "ცარიელდება".

ამ დროს სხვდასხვა რეაქციები ჩნდება ორგანიზმში–და ეს რეაქციები თავის მხრივ არაერთგვაროვანია–მათ გააჩნიათ განსხვავებული მასაზრდოებელი და შემქნელი წყარო(მიზეზი).

მაგალითად: იგივე ყველასთვის ცნობილი რეაქცია– შიში შეიძლება მოდიოდეს, როგორც ცნობიერიდან ასევე ქვეცნობიერიდან და არაცნობიერიდან.

იმის გამო რომ ადამიანთა უმეტესობა მოუმზადებელია (არავინ არ გვასწავლის საკუთარ გრძნობებთან ურთიერთობას) რეაქციებიც არაადეკვატურია(ტრადიციულია).

და როგორ უნდა გახდეს ეს რეაქციები ადეკვატური!?– ეს არა მგონია სადმე ეწეროს(ჯერ– ჯერობით)
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:14 | შეტყობინება # 33
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მაგალითად ადამიანთა უმეტესობას ჰგონია, რომ აზრობრივი პროცესები (ცნობიერი პროცესები მაქვს მხედველობაში) ჩვენს მიერ აბსოლუტურად კონტროლირდება. კარგა ხანი მხოლოდ ცნობიერის ფსიქოლოგია ითვლებოდა ფსიქოლოგიად და ქცევა უკავშირდებოდა მხოლოდ სწავლას და პედაგოგიკას.(ბევრი დღესაც ასე თვლის სამწუხაროდ)

სინამდვილეში ორგანიზმში მიმდინარე პროცესების უმეტესობა როგორც ფიზიოლოგიური ასევე ფსიქოლოგიური არაცნობიერია

ისევე როგორც ვერ ვაკონტროლებთ სისხლის მიმოქცევას და გულის ცემის სიხშირეს– ასევე ვერ კონტროლირდება მთელი რიგი "აზრების ცირკულაცია" ფსიქიკაში!

გამომდინარე ის რასაც ადამიანები "ცუდ აზრებს "ეძახიან, შეგვიძლია შევიყვანოთ ფსიქიკის უნებლიე რეაქციაში–რომელიც ისევე როგორც სიზმარი არ ექვემდებარება ადამიანის არჩევანს და გადაწყვეტილებას.
იმისთვის რომ რაიმე მიღწევა მოხდეს "მკურნალობაში" რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა შესრულდეს. 1-სურვილი 2. იმედი 3. მიზანდასახულობა.
ყოველივე ამის შემდეგ იწყება ზემოქმედება(პაციენტი და თერაპევტი)

შემდეგ რასაც ყველა უნდა მიხვდეს რომ ერთი შეხედვითრთული პრობლემა შესაძლებელია მარტივად იხსნებოდეს.
ისევ ვიმეორებ- განკურნებაში იგულისხმება დისჰარმონიულ მდგომარეობაში მყოფის ფსიქოლოგიურ ფონზე(გაუწონასწორებელი სიმძიმეების ურთიერთზემოქმედება)
გამაწონასწორებელი სიმძიმის ცენტრის მოძებნა და შემდეგ მისი მართვა.(ამ თემი ფართოდ გაშლა შეიძლება)

ერთი რამ ყველაზე აშკარა და ამავე დროს დაუჯერებელია, კერძოდ ის რომ ნევროზული ენერგიით "იკვებება" ადამიანის ორგანიზმი, (აქ იგულისხმება ის რომ შინაგანი სიცარიელის მდგომარეობა იწვევს შიმშილის შეგრძნებას-ფსიქოლოგიურ შიმშილს)

და თუ ჩვენ მას "ვუმკურნალებთ"-ამით მას ვუცვლით მხოლოდ "საჭმელს" (ენერგიის წყაროს) თუმას ადრე კვებავდა შფოთი და აგრესია(არაფერში ყოფნას- პრობლემებში ყოფნა ავსებს) თერაპიის მერე ენერგიის წყარო ხდება რაიმე ალტერნატიული საშუალება.(სამსახური დაძაბულ გარემოში, წარუმატებელი სოციალური მდგომარეობა)

ერთიც უნდა ითქვას: რაც არ უნდა დაიწეროს და რამდენნაირი თერაპიის ტექნიკა არ გადმოიცეს დაწვრილებით-ამით მხოლოდ მეხსიერება ივსება ახალი ტერმინებით;

სამწუხაროდ პაციენტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მხოლოდ ლიტონი სიტყვების არ სჯერა, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში მასზე ფაქტებიც არ მოქმედებს, თუმცა საბედნიეროდ რეალობა ურთიერთგამომრიცხავი მდგომარეობებისგან შემდგარ ნაკრებს ჰგავს- საკმარისია იგივე ადამიანს ჩააცვა სამსაკარადო კოსტიუმი და მოასმენინო მუსიკა იგი მხიარულ ხასიათზე დადგება. (მხოლოდ ამ მარტივი აქციით ის შეიძლება "განიკურნოს")
ერთი მნიშვნელოვანი რამ რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. ეს არის ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე რეალობა-კერძოდ რეალობა ჩვენს გარეთ და რეალობა გონებაში(აზრებისა და წარმოდგების სამყარო) ცნობიერებისთვის მათ შორის სხვაობა არ არსებობს ორივეზე აქვს ემოციონალური დამოკიდებულება(რეაქცია) რაც უფრო დიდი დაშორებაა მათ შორის(სხვაობა) მითუფრო ურთულდება ადამიანს რეალურ დროსა და სივრცეში ფუნქციონირება! გარდა ამისა არსებობა სხვა მხედველობაში მისაღები ფაქტორი; კერძოდ ის რომ ცნობიერება ოპერირებს ლინგვინისტურ სივრცეში, რაც შემდგომში განაპირობებს ინდივიდუალური განწყობის ფორმირებას-"გემს რა სახელსაც დაარქმევ ისეთი ბედი უწერიაო"! ამ კონტექსტში განიხილება თითოეული
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:14 | შეტყობინება # 34
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ავადობის სიმძიმე:თი მავანი დაირქმევს სახელს ასე პანიკიორი ვარ" ის ყველგან პანიკურ სიტუაციებს გადააწყდება!
შემდეგ, ხდება ასეთი რამ ეს დარქმეული სახელი" პანიკიორი ვარ" "ნევროზი მაქვს" "ვერა ვარ ფორმაში", გულისხმობს ინდივიდუალურ მდგომარეობას ამ დასახელებაში, რომელიც ზოგადად მისი მფლობელის უყალიბდება მიიღებული ცოდნით საკუთარ ავადობაზე(წიგნები, ინტერნეტი, ექიმის კონსულტაცია);

ხშირად ავადმყოფობა მძიმდება იმის მიხედვით რა ცოდნაც აქვს მის მფლობელს;
მაგალითად, ხშირია სექსუალურ პრობლემაზე ჩაციკვლა (ამის ყველაზე მარტივი მიზეზია სექსუალური ფიასკოს განცდა) . .

ჩვეულებრივ პრიმიტიულ სიტუაციაში რა დასახელებაც ეძლევა მოვლენას 'ცუდია" კარგია" საშიშია" ის დასახელებები რჩება ოპერატიულ მეხსიერებაში თავის ემოციონალური ფონის თანხლებით და უკვე ამ დასახელებების ამარა ორიენტირებს ადამიანი იმის მიუხედავად შეიცვალა მოვლენა თუ არა მის წინ აწყმო დროში.

აქვე პატარა ჩანართი თერაპიულ კონტექსტში (როგორც ზემოთ ავღნიშნე განკურნების მაგივრად უფრო სამართლიანია ვიხმაროთ ტერმინი "პროტეზირება"–უფრო უნივერსალური გაგებით ფსიქოემოციონალური იმპლანტირება)

იმპლანტანტი ამ შემთხვევაში არის "დამხმარე", რომელიც იძლევა საშუალებას შესრულდეს და ნაწილობრივ აღდგეს ფსიქიკის წლობით დავიწყებული ფუნქცია –დაძაბული გარემოს მართვა!

კონკრეტულად: როდესაც გვძინავს და გვესიზმრება კოშმარი, მაშინვე ვიღვიძებთ შფოთვით და ზაფრით, ფაქტია რომ სიზმრის გამომწვევი წყარო არ არის ადამიანის გადაწყვეტილების, ანუ არჩევანის შედეგი( იმისგან განსხვავებით როცა ფილმის ნახვის შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ რა ფილმს ვუცქიროთ "საშინელებათა" თუ "მელოდრამას)

ახლა იგივე მდგომარეობა, ანუ ის ფსიქოლოგიური მომენტი, რომელმაც ძილის შემთხვევაში გამოიწვია კოშმარული სიზმარი გადმოვიტანოთ ცხადში (იგულისხმება ის ხასიათი რომელზეც ადამიანი კოშმარის ნახვისას იყო) რას მივიღებთ!? ლოგიკურია რომ იგივე "კოშმარულ სიზმარს", ოღონდ ამ სიზმარს ექნება "სხვა სხეული" იგი აისახება აზროვნების ველში და ჩამოყალიბდება სახეების და სიტყვების საშუალებით.

რაც შეეხება დროს და სივრცეს, ანუ პირობითად "სიზმრის გადასაღებ მოედანს" აქ მოაზრებული იქნება ადამიანის ან წარსული ან მომავალი . . .

სხვაობა აქ მხოლოდ ის იქნება, რომ ძილის დროს სიზმარს ადამიანის "მე" ვერ მართავს და შფოთვის და პანიკის მიზეზი არა არის არჩეული, მეორე შემთხვევაში კი პირიქით "მე"– იგივე შფოთვას და პანიკას თითონ ქმნის.

შემდეგ– კოშმარის ან ცუდი სიზმრისგან ადამიანი "ინკურნება" გამოღვიძებით. . .საინტერესოა ცხადში რა უნდა გახდეს "გამოღვიძების" ჩამანაცვლებელი "ფსიქოლოგიური იმპლანტანტი"?
საპასუხოდ- დავიწყოთ ძალიან მარტივი რეალობით რომ ცოცხალი ორგანიზმის არსებობას განსაზღვრავს ფორმულა: სტიმული(გამღიზიანებელი) ----რეაქცია. შემდეგ: რამდენი სახის და რა ტიპის გამღიზიანებლები არსებობს ადამიანის შემთხვევაში!? 1.ბუნებრივი ავადობა და ვიტალური მოთხოვნილებები ( სხეული, ფსიქიკა) და 2.სოციალური(ოჯახი, კოლექტივი, საზოგადოება)!

ამ კონტესტში ფსიქიკური ავადობა ადამიანის რეაქციაა გამღიზიანებელზე და ასევე ლოგიკურია რომ მისი
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:14 | შეტყობინება # 35
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გამომწვევი მიზეზიც(ის რამაც გაღიზიანება გამოიწვია სახეზე უნდა იყოს)

შემდეგ, წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი შემთხვევა--- როცა გამღიზიანებელი ბუნებრივია და მას აქვს პრიმიტიული ფორმა-სადაც ჩანს სტიმულის წყაროც და რეაქციაც(როცა გვწყურია, სტიმულატორია წყლის ნაკლებობა ორგანიზმში და რეაქცია იქნება ამ ნაკლებობის შევსებისკენ სწრაფვა)

ლოგიკურია რომ მოვლენათა განვითარების იგივე ჯაჭვი გვექნება სხვა უფრო მაღალი რიგის სიცარიელის (შიმშილის)შევსების დროს . . . .

წარმოვიდგინოთ კონკრეტული სიტუაცია -რომელიმე რეალურ გარემოში მყოფ მავანს არა აქვს პრობლემა-სხვანაირად რომ ვთქვათ ამ სიტუაციაში მისი გაღიზიანებლობის ხარისხი ნულს უტოლდება.

რა შეიძლება იწვევდეს მის შფოთვას და მოუსვენრობას (თუ მას ასეთი რამ აქვს) ამ ეპიზოდში!? როგორც ზემოთ ვთქვით ნებისმიერი რეაქციისათვის (ამ შემთხვევაში შფოთვა) საჭიროა გამღიზიანებელი (სტიმულატორი) და რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილ ეპიზოდში "იქ და იმჟამად" იგი ნულს უტოლდება!?
როგორც პირადმა დაკვირვებამ აჩვენა(პაციენტებს ეძლეოდათ ტესტი სადაც ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი "როდესაც გარემოდან და სხეულიდან არაფერი არ იწვევს თქვენს გაღიზიანებას რა ხდება თქვენს გონებაში?") რომ გონება ივსება აზარებით რომლის ძირითადი ლეიტმოტივია საფრთხე.(პაციენტები მათ ცუდ ფიქრებს უწოდებენ)

ამ ე.წ. "ცუდი" ფიქრების დახმარებით კლიენტი "აკეთებს გამღიზაინებელს" (სტიმულატორს, თითონ ქმნის "ხელოვნურ აზრობრივ იმპლანტანტს") და ამას მოყვება რეაქცია (მოქმედება ემოციურად სხეულებრივ და გრძნობადი გამოხატულებით) რომლის ფონიც არის ტოტალური დაძაბულობა რაც ადეკვატურია საფრთხის მოახლოების შემთხვევაში და პათოლოგიურია როცა გარე და შიდა გამღიზიანებელი არაა ხელშესახები-(იგულისხმება ის რომ რასაც ვერ ვუკავშირდებით ვერც ვმართავთ)

მთელი ეს პროცედურა ხშირად უნებურია და ჩვევის ხასიათს ატარებს . . .

ისევ თერაპიული ჩანართი: მოხდეს "ცუდ ფიქრებზე დაკვირვება" (ყურადღების მიპყრობა და დათვლა თუ რამდენი ასეთი ფიქრია და რომელი რის შემდეგ ამოდის ცნობიერებაში) შეიძლება მათი თუნდაც დანომვრა. ., ........ხშირად ამბობენ რომ "იმდენი ცუდი აზრი მომდის თავში რომ მაგათ რა დაითვლისო" . . სინამდვილეში მათი რაოდენობა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20-ის ფარგლებში . . .
"ფიქრები"- ეს ცოტა რთული კატეგორიაა, ამ სიტყვაში ნაგულისხმევს, ყველა თავისებურად მოიაზრებს, რამეთუ მათი სახით: ზოგს აზროვნების პროცესი აქვს წარმოდგენილი , ზოგს წარმოსახვა, ზოგს მეტაფორები ან სპეციფიკური პროცედურა; როდესაც ადამიანი ამოცანას უფიქრდება ამ დროს იგი, ან "უჩუმრად" -დაუფიქრებლად აღმოაჩენს პასუხს (ინტუიცია) ან გულში მსჯელობს (გულში ლაპარაკობს სიტყვების დახმარებით) . . . .

ამიტომ უმჯობესია ადამიანს მივცეთ თავისუფალი არჩევანის, ანუ თვით გამორკვევის უფლება-რაც ნიშნავს იმას რომ:რასაც თითოეული ამ სიტყვის ქვეშ განიხიალვს იმაზე იქნება საუბარი. . .

შემდეგ, როგორც ვთქვი სუბიექტს აქვს გამღიზიანებელზე (როგრც შიდა ასევე გარე) რეაქციები და აქ აღსანიშნავია ის, რომ ხშირად ამ რეაქციებს აქვს უნებლიე ხასიათი ( სპონტანური და უკონტროლო). . .თუ წარმოვიდგენთ რამდენი რამეს ვაკონტროლებთ ჩვენს სხეულში- გვექნება დიდ იმედგაცრუება, თითქმის ვერაფერს, ქცევათა უმეტესობა ავტომატურად ხორციელდება . . .

შემდეგ, ასე რომ დავსვათ საკითხი: თუ სხეულს ვერ ვაკონტროლებთ, რომელიც ხელშესახებია და მასზე
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:15 | შეტყობინება # 36
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მანიპულაცია შესაძლებელია, რამდენად შესაძლებელია ვაკონტროლებდე აზრებს, რომელიც სპონტანურად აღმოცენდება გონებაში!?

მერე კიდევ, განა შესაძლებელია როგორმე აკონტროლო რაიმე, ან შეცვალო იგი, რასაც ვერ უკავშირდები(ვერ მანიპულირებ) მითუმეტეს აზრები!?

გამოდის რომ აზრების დათრგუნვა, "მათი დაკავებით და გაუნებელყოფით", მხოლოდ ფანტაზიაა-შეუძლებელია დაიჭირო და მოსპო ის, რასაც ვერ ეხები.

ის რასაც დღეს ვხედავთ მკურნალობაში ყველანაირში -ცდილობენ იმოქმედონ ავდობის დროს გამოვლენილ ფსიქოსომატურ რეაქციებზე
(ამ მიზნით მედიკამენტების გამოყენებით ცვლიან ტვინში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს).

..... როგორ ვატყობთ და ან როგორ ვამბობთ რომ: "ქარი ქრის"!?(რით ვამტკიცებთ ქარის არსებობას ან სიძლიერეს) ხომ იმ რეაქციებით რაც სახეზეა, რასაც ვხედავთ: ფოთლების შრიალი, ტოტების მოძრაობა და ბოლოს სხვა მძიმე შედეგები რასაც იწვევს ქარიშხალი.

და აქვე პატარა ჩანართი, რაც შეეხება ტერმინს დათრგუნვას.

მეტაფორულად- როცა ქარი ქრის რას ვაკეთებთ!? "ვცდილობთ ის სახლში არ შემოუშვათ და ფანჯრებს და კარებს ვრაზავთ"; რატომ!? იმიტომ რომ " ქარი არ შემოვიდეს ჩვენს ბინაში და არ გამოამჟღავნოს თავისი ცუდი რეაქციები"
როგორც უკვე ვთქვი ადამიანის "მე" უამურ ფიქრებს "დასდევს დასაჭერად" (როგორც პეპლებს დასდევენ საჭერი ბადით). და ამ მდგომარეობას პირობითად ვუწოდე "პეპელის ეფექტი",

ეს დევნა ჩემი აზრით კონტროლის ნაირსახეობა(სიზიფეს შრომასავით გამოდის). თუმცა შედეგი– პრაქტიკულად ვერაფერი..

უფრო სწორად შედეგი არის ნევროზი და მისი სხვადასხვა გამოვლინებები.

მაგალითი; თუ როგორ გამოიყურება ეს რეალობაში: წარმოიდგინეთ რომ ოჯახში მოგივიდათ კამათი, ან უბრალოდ ოჯახის წევრის ქმედებაში რამე არ მოგწონთ , (როგორც იტყვიან მოგეშალათ ნერვები) თუმცა გარკვეული თვით კონტროლის ან სხვა მექანიზმებით ეს დაძაბულობა არ გამოხატეთ....

ეს რათქმაუნდა იქნება ძლიერი ემოციონალური სტიმული, რომელსაც არ მოყვა რეაქცია (თუნდაც წყენის განცდა, ხშირად იმეორებენ რომე "მე არაფერი არ მწყინსო). . .

მიუხედავად ამისა ეს მძიმე ემოციონალური მოდული რჩება ოპერატიულ მეხსიერებაში და ელოდება გამოვლინებას.....

დავუშვათ ამ მდგომარეობას მისმა მფლობელმა ასევე დაარქვა" მე არაფერი არ მწყინს" რის გამოც დაძაბულობას არ მიეცემა გამოვლენის საშუალება...უფრო მეტიც მისი დანახვა უკვე საშიში ხდება.

შემდეგ რასთან გვაქვს საქმე!? ჩვეულებრივ დაუსრულებელი მოქმედებები, ან ფარული სურვილები ძილის დროს სიზმარში ვლინდება, ოღონდ სახეცვლილი სახით(იცვლება კონტექსტი და სიუჟეტი). . .რისი დახმარებითაც ეს ან სხვა მსგავსი ემოციონალური დატვირთვისგან ფსიქიკა განიტვირთვება.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:15 | შეტყობინება # 37
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მსგავსი რეაქცია მიმდინარეობს ღვიძილშიც, ოღონდ აქ სიზმრების მაგივრად დაფარული განწყობა(ამ შემთხვევაში აგრესიული განწყობა) გვევლინება სპონტანური აზრების დენის სახით . აქაც ხდება სინამდვილის "გადაკეთება"– ფარულ მიდრეკილებებს ეფარება ან შიშის საფარველი, ან მისი სახით გვევლინებიან ე.წ. "ცუდი ფიქრები" ..
სტიმულ– რეაქციის დეფორმირებას უფრო მარტივად შევიძლია ვუწოდოდ "არაადეკვტურობა", რაც გულისხმობს რეალური გარემოდან მოწყვეტას.
ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მასში აღმოცენებული თითოეული სიგნალი(ამ შემთხვევაში დანაკლისი) მიისწრაფვის რეაქციისკენ– დანაკლისის შევსებისაკენ.

თითოეული ამ სიგნალთაგანი ეძებს დასრულების(დაკმაყოფილების) გზებს და საშუალებებს
და ამ ყველაფერს ჭირდება შრომა და ძალისხმევა(ენერგიის ხარჯვა).

ცხოვრების ძირითადი მოტივატორი დასრულებისკენ სწრაფვაა, და ნებისმიერი დაუსრულებლობა კი იწვევს დაძაბულობას(შფოთვას, მოუსვენრობას, ტკივილს)

რაც არ უნდა ეცადოს სუბიექტი, ამ დაუსრულებელი სტიმულების მოცილებას(არაცნობიერში მათ განდევნას)
ისინი მაინც თავს იჩენენ და ამას ახერხებენ სახეცვლილი სახით;

ნევროზული სიმპტომები ამ დაუსრულებელ ქცევების, სურვილების– სტიმულების დეფორმირებული რეაქციებია . . .

ცხადია რომ სტიმულებს გონებაც ეხმაურება და იძლევა სქემას იმისა რომ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად რა აუცილებელი პირობები უნდა შესრულდეს.

რაც უფრო მძაფრია ასეთი სტიმულები, მით უფრო რთულდება მათთან გამკლავება და ამის ფონზე მაღლა იწევს დაძაბულობა და თვითკონტროლიც (ავდმყოფობის სიმძაფრე)

მაგალითად: როდესაც არის ტირილის სურვილი და ეს კავდება, ან როდესაც არის გაბრაზების სურვილი და ეს კავდება ასევე სიცილი და სხვა გრძნობები . . .საერთო ჯამში მათი შეკავება იწვევს ადეკვატური რეაქციის არ დაშვებას და სახეზე გვაქვს მათი დეფორმაცია.

განვითარების პირველ ეტაპზე თითქმის ყველა ბავშვი ადეკვატურია თვის გრძნობებში, (რასაც გრძნობს იმაზე ადეკვატურად რეაგირებს); თუნდაც ისაც თვალსაჩინოა; როცა მას რიმე ნივთის აღებას ავუკრძალავთ, და ამის მერე მას თუ ისევ გაუჩნდა მისი აღების სურვილი ისევ მისკენ მიიწევს, (ამ დროს ბავშვი არ თვალთმაქცობს და არ იტყუება ის იმას აკეთებს, რაც მას სტიმულმა უკარნახა(ამ შემთხვევაში ცნობისწადილი)

აი აქ ჩანს კარგად დაძაბულობის წარმოქმნის მექანიზმი; როცა ქცევა იკრძალება და ეს წარმატებით ხორციელდება ცხადია რომ ამ დროს ბავშვი იყენებს ძალისხმევას(თავს ძალას ატანს)

ამით იგი საკუთარ თავზე ძალადობს და ამ ხერხით აკავებს ცნობისწადილს – გასაგებია რომ ამ შემთხვევაში საქმე გვექნება დაძაბულობასთან!(გაღიზიანებადობის მაღალი ზღურბლი)

არაადეკვატურობის გამო კი გასაგებია სახეს იჩენს პრობლემები ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაში, თუმცა ეს და ბევრი სხვა რამ შეუიარაღებელი თვალით საწყის ეტაპზე ძნელად შესამჩნევია, და ბევრი მას ყურადღებას გარკვეული პერიოდი არც კი აქცევს.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:16 | შეტყობინება # 38
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ალბათ ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობაა, როცა სოციუმში მყოფი სუბიექტის ქცევაში ყველაზე მოთხოვნადია: "წესიერება" "ზრდილობიანობა", "ეთიკურობა"..... რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ ყოველივე ეს ზემოთჩამოთვლილები არაადეკვატურობის გარკვეულ გამოხატულებებს წარმოადგენენ. (აქ იგულისხმება სწორედ სტიმულ– რეაქციის დეფორმაცია!)

მექანიზმი კი ასეთია: წარმოიდგინეთ რომ სახეზეა გამღიზიანებელი (მაგალითად წყურვილის შეგრძნება) და ჩნდება ადეკვატური რეაქცია მისი წყურვილის გაქარვება (სასმელის მიღება)

ანალოგიურად თუ "წესიერება" ან "ზრდილობა" არ მომცემს საშუალებას დავიკმაყოფილო მოთხოვნილება რას მივიღებთ!?

უფრო ფართო გაგებით ეს მექანიზმი ვრცელდება ყველა ცხოვრებისეულ მოვლენაზე(მათზე რაც ჩვენ გვეხება) შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ რიგი ინსტიქტური და უნებლიე რეაქციების კონტროლი ხერხდება, მხოლოდ საკუთარი სულიერი ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე,

წარმოიდგინეთ გარკვეული ხანიერების მქონე ადამიანში წლობით გამომუშვებული "წესიერება" და "ზრდილობა" რა შედეგებს მოიტანს. . (საქმე გვაქვს უკვე ფსიქოლოგიურ ხეიბრობასთან) და როგორც უკვე ავღნიშნე როდესაც ხელს კიდებენ მსგავსი მდგომარეობის თერაპიას, უნდა ვიფიქროთ რომ იქ არანაირ განკურნებაზე ლაპარაკი არც შეიძლება იყოს. . . . ..

წლობით განმეორებული ქცევა(არადეკავტური რეაქციები) მყარად მტკიცდება ფსიქიკაში და იძლევა პათოლოგიური ზონების ფორმირებას, რომლის ძველ მდგომარეობაში დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასე რომ უკეთეს შემთხვევაში საქმე გვაქვს რეაბილიტაცია– ადაპტაციასთან (რომელსაც თან ერთვის "ფსიქოიმპლანტანტის" ჩამოყალიბება და მისი გამოყენების ათვისება)
თითოეული ასეთი ძალისხმევა ქმნის წინაღობას და ეს წინაღობა საბოლოო ჯამში გვევლინება როგრც შიში, მექანიზმი ასეთია: ორგანიზმიდან მოდის დანაკლისის სიგნალი, რასაც თან ახლავს ენერგიის მოზღვავება (ენერგია საჭიროა იმისთვის რათა შესრულდეს მიზნის მიღწევისთვის საჭირო მუშაობა)

მარტივად რომ ვთქვათ: ადამიანი რაიმე წინააღმდეგობასთან(ობიექტური თუ სუბიექტური ხელისშემშლელი მიზეზი) შეხებისას ინსტიქტურად მასზე რეაგირებს(იძლევა რეაქციას)
და იმ შემთხევაში თუ მას ამ რეაქციის მიცემა აკრძალული აქვს, რეაქცია დეფორმაციას განიცდის, და ემოციონალურად შიშის სახით გვევლინება.

თვალსაჩინოებისთვის: წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც მავანს შენიშვნა მისცეს სამსახურში და მიუთითეს მის "ნაკლოვან ქცევაზე", თუ ცნობიერება შეფასებს ამ ეპიზოდს და
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 15.04.2014, 11:16 | შეტყობინება # 39
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მოიტანს დასკვნას: რომ ეს ყველაფერი სამართლიანი იყო. შენიშვნის შედეგად წარმოქმნილი წყენა და აგრესია დროებით შეკავდება.

ამის შემდეგ, გარკვეულ პერიოდში, ხსენებულ მავანს შესაძლებელია განუვითარდეს ნერვიულობა და დაძაბულობა, რაც რელურად არის შიში. ( ეს იმიტომ ხდება რომ სწორედ შიშის დახმარებით ხერხდება საკუთარ თავზე ძალადობა და ემოციონალური, აგრესიული ფონის გაუნებელყოფა).
 
ფორუმი » Test category » Test forum » სულიერი მდგომარეობის ნაირსახეობანი (ინტერვიუ დიალოგი)
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა: