[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმი » Test category » Test forum » ჩემი რომანი უცხო კაცი (რომანი)
ჩემი რომანი უცხო კაცი
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:28 | შეტყობინება # 16
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სიკვდილზე ფიქრმა შიში მომგვარა, ძლიერმა განცდამ შემკუმშა, თავს ისე ვგრძნობდი როგორც პაწაწინა ბოთლისკენ მიმართული ჯინი, რაღაცა ძალა უმიზნოთ მიწოვდა თავისკენ, სანამ არ გავცივდი, დავმძიმდი, მარმარილოს ფიგურას დავემსგავსე.. ვერ ვგრძნობდი ხელ-ფეხს, ^თითქოს სხეული გამიქრა.. თავს ძალა დავატანე, გავექანე სხეულისკენ.. უცებ მოხდა სასწაული-თვალი გავახილე, სხეულისმიერი ტკივილი ძალუმად შემოიჭრა ჩემს შეგნებაში, სახსრებში მომიჭირა, შემაკანკალა, ჩემს თანამგზავრს შევხედე, იგი საჭესთან იჯდა, ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემს და მას შორის საუკუნის სავალი გზა იყო, მანქანის ზომები კოლოსალურად გაზრდილიყო, ჩემი ცოლი კი ქვის უზარმაზარ ქანდაკებას ჰგავდა, ცივ ნაკეთობას, რომელიც გვამის შთაბეჭდილებას სტოვებდა, ირგვლივ ყველაფერი უსულოდ და უგრძნობლად გამოიყურებოდა, აი აქ კი უკვე დავრწმუნდი რომ გარდავიცვალე! ავტოკატასტროფამ მიმსხვერპლა, ვფიქრობდი რომ მძიმე ავარიის შდედეგად დავიღუპე, რომ ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, მანქანა დაიმსხვრა, დანაწევრებული ლითონის დეტალები ჩემს სხეულს, შეერია..შიშმა მალე გამიარა და ისევ ეკსტაზი მომერია, როგორც მერე ჩემმა თანამგზავრმა მომიყვა, ამ დროს ერთი და იგივეს ვიმეორებდი: რატომ? რატომ? რატომ მოვკვდი? მე რატომ დამემართა ეს? ელენამ თურმე ჩამავლო ორივე ხელი და მაჯანჯღარებდა, ნელ-ნელა გონებაზე მოვედი, თვალი გავახილე, ჩემს ზევით ისევ წყნარი და უშფოთველი ცა იყო გადაჭიმული,

- ეეე შენ რაღა დგემართა იგრძნო მუჯლუგუნის წკვრა ნუგზარმა-ეს თენგო იყო
-სტიოპას მონაყოლი გამახსენდა..
- რა სტიოპას მონაყოლის..

- არა, არაფერი, მაგარი ნატანჯი კაცია.. შემეცოდა
-რა გინდა ძმაო შენზე მაგარი უმუშავია, ჩაიცინა თენგომ

- შენ რომ ყველაფერი არ გააშაყირო ისე არ შეგიძლია! უსაყვედურა ნუგზარმა.
- რა იყო, რა გეწყინა? მოიბოდიშა თენგომ
-იცი ეს ამბავი ვახოს გარდაცვალებამ გამახსენა, ალბათ არ მინდა დავიჯერო ის, რომ ვახო აღარ არის ცოცხალი!
- და შენ გგონია, ამ ამბის გახსენებით, ვახოს სიკვდილს გააბათილებ?
-არა! არც მასეთი სულელი ვარ, რომ ვახოს სიკვდილი არ ვაღიარო, უბრალოდ მინდა მწამდეს რომ, ადამიანი აქ დედამიწაზე არ ასრულებს სიცოცხლეს და იმ ქვეყანაში გარდაიცვლება..
- გწამდეს? რა არა გწამს?
-მიჭირს ამის დაჯერება, შენთან რა მაქვს დასამალი და ვერ ამიტანია ადამიანების დაკარგვა, ის რომ მათ ვეღარ შევხვდები, ისინი მე აქ მჭირდებოდა..
-ისე მიუხედავად ყველაფრისა და კეთილი განწყობისა, მაგარი ეგოისტი ხარ! ნუგზარმა თავი ჩაღუნა, ცოტაც და ატირდებოდა..
-მოდი ერთიც დავლიოთ და წავიდეთ უკვე გვიანაა,
ბიჭმა თავი ასწია სასადილოში მათ გარდა არავინ აღარ იყო. ოფიციანტები მაგიდებს ალაგებდნენ.
- ხო კარგი მასე იყოს, აქ დარჩენილებს ღმერთმა გაძლება მოგვცეს თქვა ნუგზარმა და მეგობარს ჭიქა მიუჭახუნა.
ორივენი გარეთ გამოვიდნენ.

 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:29 | შეტყობინება # 17
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
-ხვალე რა ვქნათ?
-რა ვქნათ? კითხვაზე კითხვით უპასუხა ნუგზარმა.
-შენ რა მართლა არ აპირებ დაკრძალვაზე მოსვლას?
-არა გადაწყვეტილია!
-უფრო მგონია მარის დანახვის გრცხვენია, გაეცინა თენგოს..
-გეშლება!
-წავედი რა მერე დამირეკე!
მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

. . . ნუგზარი მარტო დარჩა, ქუჩას თავქვე დაუყვა.. თენგოს სიტყვებმა მარი გაახსენა..
იგი მარის თავის შეყვარებულად თვლიდა, გარკვეული დროის მერე ისე დაახლოვდნენ, რომ ნუგზარი ღამე მასთანაც რჩებოდა, ხოლმე.
გაახსენდა მისი სხეულის სითბო, ალერსი, მისი სურნელი.. ყოველ დილით ნუგზარი დგებოდა და სოლოლაკისკენ, კოჯრის აღმართისკენ გასწევდა, მარისთან შეხვედრას ძალიან განიცდიდა. მღელვარება იმდენად დიდი იყო, რომ იმის მიუხედავად თუ რა ამინდი იყო ციოდა თუ თბილოდა, გზაში სულ კანკალებდა, გული უჩქარდებოდა, კიბეებზე კი არ ადიოდა, არბოდა..
..მარის ბინაში შესასვლელი კარები, ერთი საკეტით იყო ხელმე ჩაკეტილი, ( სოფლებში სამზარეულოს, რომ რაზავენ ისეთით), საღებავიც არ ჰქონდა გასმული კარებს, გრანდული ხის ფერი იყო.

. . . .ნუგზარი.სამჯერ დააკაკუნებდა, და უმალ კარები იღებოდა, თითქოს მარი მთელი დღე იჯდა და მის კაკუნს ელოდაო.. ერთხელაც ლოგინში მწოლარეებს, კარებზე კაკუნი, მოესმათ..
-ვაიმე! ჩუმად თქვა მარიმ.
-ჰა, რა იყო? ნუგზარს ფერი დაეკარგა.
-ალბათ დედაჩემია!
-რა დედაშენი, ხომ არ გაგიჟდი, ბიჭს მღელვარებისაგან ძაგძაგი დააწყებინა. დედაშენი ხომ ოქროყანაშია?
-რა ვქნათ? მარიმ ნერვიულობისგან საქციელი დაკარგა, ანგარიშმიუცემლად, ღამის პერანგის ამარა, წამოხტა ლოგინიდან . . .
..ნუგზარი უცებ აზრზე მოვიდა, მარის ხელი პირზე ააფარა და ლოგინისკენ დაქაჩა.. თან ხელით ანიშნა ხმა არ ამოიღოო.. კაკუნი ბრახუნში გადაიზარდა. ნუგზარი გაფითრდა. წარმოიდგინა თუ რა მოხდებოდა დედამისი, რომ შემოსულიყო, მაგრამ ეტყობა რაღაცა ძალამ მარის დედას აიძულა წასულიყო.
მერე მარიმ მოუყვა რომ თურმე ქვევიდან ვიღაცას დაუძახია შენი შვილი ეს ესაა სახლიდან გავიდაო. მაშინ როგორც იტყვიან ბეწვზე გადარჩა.. რა უნდა ეთქვა დედამისისთვის დედიშობილა ლოგინში მწოლარეს..ძალიან კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდებოდა.. იმ ანიგდოტის არ იყოს: “ეხლა რო გითხრა ტრამვაის ველოდები დამიჯერებო..

 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:29 | შეტყობინება # 18
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სახლთან ისე მივიდა ვერც კი გაიგო.
-ნუგზარ როგორა ხარ შვილო? მოესმა ხმა. მოიხედა ეს მზესუმზირის გამყიდველი ქალი ანო ბაბო იყო.
-არა მიშავს ანო ბაბო, ვარ რა- უპასუხა ნუგზარმა.
ეს შავებში ჩაცმული ქალი სახლის წინ ერთი და იმავე პოზაში იჯდა და ერთი და იგივეს ჩიფჩიფებდა: აბა ახალი მზესუმზირა, ახალი მზესუმზირაო. ნუგზარი არასოდეს არ გამოლაპარაკებია ამ დედაბერს. პატარობისას სულ გვერდს უქცევდა ხოლმე, ეშინოდა შავებში ჩაცმული ქალების, ეგონა რომ ისინი ბავშვებს სახლში იტყუებდნენ და კლავდნენ.
-ნუგზარი შეჩერდა და რატომღაც მოუნდა ამ მოხუცს გამოლაპარაკებოდა
- ანო ბაბო ბევრი მზესუმზირა დაგრჩა გასაყიდი?
-არა არც ისე, თითქმის სულ გავყიდე, ისე მოგცემ, ფული არ მინდა! შენი მშობლებისგან იმდენი სიკეთე მახსოვს. . აღარ გააგრძელა
-რაცა გაქვს სუ მომეცი! ნუგზარმა ჯიბიდან ორი თუმნიანი ამოიღო და მზესუმზირის გამყიდველს გაუწოდა,-მე გაგისაღებ!
-არა გენაცვალე, როგორ გეკადრება შვილო! ხელები გაასავსავა ქალმა.
ნუგზარი ახლოს მივიდა მოხუცთან, ერთი ხელით ფული ჩაუდო კალთაში, მეორე ხელი მხარზე დაადო
-ეს იმიტომ გითხარი ანა ბაბო, რომ რამეთი მინდა დაგეხმარო; ისე ფულის მოცემა ვერ გაგიბედე, მორიდებულად ჩაილაპარაკა ნუგზარმა
-არა გენაცვალე, ფული რა საკადრისია..ხმა აუკანკალდა ბებოს..
-ჩემს მშობლებს იცნობდით? ჩაეკითხა ნუგზარი
-როგორ არა, მე ხომ აქვე ვცხოვრობ ამ სახლში თქვა ქალმა და გვერდზე სადარბაზოსკენ გაიშვირა ხელი.
-მართლა! გაუკვირდა ნუგზარს
-ხო შვილო, თუ მიკადრებ შემიძლია ჩაით გაგიმასპინძლდე!
სხვა დროს ნუგზარი რა თქმა უნდა არ დასთანხმდებაოდა მზესუმზირის გამყიდველის ამ მიპატიჟებას, მაგრამ ახლა რატომღაც მოხუცისთვის სტუმრობაზე უარი არ უთქვამს.
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:30 | შეტყობინება # 19
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნუგზარი ჩვეულებისამებრ ღამე დაბრუნდა სახლში , ტანსაცმელი არც კი გაუხდია დაღლილი საწოლთან მივიდა და ლოგინზე პირქვე დაემხო. რატომღაც ისევ სანდრო გაახსენდა , მისგან ბევრი კარგი ახსოვდა...
სანდრო ინსტიტუტში გაიცნო. ერთ ჯგუფში იყვნენ. მას უფრო მხატვრობა იტაცებდა. იგი ხშირად ამბობდა, რომ არქიტექტურის ფაკულტეტზე შემთხვევით იყო მოხვედრილი.. . .

..............................................
საღამოს 7 საათი იქნებოდა, ნუგზარი ძმაკაცებთან ერთად ინსტიტუტის კიბეებთან იდგა. ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ და თან ლაზღანდარობდნენ
–ჰა დღეს რას ვშვრებით იკითხა გუჯამ
–რა უნდა ვქნათ რო? კითხვაზე კითხვა დაუბრუნა, ნუგზარმა,
–ალბათ ისევ ლექციაზე შესვლა ჯობია, თქვა ნიკამ და სიგარეტის ნამწვი შორს მოისროლა– ნიკა ნუგზარის სკოლიდან გამოყოლილი მეგობარი იყო.
–ლექცია არა, ტოროლა! რამე გამოჩნდება, ნაძალადევად გაიცინა გუჯამ.
-ერთი სანდროს გახედეთ ბიჭებო, ნახეთ რა დღეშია! მოშორებით მდგარ სანდროს ხელში დიდი საქაღალდე ეჭირა და ვიღაც ქერათმიან გოგონას გატაცებული რაღაცას უყვებოდა.
–ხედავთ, ნეტა ეს გოგო სად დაითრია? დამცინავად თქვა ნიკამ.
–მოეშვით, თქვენ რა მეტი საქმე არა გაქვთ! სცადა სანდროს დაცვა ნუგზარმა და მეგობრებს ხელი აუქნია.
ნუგზარი სანდროსკენ გაემართა, იმის გაგების სურვილი ჰკლავდა, ვინ იყო ეს ქერათმიანი გოგონა.
–სანდროს გაუმარჯოს! მიუახლოვდა მოსაუბრეებს და მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა.
–აა!_თავად?
–არა მიშავს! ხელი ჩამოართვა ნუგზარმა.
–რა ხდება შენსკენ ახალი?
–არაფერი, ვარ რა, ძველებურად. დაბალი ხმით გასცა პასუხი სანდრომ
–შენს მეგობარ გოგონას, ხომ ვერ გამაცნობ? დაბალი ხმითვე სთხოვა ნუგზარმა.
–უკაცრრავად, სულ დამავიწყდა! მოიბოდიშა სანდრომ
–ეს ქეთია , ოღონდ ჩვენთან არ სწავლობს, თეატრალურშია .
–სასიამოვნოა! მიუბრუნდა ნუგზარი გოგონას.
–ჩემთვისაც, დაუბრუნა თავაზიანად ქეთიმ.
აშკარად კარგი გოგოა გაიფიქრა ნუგზარმა, მაგრამ ამ სანდროსთან რა საერთოს პოულობენ ეს ქალები , დაუსვა თავის თავს, უპასუხო კითხვა.
– რას აპირებთ, დღეს რა გეგმები გაქვთ? ჰკითხა ნუგზარმა ორივეს.
–აარაფერი, აი გამოფენაზე ვაპირებთ წასვლას, ცნობილი გერმანელი კოლექციონერის გამოფენა იხსნება; ხომ არ წამოხვიდოდი? შესთავაზა მორიდებით სანდრომ. . .
–ჰა? თითქოს ვერ გაიგო შემოთავაზება ნუგზარმა.
–შენ ეს მითხარი, სადმე საქეიფოდ რო დავჯდეთ უკეთესი არ იქნება?

 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:30 | შეტყობინება # 20
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
– ეჰ რა მინდოდა, რას ვერჩოდი ამ სანდროს! გამოერკვა ნუგზარი ფიქრებიდან. საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. მაგიდას მიუჯდა, ყავა დაისხა და სიგარეტს მოუკიდა.. გარინდული იჯდა მაგიდასთან, ნაფაზებს ღრმად არტყამდა და მაგარ ყავას ხვრეპდა. . .
..სანდრო იმ დღეს კინაღამ საიქიოს გაამგზავრეს. . .
. . . უცბად ინსტიტუტის წინ მანქანა გაჩერდა და ფანჯრიდან, მათმა კურსელმა
ვასიკომ გამოყო თავი.
– ჰაა! აბა რას შვრებით ბიჭებო, არ გინდათ ქეიფი და გრიალი?
–რატომაც არ გვინდა! გაეხარდა ნიკას ვასიკოს დანახვა. ვასო მანქანიდან
გადმოვიდა და მათკენ გაემართა.
– სად უნდა წავიდეთ? ხელები გადახვია გუჯამ, მანქანიდან გადმოსულ ვასიკოს.
– –სადა და თემური ჩამოვიდა ჯარიდან შვებულებით და ყველა მასთან მივდივართ! თემური მათი საერთო მეგობარი იყო.
– ვააა, რა მაგარია! გაეხარდათ ბიჭებს.
– ეს ნუგზარი არ არის, იმ ტიპებს რო ელაპარაკება–გაეცინა ვასოს
– –ხო, ნუგზარია, ის ტიპები კი მაგის მეგობრებია, დაუზუსტა ნიკამ
– –ხოდა ეგენიც წამოვიდნენ! მანქანაში ადგილი გვაქვს.
– რა კარგი კაცი ხარ, გამოცოცხლდა გუჯა და მეგობრებს თვალი ჩაუკრა..
. ..........................
ნუგზარს ისევ გაახსენდა, წარსულის ეს მძიმე დღე, გაახსენდა, თუ როგორ სტაცეს ბიჭებმა სანდროს და მის მეგობარ გოგონას ხელი, როგორ დაუყვავეს და მათთვის სრულიად უცხო გარემოში საქეიფოდ გააქანეს.. თემური „ნაძალადევში“ კომფორტულ ბინაში ცხოვრობდა.
....იქ მისული სანდრო, რაღაც მანქანებით, თამადის სკამზე აღმოჩნდა და საკმაოდ დიდი სუფრის გაძღოლა მოუხდა. რატომ? როგორ მოხდა ეს? მაშინ ვერავინ ვერ გააცნობიერა. მოკლედ სუფრის თავში სანდრო დასვეს, აქეთ–იქით კი გუჯა და ნიკა მოუსხდნენ. .
თითონ, ბოლომდე არც კი დარჩენილა სუფრაზე. სკამიდან წამოდგა და გარეთ, გამოსვლა დააპირა.
–ჰა საით? აბა თამადის გარეშე სად მიხვალ? დაუძახა ოჯახის უფროსმა მაგიდიდან.
–ერთი წუთით, გავალ რა, სიგარეტის მოწევა მინდა, მოიმიზეზა ნუგზარმა, თან თამადაც მიშვებს, ხელით ანიშნა სანდროსკენ.
სანდრო გაფითრებული ჩანდა, ხელში სასმისით და ასე მოსაუბრე სანდრო, მას ჯერ არ ენახა,
ნუგზარი ოთახიდან გამოვიდა და ბინა ჩუმად დატოვა.
დილით ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა. ნაბახუსევზე თავი სტკიოდა, ძალიან ეზარებოდა ლოგინიდან ადგომა, მაგრამ ზარი არ ჩერდებოდა. როგორც იქნა წამოდგა და ტელეფონთან მივიდა.
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:30 | შეტყობინება # 21
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
– გისმენთ, რომელი ხარ? ჩასძახა ყურმილში
–მე ვარ გუჯა , მოესმა ბოხი ხმა.
–რა, იყო? ახლა არ მითხრა– ხაშზე ვართ დაპატიჟებულებიო!
–ხაშ კი არა, მაგარი გადავრჩით!
–რას გადარჩით? გაუკვირდა ნუგზარს
–რას გადავრჩით და შენი სანდრო კინაღამ იქ გავუშვით, რა!
–რაებს ბოდავ, სად იქ? გასაგებად მითხარი! ხმა აუკანკალდა ნუგზარს.
–კაოროჩე,სანდრო,ლამის ხელში ჩაგვაკვდა!
–რას ამბობ? ტელეფონი კინაღამ ხელიდან გაუვარდა ნუგზარს.
–ხო ეგრეა რა, გადარჩა, ბედი ჰქონია. . .
ნუგზარმა ყურმილი დააგდო და გამალებული ჩაცმას შეუდგა. როგორც იქნა თავი მოიწესრიგა, სახლის კიბეები ჩაირბინა, ქუჩაში გავიდა; ტაქსი გააჩერა და სანდროსთან გავარდა.
ტაქსში მჯდარს გაახსენდა, როგორ დაუახლოვდა სანდროს და როგორ მივიდა მასთან პირველად სახლში. . .
ინსტიტუტში გრაფიკის გაკვეთილზე ისხდნენ და თაბაშირის ფიგურას ხატავდნენ. სანდრო მასთან ახლოს იჯდა. მისმა ხატვის მანერამ, ნუგზარი გააოცა. იგი ობიექტს თითქმის არ უყურებდა, მაგრამ არაფერი არ ეშლებოდა. ნუგზარი ფეხზე წამოდგა და ჯგუფელს თავზე დაადგა
–რა უცნაურად ხატავ? დაუსვა გამომწვევი კითხვა.
–რა თქვით?
–თქვენობითმა მიმართვის ფორმამ, ნუგზარი გააოცა, მისთვის თანატოლს ასე არასოდეს არ მიუმართია.
–რა უცნაურად ხატავ მეთქი! გაუმეორა ნუგზარმა.
–ხოო. . ეს ჩემდა უნებურად ხდება, არავის არ უსწავლებია, ბავშვობიდან ასე ვხატავ–ჩაილაპარაკა მორცხვად სანდრომ.
–კარგი აღარ შეგაწუხებ,– თქვა ნუგზარმა და თავის მერხს მიუჯდა.
.ხატვის გაკვეთილის დამთავრების შემდეგ სტუდენტები გარეთ გამოვიდნენ .
–თუ გინდა ჩემთან ავიდეთ სახლში, უთხრა სანდრომ ნუგზარს.
–შენთან? გაუკვირდა ნუგზარს, ასეთი შემოთავაზება, რადგან ისინი ერთმანეთს კარგად არც კი იცნობდნენ.
–კარგი თუ დრო არ გაქვს, ნახვამდის დაემშვიდობა სანდრო და წასასვლელად გაემზადა.
~ შენ სად ცხოვრობ?
–აქვე მოპირდაპირე მხარეს.
–ვაა მართლა? არ ელოდა ნუგზარი.
მოპირდაპირე მხარეს საკმაოდ ძველი ე.წ. საზოგადო მოღვაწეთა საცხოვრებელი სახლი იყო. ამ ეზოში ქალაქში ცნობილი ხალხი ცხოვრობდა. ნუგზარს კიდევ უფრო მოუნდა სანდროსთან ასვლა. –დრო როგორ არა მაქვს თქვა მან და სანდროს მხარზე ხელი გადახვია. ბიჭები კიბეებზე ჩავიდნენ ინსტიტუტი დატოვეს და ქუჩაში გამოვიდნენ. გარეთ უკვე მოსაღამოებული იყო. ნუგზარმა ტროტუარზე გადააბიჯა და გზის გადაჭრა მოინდომა..
–მოიცა რა, ასე ნუ გადახვალ! შეეხვეწა სანდრო.
–რატომ? გაუკვირდა ნუგზარს.
–ჯობია მიწისქვეშა გადასასვლელით გადავიდეთ, რა იცი რა ხდება!
–რა უნდა ხდებოდეს! გაეცინა ნუგზარს
–არა, მანქანები ისე ჩქარა დადიან რო. . . აღარ დააბოლოვა სანდრომ..
–შენ რა გეშინია? გაეცინა ნუგზარს.
–ხო მეშინია, მეშინია არ მოვკვდე. . სრული სერიოზულობით უპასუხა სანდრომ. . და ნუგზარს ხელზე მოქაჩა..
–კარგი რახან ეგრეა ფეხით გადავიდეთ, დაყაბულდა, ნუგზარი.
მიწისქვეშა გადასასვლელში უსიამოვნო სუნი იდგა, თითქმის ბნელოდა. ნუგზარმა ფეხს აუჩქარა უნდოდა მალე გასცლოდა იქაურობას–მოიცა, მოესმა სანდროს ხმა, უკან გაიხედა, სანდრო ვიღაც ჩამოძონძილ კაცს მოწყალებას აძლევდა; ღმერთი შეგეწიოს, ყური მოჰკრა მათხოვრის ხრინწიან ხმას. . სანდრო მალე დაეწია, კიბეებით ქუჩის მეორე მხარეს ამოვიდნენ და ერთ ვეებერთელა სადარბაზოში შევიდნენ
–აი აქ ვცხოვრობ მეორე სართულზე. ნუგზარმა იქაურობა მოათვალიერა, ასეთ სადარბაზოში იგი არასოდეს არ ყოფილა. ნუგზარი შორს ქალაქის გარეუბანში მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობდა.
ბიჭები ძველ დერმატინ გადაკრულ მაღალ კარს მიუახლოვდნენ. კარზე რუსულ ენაზე, უცნაური გვარი იყო ამოტვიფრული. სანდრო კარს მიაწვა და შეაღო.
–თქვენ რა კარს არ რაზავთ? გაუკვირდა ნუგზარს
–კარს? არა, რატომ უნდა ჩავრაზოთ. ჩვენთან ყველა ახლობელია და არავის შიში არ გვაქვს, გაიღიმა სანდრომ.
წინაკარში ბნელოდა, ნუგზარმა ორიენტაცია დაკარგა, არ იცოდა საით წასულიყო.
–მოიცა, ფრთხილად იყავი ფეხი არ გადმოადგა, უთხრა სანდრომ. –ეხლავე! იგი წინაკარის კედლებს გაჰყვა ხელის ცეცებით და კედელზე ჩამრთველი გააჩხაკუნა..
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:31 | შეტყობინება # 22
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შესასვლელი განათდა. ნუგზარი მოულოდნელობისაგან გაშრა. მის წინ იატაკზე რამდენიმე დიდი ზომის ფერწერული ნამუშევარი იდო
–ამაზე გითხარი ფრთხილად მეთქი, ახალი დახატულია და იატაკზე დავაწყვე, გასაშრობად. . სანდრომ ტილოებს ხელი წამოავლო და კედელზე ააყუდა. . .
ბინის კედლებზე სიძველისგან გაცრეცილი და დახეული შპალერი იყო. ზედ უამრავი ტელეფონის ნომერი ეწერა, ზოგან მილოცვა, ზოგან უცხოური ლექსი, კარიკატურები, მოკლედ, მთელი გალერეა იყო მოწყობილი. .
–ეს ჩემი უბის წიგნაკია..ტელეფონებს საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ და ვინც მოდის ყველა თავის ავტოგრაფს და ტელეფონს მიტოვებს.
– აჰა! სანდრომ იქვე საკიდის ტუმბოდან სქელი ფლომასტერი ამოიღო და ნუგზარს მიაწოდა,– მიაწერე ტელეფონი და რაც გაგეხარდება..ნუ მოგერიდება!
–არა, რისი უნდა მერიდებოდეს, იუკადრისა ნუგზარმა, ფლომასტერი აიღო და დიდი ასოებით კედელს მიაწერა “ვენი, ვიდი, ვიცი“ და მის გასწვრივ თავისი ტელეფონი.
–ყოჩაღ! გახალისდა სანდრო.
–აბა შენ იცი! არავის წააშლევინო, თორემ! დაიმუქრა ნუგზარმა და ნაწერს სამი ჰორიზონტალური ხაზი გაუსვა ქვეშ.
–შემოდი! სანდრო დიდ დარბაზში შეუძღვა, კედელზე ისევ ჩამრთველს მისწვდა და ოთახი განათდა.
–აი ეს მესმის! წამოიძახა ნუგზარმა, ოთახის მთელი კედლები, იატაკის ნაწილი, სკამები და მაგიდაც კი ფერწერული ნამუშევრებით იყო დაფარული, ოთახის სიღრმეში ძველისძველი საღებავებით მოთხვრილი მოლბერტი იდგა, რომელზეც ახლად დაწყებული ნამუშევარი მოჩანდა; იატაკზე, საღებავების ტუბები, ფუნჯები, წებოს ბურბუშელებით სავსე ქაღალდის პარკები, სახატავი ზეთის ქილები და ფანქრის ნათალი ეყარა, მოკლედ როგორც იტყვიან მაგარი დომხალი იყო. .
სანდრომ ნახატები აქაც აიღო იატაკიდან, კედელზე შებრუნებით მიაყუდა, იქვე სავარძელიც გაათავისუფლა ძველი გაზეთებისგან– მიდი დაჯექი, ნუგზარ, მე ბებიას ვეტყვი და ჩაის გაგვიკეთებს. სანდრომ ოთახი დატოვა და სამზარეულოში, გავიდა, ისეთ ნაბიჯებს დგამდა, თითქოს სადღაც ძალიან შორს მიდისო.
–აუ რამხელა ბინააა, ჩაილაპარაკა ნუგზარმა, აქ ცხენი გაჭენდება. ისევ ძირს დაიხედა და ნელი ნაბიჯით სავარძლისკენ წავიდა.
სავარძელში მოთავსდა და კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებს დაუწყო თვალიერება. კედელზე ჩამოკიდებულ ნამუშევრებზე უცნაური სამყარო იყო ასახული. ტილოებიდან დიდთვალა, გრძელ თავიანი, არამიწიერი, არსებები, იმზირებოდნენ, რომელთა უმეტესობას თავზე შარავანდედი ედგა. უცნაური პეიზაჟები, სადაც ხეებს მწვანეს მაგივრად იასამნისფერი ფოთლები ჰქონდა და მიწაზე ცისფერი ბალახი იყო ამოსული, ხოლო ფრინველები, ეგზოტიკურ არსებებს ჰგავდნენ, ფასკუნჯებს თუ თუთიყუშებს. ნატურმორტებიც კი არაამქვეყნიური, მიღმისეული იყო. თითქმის ყველა ნამუშევარი მოლურჯო მოიისფრო ტონებში იყო შესრულებული, გაცრეცილი ფრესკის ფაქტურით. .
ნუგზარი გაოგნებული უყურებდა ნახატებს და ვერ გაეგო სად მოხვდა. . . ამ მდგომარეობიდან სანდროს ხმამ გამოარკვია
–ხომ არ მოიწყინე? სანდროს გვერდზე ხანშიშესული სიმპათიური ქალი მოყვებოდა, მოხუცს ხელში სინი ეჭირა, რომელზეც ლითონის ძველებურ სადგამში ცხელი ჩაით სავსე შუშის ჭიქები და „პეჩენიის“ შეკვრა იდო.
–გამარჯობა, გენაცვალე! აი ცხელი ჩაი მიირთვით. სანდროს ბებიამ იქვე დაბალ მაგიდაზე სინი დადო და სანამ ნუგზარი გამარჯობის თქმას მოიფიქრებდა ოთახიდან გავიდა.
–მოდი ნუგზარ! მიიპატიჟა სანდრომ
–ჰო, დიდი მადლობა, თქვა ნუგზარმა და ცხელი ჩაი მოსვა.
–ნატეხი შაქარი საშაქრეშია, ნამცხვარიც შეგიძლია გასინჯო. სინი მიუჩოჩა სანდრომ. თვითონ ჭიქას წამოავლო ხელი და გვერდზე სავარძელში ჩაჯდა. ნუგზარმა, სანდროს შეხედა, იგი ეხლა უფრო დაინტერესდა ამხანაგით.
– სულ შენი ნახატებია? იკითხა მორიდებით
–ხო რა! მოგწონს? არის რა. .არა მგონია ვინმემ მოიწონოს, თან მითუმეტეს ახლა ჩვენს ეპოქაში! უხერხულად გაიღიმა სანდრომ.
–არა, რატომ გგონია ეგრე..მიუბრუნდა ნუგზარი სანდროს,
რა ვიცი აბა!. . . აღარ გააგრძელა სანდრომ, სივრცეში რაღაცას მიაშტერდა და თან თითებით ზედა ტუჩს იწიწკნიდა.
წუთით სიჩუმე ჩამოვარდა
–სანდრო! ეხლა შენ სადა ხარ? შეეხმიანა ნუგზარი მეგობარს
–ჰა, სადა ვარ? სადა ვარ და აქ–გაეცინა სანდროს– რაღაც გამახსენდა,
–რა, რაღაცა?
–ერთი პიროვნება გავიცანი, და მისი ნაამბობი მომაგონდა.
–ვინ არის?
უცნაური კაცია, თითქოს უხეშია და ამავე დროს მგრძნობიარეა, თითქოს მკაცრია, მაგრამ სინამდვილეში გულმოწყალეა, . . მოკლედ ძალიან რთული პიროვნებაა
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:32 | შეტყობინება # 23
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
–ვინ არის რა პროფესიისაა?
–რაიმე კონკრეტული პროფესია არა აქვს–ყველაფერი შეუძლია, მოკლედ უნივერსალია რა.
–ეგეთი ადამიანები არ არსებობენ, რაღაცას აჭარბებ, გაეცინა ნუგზარს.
–არა, არაფერს არ ვაჭარბებ. .
–მეც გამაცანი!
–არა, არ შემიძლია!
–რატომ, რა აკრძალულია, ისევ გაიცინა ნუგზარმა.
–ასე მითხრა, ყველა ვისაც ჩემი ნახვა ან გაცნობა ძალიან უნდა, თითონ მომძებნის ან სადმე შემხვდება, ეს ქვეყანა ძალიან პატარააო.
–ჰოო, ეტყობა ფილოსოფოსია შენი ნაცნობი!
–კი ნამდვილად მასეა, ჩაილაპარაკა სანდრომ და ისევ ფიქრებში წავიდა. .
–სანდრო რაღაცა მინდა გკითხო, ისე კი მეუხერხულება
–რაც გინდა მკითხე.
–შენი მშობლები სად არიან?
–ცალ–ცალკე ცხოვრობენ, ორივეს თავისი ოჯახი აქვს, დედა მეორედ გათხოვდა, მამამაც ახლი ცოლი მოიყვანა და ეგრეა. . ძალიან პატარა ვიყავი, რომ დაშორდნენ, მე ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს, ისენი იყვნენ ჩემთვის დედ– მამა, დიდი ხანი ბებიაჩემს დედას ვეძახდი, გაეღიმა სანდროს.
–ხოოო, გააგრძელა ნუგზარმა, ბოდიშს გიხდი.
–არა უშავს, საბოდიშო აქ არაფერია.
–სიმპათიური ბებია გყავს, ბაბუაც ცოცხალია?
–არა გარდაიცვალა.
–რამოდენა ბინაა, აღნიშნა ნუგზარმა.
– ბაბუა ცნობილი მეცნიერი იყო. ბევრი გამოგონების და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეს ბინა მას მთავრობამ მისცა ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის. .
–ბებია?
–ბებიაც მეცნიერია–ოღონდ არ შემდგარი.
–რატომ?
–იმიტომ რომ, არასოდეს არსად არ უმუშავნია, მთელი ცხოვრება ჩემს გაზრდას შეალია. გვერდიდან წუთითაც არ მიცილებდა, სულ ზურგზე ვყავდი აკიდებული, შენ წარმოიდგინე ბაღშიც არ მატარებდა, ბავშვი იქ მარტო იქნება და არ განერვიულდესო. . .
–მოკლედ შენ უნდა თქვა, ბუმბულებში მზრდიდნენო!
–და მერე ეგ შენ კარგი გგონია?
– აბა ჩემსავით ორი წლისა რომ მიაგდეს ბაგაში, და თითონ სულ მივლინებებში იყვნენ ეგ იყო კარგი . . თქვა ნუგზარმა. .
–ხო ეგ ცუდი იციან რა, აჩენენ შვილებს და მერე ვიღაცის ხელში ტოვებენ. . ძალიან მძიმეა მიტოვებულობის გრძნობა, ისეთი განცდაა თითქოს შეყვარებულმა გიღალატაო. . და ამას მოყვება მერე ათასი უბედურება. . . აღარ დაამთავრა სანდრომ.
–მოდი ამ მძიმე თემას თავი დავანებოთ. შენ ეს მითხარი ამდენი ნამუშევრის შექმნა როგორ შეძელი?
–სიმართლე გითხრა არ გამჭირვებია. სკოლის პერიოდიდან ვხატავ, სხვა საქმე არც მაინტერესებს და არც მეხერხება, ასე რომ ეს ჩემთვის პრობლემა არ იყო. ნახატები სხვადასხვა დროსა და ასაკშია შესრულებული.
–აბა ეს ნახე! სანდრო საძინებელ ოთახში გავიდა და საწოლის ქვეშიდან ერთმანეთზე დადებული ორი დიდი ტილო გამოაძვრინა. ოთახში გამოიტანა და ნუგზარს აჩვენა.
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:32 | შეტყობინება # 24
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
–ვააა, აი ეს მესმის! გაუკვირდა ნუგზარს. ტილოებზე ისევ ის უცნაური არსებები იყო გამოსახული, მოგრძო ფორმის თავებით და გრძელი იასამნისფერი თმებით.
ამ არსებებს, ტანთ ლაჟვარდისფერი ტუნიკები ემოსათ, დიდი და ნუშისებრი თვალები მოვარდისფრო მომწვანოდ უელავდათ. ერთ–ერთი მათგანს ნატიფი ხელის მტევნით ვეებერთელა გრაგნილი ეჭირა და მეორე ხელის საჩვენებელი თითით მაყურებელს მასზე უჩვენებდა.
–ესენი ვინ არიან სანდრო? იკითხა გაოცებულმა ნუგზარმა
–არ ვიცი, სიზმარში გამომეცხადნენ!
–სიზმარში არა, კინოში! გაიცინა ნუგზარმა
–არ გატყუებ, მციოდა და შემიფარეს, დასველებული ვიყავი და თავისი ტანსაცმელი მომსხეს–ახლაც კარგად მახსოვს, მოთეთრო მოცისფერო ტუნიკა იყო. .
–შენ რა შაყირობ?
–არა, მე ასეთ თემებზე საერთოდ არ მიყვარს ხუმრობა! თქვა სანდრომ განაწყენებული ხმით.
–კი მაგრამ, ასე ჩვეულებრივად დაიძინე და ეს ნახე? გამომცდელად იკითხა ნუგზარმა.
–არა, ასე მარტივად არ ყოფილა საქმე; საოპერაციოში ნარკოზით დამაძინეს და აი იქ ვნახე ესენი სიზმარში. .
–ისე, უფრო დაწვრილებით ვერ მეტყვი დაინტერესდა ნუგზარი.
სანდრომ ნუგზარს გადახედა, თითქოს უნდოდა გაეგო მართლა აინტერესებდა ეს ამბავი ამხანაგს, თუ სცდიდა, ერთი წამით თვალი თვალში გაუყარა და გააგრძელა
– ღამით მოულოდნელად ბრმა ნაწლავი ამტკივდა. ბებიამ სასწრაფოს გამოუძახა იმათ გამაქანეს საავადმყოფოში. გადაუდებელი ოპერაცია იყო საჭირო, საოპერაციოში შემიყვანეს. ნარკოზის ჩასუნთქვის შემდეგ რამდენიმე წუთში დამეძინა. .
–ხო კარგი ეგრე დაწვრილებით არ მინდა, სიზმარში რა ნახე ის მომიყევი შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა ნუგზარმა.
– . . ყველაფერი გაქრა, აი შუქს რომ გამორთავენ და თვალწინ საგნები რომ გაუჩინარდება, ისე .. მერე უცბად ისევ აინთო, სადღაც დიდ და გრძელ დერეფანში მივდიოდი, . . . თანდათან სიჩქარეს ვუმატე და ერთ უდაბურ ადგილზე აღმოვჩნდი, უდაბნოს მსგავსი საშინელი გარემო იყო ,ატყდა ჭექა ქუხილი, წამოვიდა წვიმა და თავიდან ფეხებამდე დავსველდი. . ძალიან შემეშინდა არ ვიცოდი საით წავსულიყავი, სწორედ ამ დროს ჩემს გვერდით ეს არსებები გაჩნდნენ, მხარში ამომიდგნენ, დამიფარეს და იმავე გზით უკან გამომაბრუნეს. . .ამის მერე ძალიან მეშინია სიკვდილის, სულ მგონია, რომ სიკვდილის შემდეგ იმ უდაბურ გარემოში მომიწევს დაბრუნება და ცხოვრება. . .
–მოვედით!
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:33 | შეტყობინება # 25
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
–ჰა სად მოვედით, ნუგზარი ფიქრებიდან გამოერკვა მოვედით რა უკვე ვაკეში ვართ, ფულს არ იხდი?
–ხო, როგორ არა, ბიჭმა ფული ამოიღო და ტაქსისტი გაისტუმრა.
ბედის ირონია თუ გინდა ეს არის რა, კაცს სულ სიკვდილის ეშინოდა და კინაღამ იქ გავისტუმრეთ, საკვირველება თუ გინდა ესაა ჩაილაპარაკა ნუგზარმა, და სადარბაზოში შევიდა, ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც ადრე, კედლებზე ბათქაში ისევ შეულესავი იყო. კიბის სახელურზე ხის ნაჭრები ისევ იმ ადგილზე აკლდა.
ნუგზარმა, კიბე ჩქარი ნაბიჯებით აირბინა და სანდროს სახლის კართან გაჩნდა. კარი ისევ ისე გამოიყურებოდა, ოღონდ, ზედ მიმაგრებული ლითონის ადრინდელი აბრა მოეშორებინათ, მის მაგივრად კი ლათინური ასოებით ეწერა „სანდრო გურული“
–მაგარია! გაეღიმა ნუგზარს და კარს მიაწვა. კარი ძველებურად ღია იყო, ოღონდ ანჯამებმა ამჯერად საწყალობლად დაიჭრიალეს. . .

ანანდა... Sep 17 2010, 11:16 AM
Post #11

WHITE soul

Group: Members
Posts: 23
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა


წინაკარში ძველებურად ბნელოდა,
–სანდრო ! დაიძახა ნუგზარმა, არავინ არ გამოხმაურებია, როგორც იქნა ხელის ცეცებით ოთახისკენ გზა გააგნო და მისაღებში შევიდა, იქ ისევ ის გარემო დახვდა.

მირეულ– მორეული მუზეუმი..აი რას გავდა სანდროს ბინა. .
–სანდრო! ისევ დაიძახა მან, ოღონდ ამჯერად ხმამაღლა,
–რომელი ხარ! მოესმა ხმა, ეს სანდროს ბებია იყო.
– ნუცა ბებო–მე ვარ ნუგზარი, –სანდრო სად არის? ოთახში სანდროს ბებო შემოვიდა –სად უნდა იყოს?გაუკვირდა მას? თავის ოთახშია.
–როგორ არის?
–როგორ უნდა იყოს!? ნორმალურადაა–შენ რამეს ხომ არ მიმალავ? სანდროს მეგობარმა დარეკა იმ დღეს, მეგობართან დავრჩით მე და სანდროო..

 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:33 | შეტყობინება # 26
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მეორე დღეს დილით მოვიდა, ცოტა გადაღლილი კი მეჩვენა მაგრამ ასე მითხრა, არაფერი არ მჭირსო. .
–არა, არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ საქმე მქონდა, შევალ ვნახავ, თქვა ნუგზარმა და მეგობრის ოთახისკენ გასწია, ალბათ ბებიას დაუმალა რაც მოხდა გაიფიქრა თავისთვის და სანდროს ოთახის კარი შეაღო.

სანდროს ეხლაც ჩვეულებისამებრ იატაკზე ჰქონდა ლეიბი დაგებული და ლოგინში იწვა. ნუგზარმა მის გაფითრებულ სახეს შეხედა. ერთი წუთით მოეჩვენა რომ იგი არ სუნთქავდა.
–სანდრო. სანდრო! მივარდა მეგობარს
–რა, იყო რომელი ხარ? მოესმა დაბალი ხმა.
–მე ვარ, ნუგზარი!
–ხოო, გააგრძელა სანდრომ. . შეგეშინდა არა?
–რისა უნდა შემშინებოდა? არ შეიმჩნია ნუგზარმა
–ხო, კარგი, მიდი მანდ კედელთან ჩამრთველია შუქი აანთე.
ჩამრთველს მალე მიაგნო და ოთახი გაანათა, სანდროს ოთახში ადრეც ყოფილა ნუგზარი, მაგრამ რატომღაც, იქვე პიანინოს, თავზე დაკიდულმა ახალგაზრდა კაცის პორტრეტმა მიიქცია მისი ყურადღება, გრძელთმიანი საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა დაჟინებული ოდნავ ნაღვლიანი მზერით უცქერდა. ნახატი ერთი ამოსუნთქვით იყო შესრულებული. . .
–რა იყო ნუგზარ? რას ჩააცივდი მაგ ნახატს?
– სულ მინდოდა მეკითხა ვინ იყო ეს ბიჭი და მავიწყდებოდა..
–მოგიყვები!
– მაგაზე კი არა შენზე მომიყევი, რა მოხდა? გუჯამ მითხრა კინაღამ ხელში ჩაგვაკვდაო, ძალიან შემეშინდა. . .
–ხოო, ჩაილაპარაკა სანდრომ,
–რა ხოო?
–სიმართლე გითხრა მეც არ მახსოვს. . .სანდრო ჩაფიქრდა. .
ინსტიტუტის შესასვლელთან იდგა და ქეთინოს ელოდებოდა. .ირგვლივ ხალხი ირეოდა, მაგრამ სანდროს არ ესმოდა მათი საუბარი, თავი აეწია და სადღაც სივრცეში იცქირებოდა. .
–სანდრო !მოესმა ხმა –
აა! გამარჯობა ქეთი, გაეხარდა სანდროს გოგონას დანახვა–როგორ ხარ?
–კარგად
– მოხდენილად გამოიყურები,
– მადლობა!
– დღეს რას ვგეგმავთ?
–რა ვიცი რასაც ვაპირებდით აი გამოფენაზე..
გოგონას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ბიჭიები მოვარდნენ ორივე მანქანაში ჩატენეს. . . –წავედიით ყვიროდა ვასიკო. . სანდრო მათ ასეთ ქმედებას წინააღმდეგობას არ უწევდა თითქოს ძილ–ბურანშიაო ბედს მინდობოდა. სანდროს სჯეროდა, რომ იმ ძალას, რომელმაც იგი მანქანაში ჩასვა და სადღაც მისთვის უცნობ ადგილზე მიაქანებდა ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.. .
– დაგეძინა ბიჭო! ჩაესმა ხმა..
–არა, რა დამეძინა..იუარა სანდრომ ხომ გითხარი, იმ დღეს ვიხსენებ,
–მერე რა ხდებოდა?..
–ისე, სიმართლე გითხრა მე არც კი მქონდა გაცნობიერებული რა ხდებოდა, ერთს კი ვგრძნობდი, რომ ჩემს თავს რაღაც საშინელი განსაცდელი უნდა დატრიალებულიყო, გათიშული ვიყავი.

 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:34 | შეტყობინება # 27
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
. თითქოს ვიღაცა ჩამძახოდა, სანდრო არ წაყვე მაგათ! არ წაყვე მაგათო, მაგრამ ამ ვიღაცას არ ვუჯერებდი, რატომღაც ჩემი ბედის გამოცდა მომმინდა!
–რა მოგინდა? ჩაეკითხა ნუგზარი
–ჩემი ბედის გამოცდა, სიკვდილთან თამაში დავიწყე
. .სანდრო ისევ ჩაფიქრდა
..თემურისთან მალე მივიდნენ. .ბინაში, რომ შევიდნენ აღმოჩნდა, რომ მთელი ოჯახი მათ მისვლას ელოდა..დიდი სუფრა გაეშალათ. ყველა მაგიდას მიუსხდა, სანდრომ მოინდომა განაპირა სკამზე დამჯდარიყო მაგრამ ოჯახის უფროსმა სათამადო სკამი შესთავაზა, სანდრომ ერთხანს იუარა ,ეს ადგილი, მაგრამ როცა დაინახა, რომ ვერაფერს გააწყობდა დაყაბულდა.

სუფრას წესისა და რიგის მიხედვით უძღვებოდა..
–ერთი ეს მითხარი, თუ ღვინის დალევა არ შეგეძლო რა თავს იკლავდი ან ვინ გაძალებდა? არ ასვენებდა ნუგზარი,
–შენ რა პირველად თამადობდი?
–ხო პირველად, გამოტყდა სანდრო. .
. . სანდრო თავს არ ზოგავდა და სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდა, მას თითქმის არავინ არ უსმენდა, სტუმრები ხმაურობდნენ, სანდროს საუბარი დანა–ჩანგლის წკარუნში და პირის წკლაპუნში და სტუმრების ხმაურში იკარგებოდა. . უცბად იგრძნო რომ ფეხები დაუბუჟდა. .ეტყობა ღვინო მომეკიდა გაიფიქრა სანდრომ, და გადაწყვიტა ცოტა შეეცადა, მაგრამ ვინ აცალა. . თამადობა და ღვინის არ დალევა ერთმანეთთან ისე იყო, როგორც ცა და დედამიწა. . სიგარეტის კვამლმა ჰაერი გაანაცრისფრა, სანდრომ ერთი ხანობა იფიქრა არ მოვწევო, მაგრამ თამადისთვის განკუთვნილმა ამერიკულმა „მარლბორომ“ მაინც აცდუნა. სიგარეტი აიღო ასანთს გაჰკრა და მოუკიდა, ნაფაზის დარტყმის შემდეგ მიხვდა სანდრო, რომ „მიქარავდა“ მაგრამ უკვე გვიანღა იყო. ეშხში შესული, სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა. . .
–ისე, მე რომ ავდექი, შეგატყვე, რაღაც ვერ იყავი კარგად!
–რა შემატყვე ?
–ვერ იყავი კარგად მეთქი. .
–ხო, მართალი ხარ. . თავს ცუდად ვგრძნობდი!
–მერე?
–რა მერე?
–მერე ვერ შეწყვიტე დალევა? ხმას აუწია ნუგზარმა
–ვერა, ვერ შევწყვიტე!
–შენ ჭკუაზე ვერ ყოფილხარ! აღმოხდა ნუგზარს
–არა, ხომ გითხარი, ჩემს ბედს ვცდიდი მეთქი!
–გიჟი ხარ, რა უნდა გელაპარაკო, ეგ ბედის გამოცდა კი არა თვითმკვლელობაა. .
–გახსოვს, რომ გიყვებოდი, იმ ქვეყანაზე, მოვხვდი მეთქი. .
–რას მიყვებოდი!? სულ გააფრინე!–შენი მოსმენა აღარ მინდა! წამოიწია წასასვლელად ნუგზარმა.
–დაიცა, ჯერ სადა ხარ! იცი რამდენი დავლიე. . ჩაეცინა სანდროს.

 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:34 | შეტყობინება # 28
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
–ნეტა რა გაცინებს, ერთი შენი სახე დაგანახა სარკეში, რას გავხარ! სამარიდან ამოსულივით გამოიყურები, დასცინა მეგობარს
–ო ო ო! ზუსტად ეგრეა რა, სამარიდან ამოვედი . . ისევ გაიცინა
...ქეიფი გრძელდებოდა, სანდრომ გადაწყვიტა თავი გამოეჩინა, როგორც გამოცდილი თამადა და ჭიქას ჭიქაზე სცლიდა. მეტი ღვინო, რომ დაელია საჭმელს არ ეკარებოდა, დროდადრო სასმელს ზედ სიგარეტს აყოლებდა.
–სანდრო, რა გჭირს, ამდენს ნუ სვამ გთხოვ, ყველანაირად ცდილობდა ქეთი სანდრო შეეჩერებინა, მაგრამ ბიჭს არაფრის გაგონება არ სურდა. იგი თავის ამპლუაში იყო და სუფრის გაძღოლას აგრძელებდა.
–ნეტა რა გაცინებს! გეუბნები ვერა ხარ ჭკუაზე მეთქი, ამდენი სასმელი რამ დაგალევინა?
– შენ, რომ წახვედი, ცოტა ხნით „პერერივი“ გამოვაცხადე,
– მერე შენც წამოსულიყავი, ნახე მე რა ტექნიკურად „მოვტყდი“, გაეცინა ნუგზარს.
– არა, მე მაგას ვერ გავაკეთებდი.
– ვითომ, რატომ?
– იმიტომ, რომ ასეთი იყო ჩემი ბედისწერა!
– რა ბედისწერა? გადამრევს ეს კაცი, ხელები გაასავსავა ნუგზარმა
– იმ დღეს ორი რამ მეწერა, ან უნდა მოვმკვდარიყავი ან. . აღარ დაამთავრა სანდრომ
– ეგ სისულელეა! გაცხარდა ნუგზარი რაღაცას ბოდავ და შენ თვითონაც არ იცი რას. .
– არ გინდა მოგიყვე?
– არ ამბობ არაფერს და. .
– იმას გეუბნებოდი რა ძალიან ბევრი დავლიე, და გადავწყვიტე შესვენება გამომეცხადებინა, სტუმართა ნაწილი აიშალა და მუსიკა ჩართეს ზოგი საერთოდ წავიდა კიდეც, მეც ძლივს წამოვდექი, და ცოტა ფეხი გავმართე. რატომღაც წამოდგომა არ მესიამოვნა და ხალხს ისევ მაგიდისკენ მოვუწოდე, რატომ ვაკეთებდი ამას მაშინ არ ვიცოდი, შემეძლო სუფრაზე აღარ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ისევ გიმეორებ, რაღაცა შავი, თუ ბნელი ძალა სასმელისკენ მიბიძგებდა. მოკლედ ქეიფი გავაგრძელე..
მაგიდაზე ერთი დიდი ხის ჯამი შევნიშნე და გადავწყვიტე ამ ჯამით დამელია წასვლის სადღეგრძელო. .
– მაგარი მიგიქარავს, თავის მოკვლა მეტი კი არაფერია! არ ისვენებდა ნუგზარი
– დამაცდი თუ არა, ეტყობა არ გინდა ჩემი მოსმენა! თქვა სანდრომ და ზურგი შეაქცია.
– ხო კარგი ბოდიში, გააგრძელე რა გთხოვ!
 
zaqariaთარიღი: ორშაბათი, 20.09.2010, 14:35 | შეტყობინება # 29
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
– ოღონდ აღარ შემაწყვეტინო თორემ, მორჩა, აღარ მოგიყვები. .
– ხოდა, ეს სასმისი მოვითხოვე, პირამდე შემივსეს და გადმომაწოდეს. ეს ოხერი იმაზე დიდი და ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა. ერთი კი გავიფიქრე, ამას რა დალევს მეთქი, მაგრამ უკვე გვიანღა იყო, რაკი მოვითხოვე კიდეც უნდა დამელია. თასი რის ვაი ვაგლახით ავიღე და ორივე ხელით მოვიყუდე, ღვინო ტყვიასავით ჩამდიოდა ყელში, კისერშიც კი ჩამესხა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სასმელს არ ვეპუებოდი, სასმისი ბოლომდე დავცალე და დავჯექი. გადავწყვიტე, ასე დამემთავრებინა სუფრა. ასეც მოხდა, ამ ჯამის დალევის სურვილი არავის არ ჰქონდა და ქეიფი დამთავრებულად გამოცხადდა. სტუმრები აიშალნენ და წავიდნენ, მეც ფეხზე წამოვდექი. ჩემდა გასაკვირად თავს ცუდად არ ვგრძნობდი, მხოლოდ სხეული მქონდა ცოტა დამძიმებული, თემურის მშობლებს დავემშვიდობე და გუჯასთან და ნიკასთან ერთად სადარბაზოში გამოვედი. .
– ბოდიში და ქეთიც ბოლომდე დარჩა, ჩაეკითხა ნუგზარი?
– არა, სანამ მე ავდგებოდი მანამდე წავიდა სახლში მაგვიანდებაო, მომიბოდიშა. .
სტუმრების ნაწილი კიბეებზე ფეხით ჩავიდნენ, მე ნიკა და გუჯა, კი ლიფტს დაველოდეთ. კარგად მახსოვს როგორ შევედით ლიფტში. მე უკან მივდექი და ზურგით ლიფტის კედელს მივეყუდე, ისევ ვიგრძენი ფეხების დაბუჟება და სიმძიმე, მაგრამ არაფერი არავისთვის არ მითქვამს, რადგან ასეთ მდგომარეობაში ადრეც ვყოფილვარ. ხელები განზე გავწიე, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა, თავი ჩავღუნე. ლიფტი ქვევით ჩაქანდა. . სანდრო გაჩუმდა
–მერე, რა მოხდა?
–ამის მერე არაფერი არ მახსოვს, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს უძირო, ბნელ და შავ უფსკრულში ჩავვარდი. სხეული გამიქრა და ირგვლივ უკუნი სიბნელე ჩამოწვა. ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, თითქოს მოვკვდი და აღარ ვვარსებობდი. ჩემში სიცივემ და სიცარიელემ დაისადგურა. . .სანდროს ხმა ჩაუწყდა, ნუგზარმა მეგობარს შეხედა, იგი სადღაც სივრცეში იცქირებოდა, გამხდარ და წვერგაუპარსავ სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა და კისერში ჩასდიოდა. .
–სანდრო, კარგი აღარ გინდა! გაჩერდი! სტაცა ნუგზარმა ხელი მეგობარს..
 
zaqariaთარიღი: ოთხშაბათი, 07.09.2011, 12:23 | შეტყობინება # 30
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სანდრო გვიან გამოვიდა სახლიდან, რატომღაც არაფრის და არავის ნახვის სურვილი არ ჰქონდა, პარკისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა ნაცნობ "სკამეიკას" მიაგნო და ჩამოჯდა. თავს მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობდა. გაახსენდა თუ როგორ გაურბოდა ამ გრძნობას და როგორ აფარებდა თავს ათასნაირ გამონაგონს,

უცბად ყურში თავისი სახელი ჩაესმა: სანდრო, სანდრო არ გესმის ბიჭო –სანდრომ აიხედა მის წინ ყოფილი კლასელები კობა და გოჩა იდგნენ.

–შენ რა "ატშელნიკური" გიჭირავს გაეხუმრა გოჩა და მხარზე ხელი დაჰკრა
–ვერ გავიგე, რა მიჭირავს? მხრები აიჩეჩა სანდრომ
–მოკლედ სულ გადაგვარდი, ჩვენი ენა აღარ გესმის, გაეღიმა კობას–ასე მარტოდმარტო ასე გვიან აქ რა გინდა?
–ისე რა, გამოვიარე....არ დაამთავრა სანდრომ
–პაპიროსი არა გაქვს იქნება მოგვაწევინო.
–აღარ ვეწევი! თავი გადააქნია სანდრომ
–როდის აქეთ? გაუკვირდათ ბიჭებს, შენ ეტყობა ჯანმრთელი გინდა მოკვდე!
– თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? თქვა სანდრომ და წამოდგა
–რა მოხდა ბიჭო რა გეწყინა, მგონი ჩვენი დანახვა არ გაგეხარდა, თუ ასეა ჩვენ წავალთ–თქვა კობამ
–არა არაფერი არ მწყენია, პირიქით გამეხარდა თქვენი დანახვა ჩაილაპარაკა სანდრომ, კარგად იყავით ოდნავ გასაგონად თითქოს თავისთვის ჩაილაპარკა სანდრომ და ბიჭები მიატოვა.
–ნეტა რა დაემართა ამ კაცს თქვა კობამ, მას შემდეგ რაც სანდრო თვალს მიეფარა.
–ხო ისე მაგარი შეცვლილია. მეც კი გამიკვირდა ჩაილაპარაკა დანანებით გოჩამ
–ისე შენ ხო უფრო ახლოს იყავი მაგასთან და რას ატყობ, რა უნდა დამართოდა? ჩაეკითხა კობა მეგობარს
–რა ვიცი რა გითხრა ისე რაღაც უცნაურობები სკოლის პერიოდშიც შევნიშნე, თქვა გოჩამ და სკამეიკაზე ჩამოჯდა– საუბარში რატომღაც სულ აფიქსირებდა თავის ობლობას, მაშინაც კი როცა მშობლებთან ერთად ცხოვრობდა; გახსოვს სამხედრო კომისარიატში რომ წაგვიყვანეს შემოწმებაზე?
–ხო მერე რა? კითხვაზე კითხვით უპასუხა კობამ მეგობარს
–რაღაც უცნაურად იქცეოდა.
–რა გააკეთა რო?
–სამხედრო კომისარიატიდან მისი გამოკვლევა მოითხოვეს, სანდროს რამდენჯერმე გადატანილი ბოტკინის გამო გადავადება ეხებოდა მაგრამ კომისარმა გამოსაკვლევად მაინც საავადმყოფოში დაწოლა მოსთხოვა.
–მერე და მაგაში რა არის უცნაური, გაეცინა კობას.
–უცნაური ის იყო როცა კითხეს დედ– მამა სად მუშაობს შენიო, სანდრომ უპასუხა:არც დედა მყავს, არც მამაო
–მერე?
–რა მერე, მე მეგონა "შაყირობს" მეთქი, ის კი ისე საუბრობდა თითქოს სრულ სიმართლეს ამბობსო
–ეტყობა მაშინ ცოტა ვერ იყო არა–ჩაიხითხითა კობამ და საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიტანა
 
ფორუმი » Test category » Test forum » ჩემი რომანი უცხო კაცი (რომანი)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა: