[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმი » Test category » Test forum » ჩემი რომანი უცხო კაცი (რომანი)
ჩემი რომანი უცხო კაცი
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 11:08 | შეტყობინება # 1
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
- უცხო კაცი

შემოდგომის საღამო იდგა. ჰაერში საამო სურნელი ტრიალებდა. ქუჩები ყვითელი ფოთლებით იყო მოფენილი. ხეები შერჩენილ ფოთლებს მორცხვად აშრიალებდნენ.
ნუგზარს წელიწადის ეს დრო ძალიან უყვარდა, იგი საღამოობით გადიოდა ქუჩაში და საათობით სეირნობდა.
იმ დღესაც ნუგზარი ქუჩაში მიდიოდა. ხელები ძველი გახეხილი ლაბადის ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი, თან შემხვედრ გამვლელებს ათვალიერებდა, ძალიან გაერთო, ისე რომ ვეღარ მიხვდა, თუ როგორ ჩამობნელდა, უცბად უკნიდან მხარზე ხელის შეხება იგრძნო,
-როგორ ხარ? ჩაესმა ხმა, ნუგზარი შემობრუნდა, მის წინ უცნობი მამაკაცი იდგა.
-ვერ მიცანი? გაიღიმა უცნობმა,
-ბოდიში, ვერ გიცანით! ნუგზარი შემცბარი უყურებდა უცნობს, მერე თანდათან თვალებში სხივი ჩაუდგა.
-აუჰ! ხელები გაშალა და შავებში ჩაცმულ მაღალ, მამაკაცს მოეხვია
- ძლივს გიცანი, თქვა ნუგზარმა
-არა უშავს ხდება ხოლმე, გაიღიმა უცნობმა,
-უფფ! შვებით ამოისუნთქა ნუგზარმა,
-წეღან, რომ დაგინახე, ვერც მე გიცანი, რამდენი ხანია მოგდევ, თან ვფიქრობდი: ის არის თუ არა მეთქი?
ქუჩას საუბრით გაუყვნენ, ნუგზარმა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
- შენ რა მოწევა დაიწყე? თქვა უცნობმა.
-მარტო ეგ რომ მჭირდეს რა მიშავს, ხელი ჩაიქნია ნუგზარმა-თქვენ საიდან გაჩნდით აქ?
-ორი დღეა, რაც ჩამოვედი, ჯერ კარგადაც ვერ შევეწყვე აქაურობას.
-სად დაბინავდით?
-აქვე ახლოს ვარ სასტუმროში. ბევრი რამ შეცვლილა აქეთ, გარემო, ხალხი..
-ხო, ბევრი რამ შეცვლილა, ძირითადათ ხალხი, თითქოს ყველა რაღაცა უხამსმა ძალამ გადაასხვაფერა.
-იცი სანდრო ვნახე! გახსოვს? -მხატვარი
-მახსოვს, რას შვრება როგორ არის? იკითხა ნუგზარმა
-არა უშავს.
-კარგი ბიჭი იყო სანდრო! ერთ დროს ვმეგობრობდით, წერილებსაც ვუგზავნიდით ერთმანეთს..
- ახლა რა აღარ მეგობრობთ? გაუკვირდა უცნობს.
…-არ ღირს მაგაზე ლაპარაკი, არც მაგის დროა და არც ადგილი.
- რა მოხდა? რაშია საქმე! უცნობს ხმაში შეშფოთება დაეტყო
-იცი თუ გინდათ ჩემთან ავიდეთ სახლში და იქ დავილაპარაკოთ შესთავაზა ნუგზარმა.
-კარგი, დაეთანხმა უცნობი.
ქუჩას ნელი ნაბიჯით გაუყვნენ, უხმოდ მიდიოდნენ, ნუგზარი მთელი გზა სიგარეტს ეწეოდა. უცხოს კი ვერაფერს შეატყობდით, ფიქრებში ჩაძირულიყო
-აი მოვედით! თქვა ნუგზარმა და წითელი აგურის სახლთან შეჩერდა.
-მარტო ცხოვრობ? იკითხა უცნობმა
-

 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 11:10 | შეტყობინება # 2
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-ხოო, ცოლს გავეყარე.. ბავშვიც თან წაიყვანა.. ეჰ არ მინდა გახსენება
მესამე სართულზე ავიდნენ, ნუგზარმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარები გააღო.
-აქა მშვიდობა თქვა უცნობმა ოთახში შესვლისას.
-ცოტა არეულობაა მოიბოდიშა ნუგზარმა და უცნობს ბინაში შეუძღვა.
-დაბრძანდით, სავარძელზე ანიშნა თვითონ ლაბადა იქვე სკამზე მიაგდო -მე ახლავე მოვალ თქვა და გვერდზე ოთახში გავიდა.
-უცნობს ხმა არ ამოუღია სავარძელში ჩაჯდა, თან ოთახს ათვალიერებდა, ძველი ყაიდის ბინა იყო, შპალერი გაცვეთილი და მოძველებული ჩანდა კედლებზე აქაიქ ძველი ფოტოსურათები მოჩანდა, გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა ლამაზი ბავშვის ფერწერული პორტრეტი.
მალე ნუგზარი გამოჩნდა, ხელში ხილიანი ჯამი ეჭირა
-მიირთვით შესთავაზა სტუმარს
-მადლობთ!
-იცით რა მაინტერესებს, სად გაიცანით სანდრო? მისი ადრინდელი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, იკითხა ნუგზარმა.
-ჰოო! მრავალმნიშვნელოვნად თქვა “უცხო კაცმა” და გაიღიმა, შემდეგ ცოტა ხანს ჩაფიქრდა, ალბათ ცდილობდა მეხსიერებაში აღედგინა დიდი ხნის მივიწყებული ამბები.
-სანდროს ასე ათი წლის წინ ქალაქის ერთერთ გარეუბანში შევხვდი.
სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, ვიფიქრე გზად ცოტას წავიხემსებ მეთქი და იქვე პატარა სასადილოში შევედი, სანამ შეკვეთილ საჭმელს მომიტანდნენ, დაღლილობისგან ცოტა ჩამთვლიმა.
-შეიძლება თქვენს მაგიდასთან დავჯდე? მომესმა ხმა, ავიხედე, ჩემს წინ მაღალი გამხდარი ასე ოციოდე წლის ყმაწვილი იდგა.
-როგორ არა! ვუთხარი მე და სკამი თავაზიანად გამოვუწიე, ბიჭს ხელში ლამბაქზე დადგმული ჭიქა ჩაი და ნამცხვრის ნაჭერი ედო, იგი მაგიდას მიუჯდა და აუჩქარებლად შეუდგა ჭამას,
უფრო კარგად დავაკვირდი მის სახეს, წვერგაუპარსავი იყო, ოდნავ ფერმკრთალი, საოცრად მეტყველი და ჭკვიანი ფართოდ გახელილი თვალები ჰქონდა, რატომღაც მისი გაცნობა მომინდა, მიმტანს საჭმელი ჩამოვართვი და მადლობა გადაუხადე, სანდრო უხმოდ აგრძელებდა ჭამას.
-რა გქვია მეგობარო? შევეკითხე და ჩემი კითხვით რომ არ დამეფრთხო მეგობრულად გავუღიმე.
-მე მეკითხებით? რატომღაც გაიკვირვა ბიჭმა, თითქოს მაგიდასთან ჩვენს გარდა სხვაც მჯდარიყოს.
-დიახ! გავიცნოთ ერთმანეთი, ჩემი სახელი ვუთხარი და ხელი გავუწოდე.
-სანდრო მქვია, თქვა მან ოდნავ აკანკალებული ხმით და ჩემს ხელს ხელი შეაგება, ინსტინქტურად ხელზე დავხედე, პატარა, სუსტი, თითქმის ქალური ხელის მტევანი ჰქონდა, “პატარა ხელი ქოლერიკებს აქვთ” გამახსენდა სადღაც ამოკითხული ფრაზა… თან სანდროს თვალიერებას ვაგრძელებდი..
-თქვენ აქაური არ უნდა იყოთ, მითხრა სანდრომ და უხერხულად გაიღიმა, თითქოს თავისი ნათქვამის სისწორეში ეჭვი შეეპარაო…
-მართალია! დიდი ხანი არაა, რაც ამ ქალაქში ჩამოვედი…
-უკაცრავად ბატონო დავით, ეს რომელი პერიოდი იყო? შეაწყვეტინა ნუგზარმა ამბის თხრობა “უცხო კაცს”
-80-იანი წლები, მაშინ შენც არ გიცნობდი, თქვა დავითმა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა.
“ნეტა ვინ და რა კაცია ეს დავითი” ფიქრობდა ნუგზარი, გაახსენდა, რომ იგი შემთხვევით მატარებელში გაიცნო, ერთ კუპეში მოხვდნენ. მან მაშინვე მიიქცია ყურადღება, უჩვეულოდ მკაცრი ტონით, როცა თავის თანამოსაუბრეს რაღაცაზე ეკამათებოდა, მაშინ ბატონი დავითი გარეგნობით, მართლაც ბიბლიურ დავითს მოგაგონებდათ..
ნუგზარი ახლაც გაოცებული უყურებდა ამ ადამიანს, რომელსაც მიუხედავად თავისი წლოვანებისა საერთოდ არ ეტყობოდა ასაკი,
-ხომ არ დაიღალეთ ბატონო დავით! იქნება შეგვეწყვიტა საუბარი, მორიდებულად იკითხა ნუგზარმა,
-არა! ჩემდაუნებურად ფიქრებში წავედი, თავი ასწია “უცხო კაცმა”-გავაგრძელოთ!
-მე იმიტომ შეგაწუხეთ, რომ თქვენი აზრი მაინტერესებდა სანდროზე, იგი ხომ ჩვენი საერთო ნაცნობია და…
-არა უშავს.
-იცით მე იგი თქვენს მერე გავიცანი! ისევ მორიდებულად განაგრძო ნუგზარმა..
-მართლა? საინტერესოა ჩემს შესახებ რას ამბობდა სანდრო? იკითხა დავითმა.
-არ დაიჯერებთ და იგი თქვენს მოწაფედ თვლიდა თავს.
-უყურე შენ! გაიკვირვა დავითმა
-ძალიან მორცხვი ყმაწვილი იყო, მისთვის მხატვრობა ზედ გამოჭრილი პროფესია იყო, -თქვენთანაც მორცხვობდა?
-არც ისე, უბრალოდ თავისი აზრის გამოთქმა უჭირდა და ამ ნაკლს სიამაყის გამო მალავდა, ცდილობდა მისი ეს თვისება სხვებს არ შეემჩნიათ..
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:19 | შეტყობინება # 3
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-ხო! ეგ მეც შევამჩნიე, შეაწყვეტინა ნუგზარმა,
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა.
-თუ შეიძლება ბატონო დავით იქნება გააგრძელოთ! სიამოვნებით გისმენთ..
-იცი რა ნუგზარ, მოდი დაურეკე სანდროს და შენ გაარკვიე მასთან ურთიერთობა, თქვა მოულოდნელად დავითმა
-არა რა თქმა უნდა, მაგრამ ..აღარ დაამთავრა ნუგზარმა.
-ჩემი წასვლის დროა! თქვა დავითმა სავარძლიდან წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
-იქნება მოგეცადათ! ჩაის ავადუღებ! მშიერიც იქნებით, დაფაცურდა ნუგზარი და სამზარეულოსკენ გასწია.
-არა ღირს ტყუილად ნუ წუხდები! ხელი გაიქნია უცხომ და კარებისკენ გაემართა, ნუგზარმა აღარ შეაჩერა, იცოდა რომ ვერას გააწყობდა, უბრალოდ კარებამდე გააცილა.
-აბა ნახვამდის ბატონო დავით, იმედია კიდევ შევხვდებით!
-დავითმა ხელი გაუწოდა დამშვიდობებისას, რა ძლიერი ხელი ჰქონია, გაიფიქრა ნუგზარმა, თითქოს ოდნავი შიშიც კი იგრძნო უცხო კაცისგან, მაგრამ არ შეიმჩნია, და მტკიცედ გამოთქვა :ღმერთმა მშვიდობით გატაროთ ბატონო დავით! სტუმარს საპასუხოდ არაფერი არ უთქვამს უბრალოდ გამჭოლი მზერა ესროლა და კიბეს ტაატით ჩაუყვა.
ნუგზარი შინ შებრუნდა, და სავარძელში ჩაჯდა, დავითის ნახვამ წარსული ისევ გაახსენა …
მომავალი მეუღლე ინსტიტუტში გაიცნო, მაშინ იგი ოცდაათიოდე წლის თუ იქნებოდა. ეამაყებოდა თავისი ხელობა, არქიტექტურულზე სწავლობდა, ოცნებობდა იმაზე, თუ როგორ გაითქვამდა სახელს ახალი პროექტებით, უმთავრესად თავის საქმით იყო დაკავებული, ამიტომ ქალების მხრივ ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებდა, მისთვის მთავარი ხელოვნება იყო, რომ არა შემთხვევა მაიას (ასე ერქვა გოგონას) ვერც გაიცნობდა, ნუგზარი იმ დღეს აუდიტორიის კარებთან იდგა და გამოცდაზე გასვლის რიგს ელოდა, იმდენად იყო აღელვებული, რომ გვერდზე მდგარი გოგონა ვერც შეამჩნია, და შემობრუნებისას უხეშად გაჰკრა მხარი.
-ბოდიში ვერ დაგინახეთ! მოიბოდიშა ნუგზარმა და გაწითლდა,
-არა უშავს! არაფერი არ მომხდარა, გაეცინა გოგონას, და თამამი მზერა მიაპყრო ნუგზარს.
-აარა უუშავს!? დაიბნა ნუგზარი და აქეთ-იქით დაიწყო ყურება თითქოს გასაქცევ გზას ეძებსო.
-მაია მქვია, ვიცნობდეთ ერთმანეთს! გაეღიმა გოგონას, მე სამედიცინოზე ვსწავლობ, თქვენ შორიდან გიცნობთ, ნუგზარი გქვიათ არა?
ნუგზარი შეცბა, არ ელოდა ამ პატარა სიფრიფანა გოგოსგან ასეთ სითამამეს
-სსასიამოვნოა! ძლივს ამოღერღა დაD უხერხულობის დასაფარავად საგამოცდოს დაუწყო თვალიერება, იგი ისე იყო აღელვებული, რომ ვერც კი იგრძნო მის ხელში ათრთოლებული ხელის სინაზე.…
ამ შემდეგ დიდხანს არ გაუვლია, რომ ნუგზარმა გადაწყვიტა მაია ცოლად მოეყვანა, ერთმანეთს ხვდებოდნენ, დადიოდნენ კინოში, თეატრებში, გამოფენებზე. თითქოს ნუგზარი შეეჩვია მაიას და მის სიახლოვეს, მართალია გრძნობდა, რომ მათი ურთიერთობა სიყვარული არ იყო, მაგრამ იმედოვნებდა რომ ცოლად შერთვის მერე ერთმანეთს შეიყვარებდნენ, მალე იქორწინეს წელიწადში ბავშვიც ეყოლათ……..
- წკრრრრრრრ!!! გაისმა ტელეფონის ხმა, ნუგზარი ფიქრებიდან გამოერკვა და საათს შეხედა, ღამის სამი საათი იქნებოდა, წარსულის გახსენებამ ცუდ გუნებაზე დააყენა. ეჰ ნეტა დავითისთვის მომეყოლა ეს ყველაფერი, საინტერესოა რას მეტყოდა, გაიფიქრა ნუგზარმა, უცებ გაახსენდა, რომ დავითი აქამდე არასოდეს არ ყოფილა დაქორწინებული, რაც კიდევ უფრო უცნაურს ხდიდა ისედაც უცხო და გაუგებარ დავითს. ტელეფონი კი რეკვას განაგრძობდა, ნეტა ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას გაიფიქრა და ყურმილს დასწვდა
-გისმენთ! ყურმილში ხმა არ ისმოდა, რამდენი მოცლილია ამ ქვეყანაზე, ჩაილაპარაკა ნუგზარმა და ყურმილი დაკიდა. უცებ ყურში რაღაც ხმა ჩაესმა, უი! სულ დამავიწყდა.. სასადილო ოთახში გავარდა, ონკანში დიდი ჭავლით წყალი მოჩხრიალებდა, ორი დღეა წყალი არ მოდიოდა და ონკანი ღია დარჩენოდა, წყლის ხმამ ნუგზარს ბავშვობა გაახსენა.. როცა დედამისი ძალით აბანავებდა ხოლმე, მაშინ დედასთან არანაირი ხვეწნა მუდარა არ სჭრიდა, რომ არ დაებანა. ეჰ ფიქრებიდან გამოერკვა ნუგზარი და ონკანი სასწრაფოდ დაკეტა. წკრრრრრრრრრრრრრ! ისევ ტელეფონი აწკრიალდა! ნუგზარი სამზარეულოდან გამოვიდა და ტელეფონს მიაშურა..
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:21 | შეტყობინება # 4
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-დიახ, გისმენთ!
-ნუგზარ როგორ ხარ? მოესმა ყურმილში. აშკარად უცნობი ხმა იყო,
-ვერ გიცანი, რომელი ხარ? ჩასძახა ნუგზარმა.
-ეეჰ, დაგავიწყდა ხომ ძველი, მეგობრები? თენგიზი ვარ ბიჭო!
-ვაა, თენგო საიდან სადაო? გაუკვირდა ნუგზარს. როდის ჩამოხვედი?
-ახლა ტელეფონში ვერ მოგიყვები, თუ გინდა, ხვალ შევხვდეთ.
-სად?
-ჩემთან მოდი სახლში.
-შენთან, ისევ იქ ცხოვრობ?
-რა მისამართი ხომ არ შეგახსენო, ჩაეცინა ტელეფონში თენგოს.
-არა არ მინდა, საღამოსთვის შემოგივლი, წეღან შენ რეკავდი?
-ხო, რა ცოტა ჩამოსვლისა დავლიეთ და გამახსენდი.
-ხო კარგი, ხვალ საღამოს შემოგივლი, იცოდე ფხიზელი დამხვდი! ნუგზარმა ყურმილი დაჰკიდა. რა დროს თენგიზაა! გაიფიქრა გუნებაში, ეჰ! ამოიოხრა, გაახსენდა, რომ მისი და თენგოს მეგობრობა სკოლიდან დაიწყო, როცა ერთად იპარებოდნენ სკოლიდან, ერთად ეწეოდნენ სიგარეტს ტუალეტში და მერე ერთად ისჯებოდნენ ……….
ნუგზარი საწოლ ოთახში შევიდა, საწოლები ერთმანეთს იყო დაშორებული, გაახსენდა, ისინი მეუღლესთან განშორების მერე რომ გადაადგილა, მაიას საწოლი, მისი წასვლის შემდეგ დღესაც ხელშეუხებელი იყო, იქვე ახლოს ბავშვის საწოლიც იდგა, საწოლის თავზე ბავშვის გაუწაფავი ხელით შესრულებული ნახატი იყო ჩამოკიდებული, “დედიკო და მამიკო” ოკრობოკრო ასოებით ეწერა.. ნუგზარს ცრემლი მოერია, ხელები მომუშტა, თავს ძალა დაატანა, რომ არ ატირებულიყო, თავის საწოლში პირქვე, დაეცა..ასე ტანთ გაუხდელი ხშირად ეძინა ხოლმე, თითქოს თავის თავს თუ ვიღაც უხილავ მეთვალყურეს აჩვენებდა, აი, რა დღეში ვარო! ფიქრის თავიც არ ჰქონდა შთბეჭდილებებით დაღლილს მალე ჩაეძინა.
დილით ადრე გაეღვიძა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ნაბახუსევი იყო, ძალიან ეზარებოდა ადგომა, თავი ასწია და კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა რვის ნახევარი იყო, ერთხანს ისევ დაძინება გადაწყვიტა, მაგრამ ძილი ვერაფრით ვერ შეიბრუნა, ისევ ფიქრებმა წაართვა თავი..გაახსენდა გუშინდელი ამბები ყველაზე მეტად უცხო კაცის და თენგოს გამოჩენას არ ელოდა, ეხ თენგო, თენგო..
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:21 | შეტყობინება # 5
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
. . . სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა პირველად იგრძნო სიცოცხლის ფასი, იმ დღესაც უსაქმურად იჯდა სახლში, არ იცოდა რა გაეკეთებინა, მშობლები, მივლინებაში იყვნენ სადღაც რუსეთში, ბებია კი მის თავისუფლებას ვერანაირად ვერ ზღუდავდა, რაც მოეპრიანებოდა იმას აკეთებდა ხან მუსიკით აყრუებდა საწყალ ქალს ხანაც მთელ დღეს ტელევიზორთან იჯდა.
-ნუგზაარ! მოესმა ქუჩიდან ხმა, ნუგზარი წამოდგა და ფანჯრიდან თავი გაყო ეზოში თენგო იდგა,
-რაშია საქმე? ჩასძახა ნუგზარმა
- ჩქარა ჩამოდი ვახო დაიღუპა! ნუგზარს თითქოს თვალთ დაუბნელდა, საჩქაროდ ფეხსაცმელებში წაყო ფეხი, ქურთუკიც სანახევროდ მოიგდო მხრებზე და ფეთებით კარებს მიაშურა. -სად მიდიხარ შვილო ასე უჭმელი! მოესმა უკვე კიბეზე ჩამავალ ნუგზარს ბებოს ძახილი,
ვახო მათი საერთო მეგობარი იყო, დღედაღამ ერთად იყვნენ..
-რა მოხდა, მივარდა ნუგზარი!
-რა იყო რას კანკალებ?
-რა მოხდა ბიჭო რა დაემართა?
-კაცს რომ ბედი არ გექნება..
-აღარ იტყვი რა მოხდა? იკითხა სანდრომ და გაფითრდა
-რა იყო და მანქანა მოუსრიალდათ, ხო იცი რა გიჟი მძღოლებია, მარტო ვახო კი არა მაგათი მანქანის სამი მგზავრი დაიღუპა!
-ნუგზარ რა გჭირს, სულ კანკალებ, აჰა სიგარეტი! თენგომ სანთებელა ამოიღო და სიგარეტს მოუკიდა და ნუგზარს მიაწოდა.
-მეხივით დამეცა ეგ ამბავი, უთხრა ნუგზარმა და სიგარეტი ღრმად მოქაჩა..
-ჰოო არც მე ვარ კარგად! მანქანა ხევში გადავარდნილა, გუდაურიდან მოდიოდნენ, უკვე ფასანაურთან იყვნენ მოსულები, რომ ვიღაც გიჟი გამოვარდნილა, პირდაპირ მათ დაუპირისპირდა, ვახოს მეგობარი იჯდა საჭესთან, ანდრო, იმანაც მკვეთრად აიღო მარჯვნივ და ..
-ანდროც?
- არა ანდრო რეანიმაციაში წევს, ვახო და კიდე ორი ბიჭია დაღუპული..
ნუგზარი ხმას არ იღებდა, მხოლოდ სიგარეტს ქაჩავდა ღრმად..თან თენგოს უყურებდა, თენგო ტანდაბალი, ტიპი იყო გამხდარი სახით და წვრილი მოძრავი თვალებით, სულ იღიმებოდა..ახლა კი თვალები ჩასწითლებოდა, ხმა უთრთოდა, თმა საშინლად გაბურძგნოდა.. ეტყობოდა წინა ღამე არ ეძინა..
-ის ნაძირალა გადარჩა?
-ვინ ნაძირალა? კითხვა კითხვითვე დაუბრუნა თენგომ.
-ვინც ავარია მოახდინა!
-აბა მაგის დედა ვატირე! გადარჩა კიდეც და თანაც გაიქცა,
-ოხ მაგისი! შეიგინა ნუგზარმა, დიდი სიამოვნებით მივახრჩობდი ჩემი ხელით!
-ეძებენ!
- ხო ეძებენ, იპოვნიან, და მერე აღმოჩნდება, რომ მოწმე არ იყო და თან ყველაფერი მკვდრებს დაბრალდებათ! არ იცი ჩვენი მილიციის ამბავი, უნდა მოძებნო და მიასიკვდილო! გამოსცრა კბილებში ნუგზარმა
-ხო დაბრიდავ და მერე “პერედაჩებს” ამოგიტან ციხეში სცადა გახუმრება თენგომ..
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:22 | შეტყობინება # 6
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
- კარგი რა! რა დროს ხუმრობაა წავიდეთ!
-სად წავიდეთ?
-სად და ვახოს სახლში, ნუგზარს ხმაში შეკავებული ცრემლი ეტყობოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვახო საკმაოდ შორს, ქალაქის ისტორიულ, ძველ უბანში ცხოვრობდა, გზას ფეხით გაუდგნენ, ცოტა ხანი ჩუმად მიდიოდნენ, მერე სიჩუმე თენგომ დაარღვია:
-მაგარი იყო!
-გახსოვს მეზობლის მანქანა რომ გაიტაცა?
-ხო მახსოვს, საწყალი მამამისი, ისე ინერვიულა, მაგ ამბავს გადაყვა,
-ეჰ მაინც ბედნიერია, რომ შვილის სიკვდილს ვერ მოესწრო.
ისევ დუმილი ჩამოვარდა...

ნუგზარს ვახოს მამის სიკვდილი გაახსენდა.

. . დილის ექვს საათზე კარის კაკუნმა გააღვიძა, ნეტა ვინ უნდა იყოს ამ დილაადრიანად გაიფიქრა ნუგზარმა, საწოლიდან ძლივს წამოდგა და კარი გააღო, მის წინ ვახო იდგა
- რა მოხდა ბიჭო ხო მშვიდობაა შეეკითხა ნუგზარი ნამძინარევი ხმით.
- -მამაჩემი, მოკვდა, გთხოვ სახლში წამომყევი რაღაც საქმეებია იქნება დამეხმარო, წყნარად ყოველგვარი აღელვების გარეშე, თქვა ვახომ!

ნუგზარს ჯერ ეგონა, რომ ვახო თვისებურად ხუმრობდა, მაგრამ მის თვალებში ცრემლი რომ დაინახა მიხვდა, რომ იგი არ ტყუოდა,

ვახტანგის მამა, ბატონი ჯიმშერი ოპერის ცნობილი მომღერალი იყო. დედა კი მის დაბადებას გადაჰყვა..

ბატონი ჯიმშერი მუდამ გასტროლებზე იყო და ამის გამო შვილის აღსაზრდელად დრო არ რჩებოდა. ვახო თითქმის მარტო იზრდებოდა, ხანდახან შინაბერა მამიდა მოდიოდა ხოლმე, სახლს დაულაგებდა და საჭმელს უკეთებდა, იგი ხშირად ითხოვდა, რომ ვახო მასთან გადასულიყო საცხოვრებლად. მაგრამ ბიჭს არაფრის გაგონება არ სურდა, ისე კი დიდი ფათერაკიანი ვინმე იყო, ხან მანქანა ეჯახებოდა, ხან ხიდან ჩამოვარდებოდა, ჩხუბობდა, მოკლედ მაშინ როგორც იტყოდნენ ხელიდან წასული ტიპი იყო..

 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:22 | შეტყობინება # 7
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვახო კოჯრის ქუჩაზე ცხოვრობდა, ბოტანიკური ბაღის ახლოს, ზაფხულში მათ ბინაში მუდამ სიგრილე იყო. ერთი დიდი და ორი პატარა ოთახი ჰქონდათ ძველებური ავეჯით გაწყობილი, კედლებზე გაყვითლებული, ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ლამაზი ხალხის ფოტოები ეკიდა, ისინი ვახოს წინაპრები, ყოფილან, ერთ კუთხეში პატარა მაგიდაზე ძველი პატეფონი იდო, ოთახის შუაგულში კი მრგვალი საგვარეულო მაგიდა იდგა, აქ ბიჭები ხშირად ისხდნენ ხოლმე და უფროსების მონაყოლს უსმენდნენ, “აი რა წინაპრები მყავდა” იძახდა ვახო და მედიდურად მიმოდიოდა ოთახში, მიხვრა-მოხვრით ვიღაც თავის წინაპარს ბაძავდა, იგი მაღალი ახოვანი ბიჭი იყო, ღია ფერის თვალები, და ასეთივე ღია ფერის, თმები ჰქონდა, ქართველს სულაც არ ჰგავდა, მამისგან იცოდა, რომ მისი ასეთი გარეგნობა დედის მხრიდან მოდიოდა, რომ დედის ბაბუა პოლონელი დიდგვაროვანი ყოფილა მერე კავკასიაში მოხვედრილა და იქ დაოჯახებულა..
ვახოს მამა ჯერ კიდევ ლოგინში იწვა, ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა თითქოს სძინავსო.
-უფფ! ამოთქვა ნუგზარმა.
-რა იყო ხომ არ გეშინია? მოდი მომეხმარე ტახტზე გადმოვასვენოთ!
-მარტო ხარ სახლში? თქვენები სად არიან? აკანკალებული ხმით იკითხა ნუგზარმა.
-მამიდაა აქ, ცოტა ხნის წინ წავიდა ნათესავების შესატყობინებლად, დეპეშებს გავაგზავნიო, ხო იცი რამდენი ნათესავები გვყავს. ვახომ მხრებში მოკიდა ხელები მიცვალებულს ნუგზარმა კი ფეხებში.
ნუგზარმა უცაბედად მიცვალებულს ხელები გაუშვა..
- მოდი რა სხვა ვინმე დაიხმარე, იცი გამოგიტყდები და, მკვდრის მეშინია! გაფითრდა ნუგზარი.
-რას ამბობ, საშიში ცოცხლებია, მკვდარი რას გიზამს? გაეღიმა ვახოს
-არა, გთხოვ!.. ნუგზარმა ოთახი დატოვა და გარეთ გამოვიდა, სუნთქვა უჭირდა, ფეხები უკანკალებდა, ეტყობოდა რომ ბატონი ჯიმშერის სიკვდილმა იმდენად არ იმოქმედა, რამდენადაც, მკვდარზე შეხებამ..
-კარგი დაწყნარდი, აგერ მეზობელს დავუძახებ, ვახომ მხარზე ხელი დაადო ნუგზარს. ნუ გეშინია ახლავე ამოვალ! კიბეებზე დაეშვა..
-რა ძლიერი ყოფილა! თავისთვის ჩაილაპარაკა ნუგზარმა, -ამას რა მოკლავს! …

მხარზე ხელი გაკვრამ ნუგზარი ფიქრებიდან გამოარკვია
-იცი ვახოს შეყვარებული ყოლია, თქვა თენგომ!
-რაა?
-ხო შეყვარებული!
-საიდან იცი?
-ვნახე, თავს ადგია და ტირის!
-ვინ არის, ვიცნობ?
-მარი ჰქვია, მაგის მეზობლად ცხოვრობს, კოჯრის რვა ნომერში.
-მარი?! გაუკვირდა ნუგზარს
-ხო. რა.. ხო არ გეცნობა?
-არა რას ამბობ, უცებ გვერდზე გაიხედა ნუგზარმა
-შენ რაღაცას მიმალავ, ჰა!
-რას უნდა გიმალავდე? ნუგზარს ხმაში სიყალბე დაეტყო
-თქვი, ალბათ იცნობ!
-როგორ გამოიყურება?
-გაშლილი შავი თმები აქვს, მოგრძო სახე და მწვანე თვალები..ისე დიდი შეხედულება აქვს შეიძლება ვახოზე ერთი ხუთი წლით დიდი იყოს.
-არა მგონია, ალბათ შავები აცვია, და იმიტომ გეჩვენება, ხო იცი შავი ფერი აბერებს..შეაწყვეტინა ნუგზარმა ყვირილით!
- რა გაყვირებს, გეტყობა რომ შენც იცნობ? გამომწვევად ჩაეკითხა თენგო.

 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:23 | შეტყობინება # 8
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნუგზარს გაახსენდა, თუ როგორ გაიცნო მარი, მაშინ ნუგზარი კოჯრის ქუჩაზე მათემატიკის მასწავლებელთან დადიოდა, უკვე საღამოვდებოდა, ათასი ფორმულებით თავგამოტენილი ქუჩაში მოაბოტებდა, გამვლელებს აკვირდებოდა უნდოდა ვინმესთვის სიგარეტი გამოერთმია, იქვე ქუჩის კუთხეში ახალგაზრდა ქალის სილუეტი დალანდა, მანქანას აჩერებდა. ნუგზარი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა
-ხომ არა დაგეხმაროთ! შესთავაზა ნუგზარმა
-არა, ნუ შეწუხდებით, მოისმა ნაზი ხმა,!
-ნუ გეშინიათ, დაგეხმარებით! ნუგზარი ცდილობდა რაც შეიძლება ზრდილობიანი და დამაჯერებელი ყოფილიყო!
-იცით უკვე ოცი წუთია ვერაფერი გავაწყვე, თითქოს დაეთანხმაო, თქვა გოგონამ და ნუგზარის მიმართულებით შემობრუნდა,
-იცით მე დაგეხმარებით! უფრო თავი გამოიდო ნუგზარმა, ტროტუარიდან ერთი ნაბიჯით ჩამოიწია. ცდილობდა მანქანებს წინ გადასდგომოდა, მართლაც თითქოს ამ ხერხმა გაჭრაო, მათ წინ მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა, ბედად ვიღაცამ ტაქსი გაათავისუფლა, ნუგზარსაც დრო არ დაუკარგავს საჩქაროდ გამოაღო მანქანის კარები და გოგონას ჰკითხა:
-საით?
-საბურთალოზე მივდივარ!
ტაქსის მძღოლმა ამ სიტყვაზე თავი დააქნია რაც თანხმობას უდრიდა, გოგონა ტაქსში მოთავსდა,
-თქვენც ხომ არ წამოხვიდოდით, იქნებ ერთი გზა გვაქვს? იკითხა მან, ნუგზარი სახლში მიდიოდა ვერაზე, მაგრამ გოგონა ისე მოეწონა საბურთალოზე კი არა აეროპორტამდეც სიამოვნებით გაჰყვებოდა.
-იცით თუ არ შეგაწუხებთ?.
-არა რას ამბობთ, იუკადრისა მარიმ, ნუგზარმა მარის მანქანის უკანა კარი გაუღო თვითონ კი მძღოლის წინ მოთავსდა, გოგონა “აჭარასთან” ჩამოვიდა.
-კარგად ბარძანდებოდეთ, დიდი მადლობა! მე მარი მქვია!
- ნუგზარი! ძლივს ამოღერღა, იცით მე დაგპატიჟებთ!
-არა გმადლობთ! მარიმ მოხდენილად გააქნია თავი და მძღოლს თანხა გადასცა, -კარგად!
ასე გზაში გაიცნო მარი.
ამ ამბის შემდეგ, დიდი ხანი არ გასულა, რომ მარის ისევ იმ ქუჩაზე, გადაეყარა ნუგზარი, იგი ქუჩას მოუყვებოდა ნუგზარი, უფრო კარგად დააკვირდა გოგონას და უფრო ძალუმად იგრძნო მისი შარმი, შავი თმები გაეშალა, შავი ტანსაცმელი ეცვა, ქუჩას ისე მოუყვებოდა თითქოს ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი ყოფილიყოს, ხელში შავი საქაღალდე ეჭირა და სიარულის დროს აქეთ იქით მოაქანებდა..
-მარი! დაუძახა ნუგზარმა!
-გოგონა უცებ შეჩერდა, მოღიმარი ნუგზარი, რომ დაინახა მანაც გაიღიმა.
-აჰ ეს თქვენა ხართ!
-იმ საღამოს როგორ იმგზავრეთ ხომ არავინ აგეკიდათ?
-არ რას ბრძანებთ, ვინ უნდა ამკიდებოდა! გაიკვირვა მარიმ თან გაწითლდა!
-თქვენნაირ გოგონებს ხომ იცი ქუჩის ბიჭები მოსვენებას არ აძლევენ!
-არა რატომ!? იუკადრისა მარიმ, თუმცა ეტყობოდა, რომ კომპლიმენტი ესიამოვნა.
-თქვენ აქვე ახლოს ცხოვრობთ?
-დიახ აქვე ახლოს კოჯრის რვაში!
-მე კი აქ მასწავლებელთან ვემზადები, ისე რა საინტერესოა, რომ ამდენი ხანია აქ დავდივარ და ეხლა შეგამჩნიეთ!
-არა უშავს ხდება ხოლმე გაიღიმა გოგონას,
-ღიმილი ძალიან გიხდებათ, ხშირად უნდა იცინოთ ხოლმე!
-ვეცდები, ისევ გიღიმა მარიმ, ისე მე თქვენ საიდანღაც მეცნობით!
-არა, არა მგონია, იუხერხულა ნუგზარმა, თქვენ მუსიკალურზე სწავლობთ?
-დიახ, გაეცინა მარის და სანოტე ჩასადებს შეხედა, კონსერვატორიაში მინდა ჩავაბარო..იცით თუ გინდათ სახლამდე მიმაცილეთ, ისევ მოხდენილად გაიღიმა მარიმ,
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:23 | შეტყობინება # 9
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-სიამოვნებით! გაეხარდა ნუგზარს, მარის გვერდზე ამოუდგა. ქუჩას აღმა აუყვნენ, სოლოლაკის ქუჩები ძალიან მოსწონდა ნუგზარს, სიგრილე და სიმყუდროვე იყო, ამ უბანში მანქანებიც, კანტიკუნტად დადიოდნენ..ჩუმად მიდიოდნენ, ხანდახან ნუგზარი თუ გააპარებდა მზერას გოგოსაკენ..
-აი მეც მოვედი! თქვა მარიმ და ძველ შავ რკინის ჭიშკართან გაჩერდა, ნუგზარმა სახლი შესასვლელზე აბრას მოჰკრა თვალი, რომელიც ამ შენობაში ცნობილი პოეტის ცხოვრებას იუწყებოდა.
-რა საინტერესო სახლია!
-თუ გინდა შემოდი! შესთავაზა მარიმ!
-თქვენ აქ ვისთან ერთად ცხოვრობთ?
- სიმართლე თუ გაინტერესებთ ჩემი ნათესავის ბინაში, ვარ, მდგმურად, გაეცინა მარის.
-ნათესავის? გაუკვირდა ნუგზარს
-ხო მე აქ სასწავლებლად ჩამოვედი. მშობლები ოქროყანში ცხოვრობენ!
-კარგი მე წავალ, თქვა ნუგზარმა.
-თუ გინდათ შემოდით ჩემთან, ყავას მოვადუღებ, პიანინოს დაგიკრავთ, მოგწონთ მუსიკა? Nნუგზარი შეყოყმანდა, ერთხანს გადაწყვიტა უარი ეთქვა, თუმცა მერე ცდუნებას ვერ გაუძლო..
-ცოტა ხნით შემოვალ, ნუგზარმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
პატარა ეზოში შევიდნენ, ძველი აივნებით და მიხვეულმოხვეული ხის კიბეებით მორთული სახლები ერთმანეთზე იყო გადახლართული..ერთ-ერთ კიბეს მიადგნენ..
-აი აქ ვცხოვრობ მეორე სართულზე! თქვა მარიმ, კიბეებს ზევით აუყვნენ, მალე იქვე ხის კარებს მიადგნენ, მარიმ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და საკეტს მოარგო, კარები გაიღო..
-აქა მშვიდობა! მორიდებით თქვა ნუგზარმა და ოთახში შევიდა,
- აქ დაბრძანდით! მე ახლავე მოვალ ყავას მოვადუღებ, თქვა მარიმ და სავარძელზე მიუთითა. მარი სამზარეულოში გავიდა. ნუგზარი ჩამოჯდა და მარის მოსვლამდე ბინას დაუწყო თვალიერება, სულ ერთი ოთახი და სამზარეულო იყო, ოთახის ერთ კუთხეში ძველებური შავი პიანინო იდგა, იქვე საწერ მაგიდაზე უამრავი ნოტები ეწყო, პიანინოს თავზე, ჯვარცმა იყო ჩამოკიდებული. მის გვერდზე კი შოპენის და ბეთხოვენის სურათები. ირგვლივ სასიამოვნო სისუფთავე სუფევდა..
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:24 | შეტყობინება # 10
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-აი მეც მოვედი, მარის ხმაზე ნუგზარი გამოერკვა, გოგონას სინზე დადგმული ყავის ჭიქები და საშაქრე იქვე მაგიდაზე დაედგა..
-გთხოვთ!
-ძალიან მყუდრო ბინა გქონიათ! უთხრა ნუგზარმა და მაგიდასთან მივიდა!
-ხო ცოტა მე ვარღვევ მყუდროებას! გაიცინა მარიმ. ყავას სვამდნენ. ნუგზარი ხმას არ იღებდა, რაღაცნაირად შებოჭილად გამოიყურებოდა..სიჩუმე ისევ მარიმ დაარღვია, რა დაგიკრათ?
-რაც გინდათ ჩემთვის სულერთია! ხელი გაიქნია ნუგზარმა, მარი წამოდგა, იქვე ნოტების კრებულს წამოავლო ხელი და პიანინოს მიუჯდა, ოთახის სიჩუმე მუსიკის სასიამოვნო ჰანგებმა დაარღვია, ნუგზარს ესიამოვნა მუსიკის ხმა, თავის ფინჯანს ხელი წამოავლო და სავარძელში მოკალათდა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა ..მარი თავდავიწყებით უკრავდა.
ნუგზარი ხარბად იჭერდა თითოეულ ნოტას და თან მარის მოძრაობითაც ტკბებოდა. გოგონას ნატიფი თითები მსუბუქად დაჰქროდნენ სპილოსძვლისფერ კლავიშებზე.. ოთახში უკანასკნელმა აკორდმა გაიჟღერა..
- ბრავო! შესძახა ნუგზარმა, პიანინოსთან მივიდა და მარის ხელზე ეამბორა! -რა კარგად ფლობთ ინსტრუმენტს! დაამატა აღფრთოვანებით! ნუგზარი თვითონაც ვერ მიმხვდარიყო, თუ რამ გაათამამა ასე ჭიქა ყავამ, თუ მუსიკამ.
-დიდი მადლობა! არანაირად არ იუხერხულა მარიმ ბიჭის სითამამე,
-ეს ჩემი ერთი წლის მეცადინეობის შედეგია, იცით რამდენი შრომა უნდა, ასეთი ტექნიკის მიღწევას. მარი მუსიკაზე გააგრძელა, საუბარი, მაგრამ ნუგზარს მისი სიტყვების ნახევარიც, კი არ ესმოდა, იგი მხოლოდ მარის სახეს და მისი ბაგეების სინატიფეს ხედავდა,
-რაშია საქმე რატომ კანკალებთ? მოესმა მარის ხმა. ნუგზარი განცდებიდან გამოერკვა.
-არა, იცით მე უკვე წასვლას ვაპირებ! ამოილუღლუღა ნუგზარმა, და თითქოს დანაშაულში წაასწრესო, გაფითრდა.
-რატომ ? გაუკვირდა მარის.
-იცით, სახლში უნდა მივიდე..ნუგზარი რას ამბობდა თვითონაც ვერ ხვდებოდა
-კარგით, თქვენი ნებაა უთხრა მარიმ, ნუგზარი კარებისკენ გაემართა -ყველაფრისთვის დიდი მადლობა, თქვა ნუგზარმა და კარების სახელური მოქაჩა, ნახვამდის!
-კარგად იყავი, შეხვედრამდე თქვა მარიმ და გაიღიმა
-შეხვედრამდე! მექანიკურად გაიმეორა ნუგზარმა და კიბეზე დაეშვა.… ამის შემდეგ მარი და ნუგზარი უფრო დაახლოვდნენ. ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ, იმის მიუხედავად რომ მათ შორის რაიმე ინტიმური არ ყოფილა, იგი თავს მარის შეყვარებულად თვლიდა.
…ნუგზარი ფიქრებიდან ტკივილმა გამოარკვია სიგარეტი ფილტრამდე ჩამწვარიყო და ცეცხლი თითებს სწვავდა
-უხ შენი.. შეიგინა ნუგზარმა და სიგარეტის ნამწვი გადააგდო..
-რა იყო რა მოხდა?
-არა არაფერი, ვახოზე ვფიქრობ, საწყალი!! იცრუა ნუგზარმა და თავი ჩაღუნა. რათა წამოწითლებული სახე დაემალა.
ვახოს სახლის წინ ხალხი იყო შეგროვილი, ყველასთვის მოულოდნელი იყო მისი სიკვდილი.., ბიჭები უხმაუროდ ავიდნენ კიბეზე, საფეხურებზე ასვლა ჭირდა, ხალხი ორივე მხარეს ჩამდგარიყო და ასასვლელი დავიწროვებულიყო. შუა გზაში ნუგზარი უცებ შედგა,
-რა იყო რა გჭირს? შეეკითხა თენგო
-რა ვიცი ეს ოხერი! თითქოს ფეხები გამიშეშდა, ვეღარ ამოვდივარ ჩაიბურტყუნა ნუგზარმა
-გაუძელი ბიჭო სირცხვილია! თენგომ ხელი მაგრა ჩასჭიდა ძმაკაცს და თითქმის აათრია კარებამდე,
-მეშინია ვერ შემოვალ! აწუწუნდა ნუგზარი,
-რა დროს შიშია, შენ ხო არ გააფრინე! მუჯლუგუნი წაჰკრა თენგომ
-მეშინია! მკვდარ ვახოს ვერ შევხედავ, ისევ დაიჩივლა ნუგზარმა
-შენ რა სულ აირეკე! გამოადგი ფეხი, ხალხი მოგვაწყდა! ჩასჩურჩულა თენგომ და მეგობარი ხელის კვირით კარებისკენ გაიგდო. ბინაში შევიდნენ.
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:24 | შეტყობინება # 11
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წინაკარში ვახოს რამოდენიმე ახლობელი იდგა. ნუგზარმა ხელი ჩამოართვა: მონაწილე ვარ თქვენი მწუხარების, ძლივს ამოთქვა, თითქოს რაღაცაზე ბოდიშს იხდისო.. კედელზე ბატონი ჯიმშერის გვერდზე ვახოს გადიდებული სურათი ჩამოეკიდათ, მამა შვილი ერთმანეთს არაფრით ჰგავდნენ. მათდა გასაოცრად ოთახში სიჩუმე იდგა. არც სამგლოვიარო მუსიკა უკრავდა და არც არავინ ტიროდა. ნუგზარმა თავი დახარა არ უნდოდა მიცვალებულისთვის შეეხედა მაგრამ თვალი მაინც იქით გაექცა, ვახო ისე გამოიყურებოდა თითქოს სძინავსო, კუბოს მზერა მოსწყვიტა. ჭირისუფლებს მოავლო თვალი, შავებში ჩაცმული ვახოს მამიდა იცნო და მისკენ გაემართა. ქალს თავი ჩაეღუნა და ერთ წერტილს უაზროდ ჩასჩერებოდა. ეტყობოდა დიდი უბედურებისგან ტირილის უნარი დაჰკარგოდა, ნუგზარის დანახვაზე ქალმა თავი ასწია და ამოთქვა:ეს რა დამემართა, ეს რა მომივიდა..ვახო აღარა მყავს, ბიჭებოოო!
-თამარა დეიდა..! მოულოდნელად ნუგზარი მუხლებზე დაეცა, ქალს ჩაეხვია..და ქვითინი ამოუშვა!
-ნუგზარ, ნუგზარ..! შემცბარი თენგო მეგობრის დაწყნარებას ცდილობდა..ბიჭი არ ცხრებოდა.. ამის შემხედვარე ხალხმაც ტირილი მორთო, დიდი მოთქმა ვაება ატყდა.. თენგომ როგორც იქნა მოახერხა ნუგზარის ფეხზე წამოყენება.
-რა იყო ბიჭო რა დაგემართა? ჯერ ვერ შემოდიოდი, ახლა კი რა გჭირს! ჩუმად საყვედურობდა ნუგზარს. ბიჭები შემოსასვლელში გავიდნენ და იქ დადგნენ.
-დაწყნარდი?
-ახლა არა მიშავს რა, მეც არ ვიცი რა მომივიდა! მოიბოდიშა ნუგზარმა
-აჰა გამომართვი, თენგომ სიგარეტი მიაწოდა, ნუგზარი სიგარეტს ეწეოდა და თან კიბეებზე ამომავალ ხალხს აკვირდებოდა. მათ სახეებზე მწუხარება იყო აღბეჭდილი. უმთავრესად ქალები გამოხატავდნენ მწუხარებას, მოსთქვამდნენ: ეჰ რა ბიჭი დაიღუპაო..
_წამო ქვევით ჩავიდეთ ვერ ხედავ აქ მომსვლელებს ხელს ვუშლით მხარზე მოქაჩა თენგომ
-დამაცადე რაღაც ვერ ვარ კარგად ჩასჩურჩულა ნუგზარმა
-რა იყო რა გჭირს ?
-არაფერი, რაღაც დაბნეული ვარ.
-რა იყო ვახოს სიკვდილმა ასე შეგაშინა?
-ვახო კი არა ახლა ჩემს თავზე ვფიქრობ, მე რომ მოვკვდები ნეტა რა იქნება?!
-შენ ბიჭო სულ გამაგიჟებ!
-რა ვქნა რა ჩემი ბრალია, წეღანაც იმიტომ გავშეშდი, მეგონა ჩემს პანაშვიდზე შევდიოდი..
-შენ ძმურად გზაში “პლანს” ხომ ეწეოდი? სცადა გახუმრება თენგომ
-ეჰ ახლა ისეთ ხასიათზე ვარ “პლანს” კი არა რასაც გინდა მოვწევ..გაჩუმდნენ, რადგან ხალხმა მათ საუბარს ყურადღება მიაქცია..ისევ ჩუმად იდგნენ.
..უეცრად ნუგზარს თავში უცხო კაცის სიტყვები ამოუტივტივდა:სიკვდილი არ არსებობს, არსებობს გარდაცვალება, ადამიანი დედამიწაზე ამთავრებს მოღვაწეობას და სხვა სამყაროში გადადის, სადაც სიცოცხლე გრძელდება..ის ადგილი ჩვენგან შორს კოსმოსში ანტი სამყაროშია განთავსებული..
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:25 | შეტყობინება # 12
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-ნუგზარმა ხელზე ხელის შეხება იგრძნო, მის წინ ვიღაც შავებში ჩაცმული ქალი იდგა, იგი რატომღაც თენგოსაც მიესალმა.
-ვერ მიცანი? ნუგზარს ქალის ხმა ცოტა ეცნაურა.
-ვეერა..აა
-მარი ვარ!
მარი! ამოღერღა ნუგზარმა
-შენ არ გელოდი აქ, არ მეგონა თუ ვახოს იცნობდი?…
-როგორ არ ვიცნობდი ჩემი მეგობარი იყო!
-მერე არ გრცხვენია, რატომ არ მითხარი!
-რატომ უნდა მეთქვა? გაუკვირდა ნუგზარს
-ეხლა ვერაფერს გეტყვი, განადგურებული ვარ თქვა მარიმ და ოთახში შევიდა.
-რა იყო თენგო რა ხდებოდა, მაგათ შორის?
-ვის მაგათ შორის?
-აი ვახოსა და მარის შორის?
-ეხლა არ მინდა მიცვალებულზე საუბარი, ისე იცოდე ვახოსთვის მარი ყველაფერი იყო, მე ის მიკვირს თურმე შენ მარი გცნობია და აქამდე მიმალავდი, ეგ რა კაცობაა!
ნუგზარს ხმა არ ამოუღია. ჯეკ ლონდონის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი, პაოლა გაახსენდა, რომელსაც ორი ერთმანეთის განუყრელი მეგობარი შეუყვარდა, ნუგზარი ყველას უმალავდა, რომ მას მარი უყვარდა, და მისგანაც გრძნობდა სიმპათიას..ამ საიდუმლოს იგი არავის არ უმხელდა.. ეშინოდა ყველაფერი ცუდად არ დამთავრებულიყო..…
“სიკვდილი არ არსებობს”.. ისევ ამოუტივტივდა ნუგზარს უცხო კაცის სიტყვები..
- რა გჭირს ბიჭო! რა გემართება უთხრა თენგომ!
- რა ვიცი რაღაც ვერ ვარ კარგად, მოდი აქედან წავიდეთ!
- კარგი, სად?
- ქვევით ჩავიდეთ და სადმე დავსხდეთ!
- ხო, კარგი.
ბიჭები სახლიდან გამოვიდნენ და იქვე სასადილოში დასხდნენ. დასალევი აიღეს და ცოტა მისაყოლებელი.
ნუგზარმა გახსნა ერთი ბოთლი ღვინო და ჭიქები შეავსო,
- მოდი თენგო, ვახოს შესანდობარი დავლიოთ! ღმერთმა აცხონოს მისი სული!
-ამინ! თენგომ ჭიქაზე მიუჭახუნა
- ეჰ ძნელია სიკვდილი! ნუგზარმა ისევ ღვინო მოსვა, ცოტა ხანი ჩუმად ისხდნენ.
-ნეტავი იმ ქვეყანაზე თუ არსებობს რამე? ხმამაღლა ფიქრობდა ნუგზარი
-ბიჭო შენ რა გააჭირე საქმე: სკვდილი, სიკვდილიო, რო აგიჩემებია! გაბრაზდა თენგო!
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:25 | შეტყობინება # 13
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-იცი მე დასაფლავებაზე ვერ წამოვალ, არ მინდა დავინახო როგორ მიაყრიან ვახოს მიწას, ჩაილაპარაკა ნუგზარმა და თავი ჩაღუნა, თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დაეფარა,
- შენ ძმურად ხომ არ აფრენ ჰა? ჩაილაპარაკა თენგომ, აჰა დალიე და ყველაფერი გაგივლის, ჭიქები შეავსო, თავისი ჭიქა ასწია
_ღმერთმა გაანათლოს ვახოს სული, მაგისთანა ბიჭები კვდებიან, და ათასი ნაძირალა ცოცხლობს, ეეჰ!.. ისე ამბობენ ღმერთს კარგები თავისთან მიჰყავსო!
-დედამიწა რა ღმერთის არ არის, ნეტა ვინ მობოდა ეს სისულელე! გაბრაზდა ნუგზარი!
-აბა გაჩერდი, ღმერთს ნუ სცოდავ! დასერიოზულდა თენგო.
-იცი რას გეტყვი შეიძლება, ის რასაც ჩვენი სულიერი მამები ამბობენ არც კი იყოს მართალი..
-ვაა, ასე მალე დათვერი ბიჭო! სცადა გახუმრება თენგომ..
-ერთ ამბავს მოგიყვები, რაც ჩემმა მასწავლებელმა მომიყვა..
-ვინ მასწავლებელმა?
- მათემატიკაში რო ვემზადები!
-შენც ნახე რა! ეგენი ხომ ცოტას აფრენენ! გაიღრიჯა თენგო!
-ამ ამბავს იგი “სიკვდილ-სიცოცხლის ფენომენის შეგრძნებას” ეძახის,
-ვინ იგი?
-სტეფანე ბარნოვი, კოჯრის ქუჩაზე ცხოვრობს, მაგარი საინტერესო კაცია!
-რაო რა მინდაო, სტიოპამ!
-მთვრალს შენ უფრო დაემსგავსე, თუ გინდა გეტყვი..მაგას გადახდა თავს
-..ადრე სტიოპა,.. ისე მართლა სტიოპას ეძახის სუყველა.. ..ხო სტიოპა ადრე ლენინგრადში ცხოვრობდა, იქ ცოლიც ჰყოლია,
-რუსი?
-ხო ელენა პეტროვნა, მუსიკის მასწავლებელი, მაგარი ლამაზი ქალი ყოფილა,
- ვა საღოლ!
-მოდი რა მომისმინე, ნუ მაწყვეტინებ.. რა არ გაინტერესებს?
- ხო მიდი, მიდი! ცოტა გულს გადავაყოლებ!
-იმას ვამბობდი, სტიოპა პეტერბურგში ცხოვრობდა, მუსიკის მასწავლებელი ყოფილა, მოკლედ როგორც თვითონ იძახდა “ტამ ბილო ლუჩიე გოდი მოი ჟიზნიო” ერთი მანქანაც ჰყოლიათ ძველი ტენტიანი “პიკაპი.” სტიოპას ცოლს ძალიან ჰყვარებია ღამის პეტერბურგში თავახდილი პიკაპით სეირნობა, ერთხელაც დაბადების დღეზე ყოფილან და იქიდან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ..
-იცი ჯობია მერე გავაგრძელო! თქვა ნუგზარმა შენიშნა რომ თენგოს თავი ჩაექინდრა და თვლემდა
-ჰა რა თქვი, არა გისმენ! გააგრძელე,

სტიოპა თბილისის ძველ უბანში .ეწ. იტალიურ ეზოში პირველ სართულზე ცხოვრობდა. ბინა ძალიან პატარა იყო. ერთი ოთახი და პაწაწინა სამზარეულო. სახლი ძალიან ბნელი იყო და ამიტომ დღეც და ღამეც ოთახში ნათურა ენთო. ცოლთან გაშორების შემდეგ სტიოპა თბილისში ჩამოვიდა და ეს ბინა თუ ბინის მსგავსი ალაგი შეიძინა. ძალიან უყვარდა ხელოვნება, კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ერკვეოდა ფილოსოფიაში.
სტიოპას ბევრჯერ მოუყოლია თავისი ცხოვრების ეპიზოდები , ნუგზარს ამჯერადაც მისი ნაამბობი მოაგონდა. . . სტიოპას სახე და საუბრის მანერა მისი სიტყვები თვალნათლივ წარმოუდგა თიტქოს იგი აქვე მათ გვერდით სუფრასთან იჯდა და ყველაფერს თენგოს გასაგონად ყვებოდა

 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:25 | შეტყობინება # 14
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
. . . გაგეცინება და ეს იყო პეტერბურგში, ღამის ორი საათი იქნებოდა..წვეულებიდან სახლში თავახდილი “პიკაპით” ვბრუნდებოდით მე და ჩემი ცოლი ელენა, ოდნავ ნასვამი ვიყავი და ამ მდგომარეობაში საჭესთან არ დავჯექი და ცოლი დავსვი. . .
-იცი სტიოპა, ღამის ცა რა ლამაზია, მითხრა ელენამ.
- რა დროს ღამის ცაა! წინ იყურე რამეს არ დაეჯახო! გავბრაზდი მე და საჭეს ხელი ვუტაცე.
- რა გაშინებს, თავი უკან, სავარძელზე გადაწიე და ცას დააკვირდი ძალიან მოგეწონება! არ მომეშვა ელენა..
.. რა უნდა მექნა, მეც დავყევი, თავი უკან გადავწიე და.. ძალიან ლამაზი სურათის მოწმე გავხდი. ჩემს ზევით საოცარი სანახაობა გადაიშალა, ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ძალიან მომეწონა, საოცარი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცის ნაგლეჯები ჩემი მხედველობის არედან გარბოდა და თვალსა და ხელს შუა ქრებოდა! ამასობაში ხიდს მივუახლოვდით.. ცალი თვალით ცასთან ერთად იმასაც ვხედავდი თუ როგორ წამოიმართებოდნენ ხოლმე ხიდზე გადაჭიმულ ტროსები, თითო ტროსს თავისი საყრდენი ჰქონდა, ღამით ეს საყრდენები განათებულ ოქროს ბოძებს ჰგავდნენ და ტროსები კი ოქროს გირლიანდებს, თითქოს ეს გირლიანდები ზევით და ზევით ადიოდნენ და თანდათან ზეცაში ვარსკვლავებს უერთდებოდნენ.. როდესაც ბოლო საყრდენს მივუახლოვდით, მე კიდევ უფრო გადავიხარე და საყრდენს თვალი ზევით ავაყოლე, და უცებ ჩემში რაღაც უცნაური გრძნობა გაჩნდა, თითქოს ვიღაცა ან რაღაცა ძალა ზევით მეწეოდა, სახე დამიგრძელდა, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს ჩემმა სხეულმა გაფართოება დაიწყო..ხიდი გადავიარეთ თუ არა სხეული შემეკუმშა და დაპატარავება დავიწყე. აი ისე როგორც ჯინი რომ ჩადის თავის ბოთლში.. მთელ სხეულში საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, ძალიან მესიამოვნა, თანდათან ჩემ თავს დავუბრუნდი და გამახსენდ, რომ ავტომობილში ვიჯექი, მანქანა მსუბუქად მოძაობდა. ამასობაში მეორე ხიდს მივუახლოვდით, აქაც იგივე განმეორდა.. როგორც კი საყრდენ ბოძს მივუახლოვდით ჩემი გონება საოცარმა აღტკინებამ შეიპყრო, აქაც იგივე გირლიანდები, ოქროს ტროსები და.. აქ უფრო ძალუმად ვიგრძენი გაფართოება და სხეულის სიმსუბუქე, თითქოს ჩემმა სხეულმა მთლიანად დაიწყო ჩემგან დაშორება, უფრო ვცილდებოდი სხეულს და მაღლა და მაღლა ავდიოდი, იქიდან ვხედავდი, თუ როგორ მოძრაობდა ხიდზე მანქანა ჩემ სხეულთან ერთად, თუმცა ზესვლა არ შეჩერებულა, მოძრაობის სიჩქარეც კი გაიზარდა და.. უცებ შიშმა შემიპყრო,.. რაშია საქმე! რა მომივიდა? სადა ვარ? აქ რა მინდა.. მოკლედ უამრავი სახიფათო შეკითხვა გამიჩნდა..და ჩემდა გასაოცრად ამ კითხვებზე უმალ პასუხები მივიღე, ამან დამამშვიდა და ..ისევ დავიწყე გაფართოება და სივრცეში განფენა.. ჩემს გონებაში უამრავი კითხვა იბადებოდა და პასუხებიც იქვე სხვა განზომილებიდან შემოდიოდა ჩემს გონებაში, სანამ კითხვების ფორმულირებას დავიწყებდი, უმალვე პასუხები ჩნდებოდა, მთელი ჩემი არსება ეგზალტაციამ მოიცვა! ვაგრძელებდი და ვაგრძელებდი გაფართოებას -ყველა მიმართულებით, უკვე როგორც არა სხეული, არამედ მნათობი, თეთრმა ღრუბელმა მომიცვა, როგორც მზეს გადაეფარება ხოლმე წვიმის ღრუბელი ისე, უცბად ვიგრძენი ოდნავი რყევა და მსუბუქი აფეთქების ხმა მომესმა-აი ისეთი სადღესასწაულო “ხლაპუშკას” რომ გაუშვებენ ზეცაში და .. საბოლოოდ გავნივთდი კოსმოსში! აი აქ კი ყველა კითხვა ამომეწურა, რადგან თითქმის ყველაფერი ვიცოდი!..
სტიოპას აზრების დენა ნუგზარის გონებაში შეწყდა, და რაღაც ხმაური ჩაესმა, როლში შესულს საერთოდ დავიწყებოდა, თენგო, რომელსაც თავი მაგიდაზე დაედო და ხვრინავდა.
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:26 | შეტყობინება # 15
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-ეე! გაიღვიძე დეპოში ვართ ! ხელი წაჰკრა ნუგზარმა მეგობარს.
-ჰა რა იყო! არ ელოდა თენგო
-მოვედით მეთქი!
-სად მოვედით? თენგო ჯერაც ვერ გამოფხიზლებულიყო


ანანდა... Sep 13 2010, 12:20 PM
Post #8

WHITE soul

Group: Members
Posts: 23
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა


-ეე! გაიღვიძე დეპოში ვართ ! ხელი წაჰკრა ნუგზარმა მეგობარს.
-ჰა რა იყო! არ ელოდა თენგო
-მოვედით მეთქი!
-სად მოვედით? თენგო ჯერაც ვერ გამოფხიზლებულიყო

ნუგზარს ისევ სტიოპას სიტყვების ჩაესმა. . . ..ის რაც მე გადავიტანე ძნელი აღსაწერია, მერე ელენას ვკითხე თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, მანაც მომიყვა:როცა პირველ ხიდს მივუახლოვდით, შენ კვნესა დაიწყე მე შემოვბრუნდი, და არაფერი! თავი საზურგეზე გქონდა გადაწეული და ზეცას შეჰყურებდი, აი მეორე ხიდზე რომ გადავდიოდით უცებ შეჰყვირე, თავიდან ეს ტკივილის გამოხატულებას ჰგავდა, მერე მივხვდი, რომ ეკზალტაციის სიგნალი იყო, სახეზე უცნაური ღიმილი გქონდა მიყინული, სხეული დაგძაბვოდა..
ეს ალბათ ის მომენტი იქნებოდა როცა მე რაღაც კოსმოსურ სიცარიელეს, ზეციურ სინათლეს ვეხებოდი, (ამ ყვირილზე ელენას მანქანა შუა ხიდზე გაუჩერებია) ამ დროს ჩემთვის ყველაფერი დამთავრებული იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ავტოკატასტროფაში დავიღუპე, ქრისტიანული ტრადიციებიდან გამომდინარე მეგონა, რომ ადამიანი ღმერთს მხოლოდ სიკვდილის მერე ხვდება, და ალბათ ამის ბრალი იყო განცდა, რომ მოვკვდი!

 
ფორუმი » Test category » Test forum » ჩემი რომანი უცხო კაცი (რომანი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა: