[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმი » Test category » Test forum » გურამ კოპაძის კომენტარები (წიგნი “დამაკვირდი“, რომელიც მოიცავს ბრძნულ აფორიზმებს)
გურამ კოპაძის კომენტარები
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 07.08.2012, 12:37 | შეტყობინება # 16
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
138. (გვ. 112) ფონტელენი: ყოველთვის ისეთ კაცებთან უნდა ცდილობდეთ დაახლოებას, რომელთანაც ლაპარაკის დროს იძულებულნი ვართ ჭკუას ძალა დავატანოთ.“
უნდა ვერიდოთ უგუნურ ადამიანებს და არ უნდა დავიზაროთ ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობა.
139. (გვ. 113) ფრანკლინი: ,,გამოცდილება ისეთი სკოლაა, სადაც ყოველი გაკვეთილი ძვირად გვიჯდება, მაგრამ მაინც კი ეგ ერთადერთი სკოლაა, სადაც უჭკუონიც კი ჭკუას სწავლობენ.“
სწორედ იმიტომ არ ჩქარობენ ჩვენთან ღია კონტაქტის დამყარებას კეთილისმსურველი კოსმიური ზეცივილიზაციები, რომ სურთ ჩვენ ბოლომდე უჭკუონი არ დავრჩეთ და საკუთარი გამოცდილების ხარჯზე გაგვეხსნას გონება.
140. (გვ.113) ფულტონი: ,,ბიბლია უფრო დიდი საკვირველებაა, ვიდრე ყველა საკვირველებანი, მის მიერ მოთხრობილნი.“
ვიღაცას ხომ უნდა მოეთხრო ის ,,ბიბლიური ამბები“, რაც ასე მნიშვნელოვანია. ამის გაკეთება ბიბლიამ ყველას დაასწრო და უზომოდ დიდი პოპულარობაც მოიპოვა. რამდენად ზუსტად არის ეს ამბები გადმოცემული, ამის გარკვევა ბრბოსთვის და ფარისევლებისთვის, ნაკლებად საინტერესოა. ბრბო მაგიას ემორჩილება და არა გონიერებას. ფარისევლები და ათასი ჯურის მამაძაღლები კი ამით სარგებლობენ და ხელში იგდებენ ქვეყნის მართვის ბერკეტებს.
141. (გვ. 115) შექსპირი: ,,ცვლილება არის სამწუხარო ბედნიერთათვის, – ბედკრულნი კი მას სიხარულით მიეგებებიან.“
უბედურთა ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია ბედნიერების მისაღწევად.
142. (გვ.116) შექსპირი: ,,ბედი სწორედ უნამუსო ქალია: – ღარიბი სძაგს, მდიდრის ეშხით მთვრალია.“
ღარიბისათვის მცირედი წაბორძიკებაც საკმარისია, რომ უფსკურლში გადავარდეს – თავს ვერაფრით დაიხსნის. ბევრი ფული დიდი ძალაა, რისი დახმარებითაც მდიდარს თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი შეუძლია თავის დახსნა – ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო...
143. (გვ.116) შექსპირი: ,,მოსწრებული სიტყვის გამარჯვება გამგონის ყურზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მთქმელის თქმაზედ.
,,კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო“.
144. (გვ.116) შექსპირი: ,,ყური ყველას მიაწვდინე, სიტყვა – იშვიათს, რჩევა სიამოვნებით მოისმინე, დარიგებას კი იაფად ნუ გასცემ.“
დაეუფლე ურთიერთობის ხელოვნებას და იცოდე საკუთარი თავის ფასი საზოგადოებაში.
145. (გვ.118) შექსპირი: ,,სისულელე ბრძენებს უფრო ბევრსა ჰრგებს, ვიდრე სიბრძნე სულელებს.“
სიბრძნე სულელებს საერთოდ არ სჭირდებათ. მათ თავისი გზა აქვთ არარაობისკენ. რა თქმა უნდა ეს ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როცა გამოსავალი არ არსებობს.
146. (გვ.118) შექსპირი: ,,იქ სადაც მოსამართლე მზაკვარია და მტაცებელი, ქურდს სრული უფლება აქვს ქურდობისა.“
ქურდმა უნდა იცოდეს ვის ჰპარავს, რას ჰპარავს და რისთვის ჰპარავს. იგი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ღირსეულად იმოქმედოს, მოსამართლის ღირსებაზე ლაპარაკი კი საერთოდ ზედმეტია.
147. (გვ.118) შილერი: ,,გულსა გვტკენს არა ხმამაღალი საყვედური, არამედ სამართლიანი.“
გული უნდა გვატკინოს უსამართლო საყვედურმა და არა სამართლიანმა.
148. (გვ. 119) შილერი: ,,რამდენჯერმე განმეორებული ცოდვა სირცხვილის გრძნობას აქვავებს.“
ხშირი ცოდვიანობა სირცხვილის გრძნობას ანადგურებს და ზრდის იმის რისკს, რომ ადამიანმა კისერი მოიტეხოს ამ ცხოვრებაში.
149. (გვ.120) შილერი: ,,კარგი სახელი – დიდი განძია.“
კარგი სახელი ღირსებაზე დიდი განძი არაა.
150. (გვ.120) შილერი: ,,დაკარგულ წუთს მთელი საუკუნეებიც ვეღარ დაგიბრუნებს.“
სიცოცხლე უდიდესი განძია, რომელიც ღმერთმა გიბოძათ და ამ განძის უაზროდ გაფლანგვას იგი არ გაპატიებთ (დროის კარგვა დიდი ცოდვაა). ყოველ დაკარგულ წუთს თქვენს მიმართ ღმერთის უარყოფითი რეაქცია მოჰყვება – რაც მეტ დროს დაკარგავთ, მით უფრო მეტად ,,დაიჟანგებით“ და გაცვდებით.
151. (გვ.121) შილერი: ,,გაანაწილე ქუხილი მარცვლებად და იგი ბავშვთაც კი ნანინად მოესმის; ხოლო შეაერთე ეს მარცვლები ერთად და იმისი გრგვინვა ცის სამყაროსაც კი შეარყევს.“
ზებგერითი თვითმფრინავის ხმა ჩვენს ყურამდე ,,შეკრების ეფექტი“–ს გამო საშინელი ქუხილის სახით აღწევს. ასევე შეიძლება პატრიოტულ ტალღას მთელი ხალხი აჰყვეს და საშინელ ძალად ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება ჭეშმარიტების სიყვარულით ერთი იდეის ქვეშ ადამიანების შეკრებას, აზრთა და გემოვნებათა სხვადასხვაობის გამო ამ ამოცანის გადაწყვეტა მეტისმეტად რთული საქმეა და უბრალო შეკრების წესის მაგივრად აქ სულ სხვა კანონზომიერებას ექნება ადგილი.
152. (გვ. 121) შილონი: ,,ოქროს ცეცხლით გამოცდიან დედაკაცს ოქროთი; მამაკაცს დედაკაცით.“
თუ მამაკაცისთვის ღმერთის ან სამართლიანობის სიყვარული უმთავრესი არ იქნება, მაშინ მას დედაკაცი აუცილებლად დააჩლუნგებს.
153. (გვ.121) შილონი: ,,ისტორიკოსი მისანია წარსულისა.“
სამართლიანობის გრძნობა და ინტუიცია ისტორიკოსისთვის მთავარი ინსტრუმენტებია ისტორიული ფაქტების დასადგენად.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 07.08.2012, 12:37 | შეტყობინება # 17
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
154. (გვ.121) შოპენჰაუერი: ,,ყოველი ბავშვი მცირეოდნად მაინც გენიოსია, ყოველი გენიოსი მცირეოდნად მაინც ბავშვია.“
გენიოსსა და ბავშვს გულწრფელობა აერთიანებთ. გენიოსი ბავშვივით ალალია.
155. (გვ.121) შოპენჰაუერი: ,,მონათესავე სულნი შორიდანვე ცნობენ ერთმანეთს.“
,,მონათესავე სულნი“, როგორც წესი, მიიზიდებიან და ერთმანეთის მხარში ამოდგომის გზით ძლიერდებიან. ხოლო სულთაშორისი კონფლიქტების დაძლევის მიზნით ადამიანთა მცირე თუ დიდი დაჯგუფებების ხელოვნურად გაერთიანება მეტად მტკივნეული და ხანგძლივი პროცესიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
156. (გვ.121) შოპენჰაუერი: ,,პატიოსნება ჩვენი გარეგანი სინდისია, სინდისი – ჩვენი შინაგანი პატიოსნებაა.“
პატიოსანი (სინდისიერი) ის ადამიანია, ვინც სინდისს ემორჩილება. სინდისი ჩვენი შინაგანი მსაჯულია; პატიოსნებით ვფასდებით ღმერთის თვალში.
157. (გვ.123) ციცერონი: ,,შეცდომა – ხვედრი კაცისა.“
შეცდომისაგან არავინაა დაზღვეული, გარდა ღმერთისა. ადამიანი უნდა ცდილობდეს იმდენად დაიხვეწოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დაუშვას.
158. (გვ. 124) ციცერონი: ,,ფულია ყველა მოქმედების სათავე და მიზეზი.“
ფული ადამიანისთვის საშუალებაა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მიზნების მისაღწევად. ფულის შოვნას არ უნდა გადაყვეს კაცი, თორემ ყველაფერი გვერდზე დარჩება. ქვეყნის სათავეში მჯდარი წურბელები, ხალხს რომ ,,სისხლს სწოვენ“, დაინტერესებულნი არიან გაჭირვებაში (უფულობაში) ამყოფონ ხალხი და გონება დაუბინდონ, რათა მათ ვერ განსაზღვრონ ჯანსაღი ცხოვრების რაობა და მიზნათ არ დაისახონ მაღალი რიგის ბედნიერების მიღწევა ღირსების შეურყვნელად. ,,ფულის მეშოკები“ დაინტერესებულნი არიან, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდეს, მათ შორის სიყვარულისაც...
159. (გვ.124) ციცერონი: ,,ხასიათი ცხოვრების ბედსა და უბედობასა, ბრძოლასა, მარცხსა და გამარჯვებაში იჭედება“.
ხასიათის ძირითადი განმსაზღვრელია გენები. ხასიათი იმდენად მყარია, რომ მას შესამჩნევადაც კი ვერ ცვლის ვერც უბედურება და ვერც ბედნიერება. მტკიცე ხასიათი ათას გაჭირვებას გაუძლებს, რბილ ხასიათს კი ვერც ვერაფერი განამტკიცებს.
160. (გვ.124) ჰაინე: ,,უნდა შევუნდოთ და მივუტევოთ ხოლმე მტერსა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩამოახრჩობენ“
ჩამოხრჩობილი მტერი ჩვენგან შენდობას აღარ საჭიროებს. მას სიცოცხლეში სჭირდება ჩვენგან შენდობა, თუ იგი ამას იმსახურებს. ზოგიერთი მტერი ჩვენგან პატივის მიგების ღირსიცაა.
161. (გვ.125) ჰაინე: ,,ზნეობა გონიერებაა გულისა“.
სიყვარული გულისმიერია, ზნეობა კი – სულისმიერი და ამავე დროს სისტემურია, ანუ მისით რომ ადამიანმა იხელმძღვანელოს, ამისათვის მას დასჭირდება გონება, რაც გულს არ გააჩნია.
162. (გვ.126) ჰაინე: ,,ქორწინება არის ზღვა, რომლისთვისაც ჯერ კომპასი არ გამოუგონიათ“.
ქორწინებისთვის ჯერ კომპასი არ გამოუგონიათ – საით წაგიყვანს, არავინ იცის. დაფიქრდით, რაში გჭირდებათ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულების აღება და ქორწინების უღელში თავის გაყოფა. სჯობია ოჯახური ვალდებულებები ღმერთისა და საკუთარი სინდისის წინაშე იკისროთ და მარტო მეუღლესთან შეთანხმებით შექმნათ არაოფიციალური ოჯახი – საამისოდ მარტო ერთმანეთის ნდობა უნდა გეყოთ.
163. (გვ. 127) ჰაინე: ,,მარტო გენიოსსა აქვს ახალი აზრისთვის ახალი სიტყვა“.
სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ კიდევ 1970 წელს ჩამოვაყალიბე სამყაროს შექმნის საუკეთესო მოდელი და შემდეგ გაზეთშიც გამოვაქვეყნე სტატია სათაურით – ,,ახალი სიტყვა სამყაროს შექმნაზე“. ამ მხრივ ალბათ კიდევ გაივლის წლები, ვიდრე მეცნიერები სათანადოდ შეაფასებენ ამ ჩემს ნაშრომს.
164. (გვ.126) ჰანიბალი: ,,ურცხვობა დღეს იქნება თუ ხვალ უნამუსობად გადაიქცევა“.
მე ხშირად აღმინიშნავს, რომ ზნეობრივად სპეტაკი ადამიანი თავისი განვითარების უმაღლეს სტადიაში რიგითი და მოუმწიფებელი ადამიანების წინაშე ხდება ურცხვი (თავისუფლდება სირცხვილისაგან). რაც შეეხება უზნეო (უსინდისო) ადამიანს, იგი ყოველთვის არ იქნება ურცხვი ანუ ხალხის მაინც მოერიდება.
165. (გვ.126) ჰალმი: ,,ბედნიერნი მდიდრები არიან, მაგრამ ყველა მდიდარი კი ბედნიერი არ არის“.
მდიდრებიც და ღარიბებიც ერთდროულად ბედნიერნიც არიან და უბედურნიც – გააჩნია საზღვარს სად გავატარებთ ბედნიერებასა და უბედურებას შორის.
166. (გვ.127) ჰეგელი: ,,კაცობრიობის ისტორია თანდათანობითი წინსვლაა თავისუფლების შეცნებისაკენ“.
კაცობრიობის ისტორია არასწორხაზოვანი წინსვლაა ღირებულებათა შემეცნებისკენ და პროგრესისკენ როგორც სულიერ, ასევე ტექნიკურ სფეროში.
167. (გვ.128) ჰიუგო: ,,იმას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თვითონ ადამიანი სთვლიდეს თავის თავს მართლად, ვიდრე იმას, რომ ორმა მოწმემ დაასაბუთოს მისი სიმართლე“.
მთელი მსოფლიოც რომ წინ აღუდგეს, ადამიანისთვის იმას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, რომ თავად თვლიდეს თავს მართლად.
168. (გვ.129) ჰორაციუსი: ,,ახალ ჭურჭელს დიდხანს სდის იმის სუნი, რასაც პირველად ჩაასხამენ.
ადამიანი ძნელად თუ გადაუხვევს იმ თავის რწმენას, რასაც პირველად ეზიარება.
 
ფორუმი » Test category » Test forum » გურამ კოპაძის კომენტარები (წიგნი “დამაკვირდი“, რომელიც მოიცავს ბრძნულ აფორიზმებს)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა: