[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმი » Test category » Test forum » დათა თუთაშხია (ჭაბუა ამირეჯიბი)
დათა თუთაშხია
zaqariaთარიღი: ხუთშაბათი, 15.09.2011, 14:38 | შეტყობინება # 16
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
– წადი, – ვუთხარი მე, – ცოდვაა ეს მამაძაღლი. ეგებ დაგიჯეროს იმ დედაკაცმა, მართლა.

– რას არის, რომ ლაპარაკობ თიყვა! – გამიწყრა დათა. – კახპა დედაკაცების საქმეში ჩარევა რა ვაჟკაცის საქმეა?! მე კარგი მინდოდა ამათთვის და წახდნენ, პირიქით. შევცდი ერთხელ და რომ შევცდე კიდევ არ ივარგებს!

კახპა დედაკაცების საქმეში არ ჩავერევიო! ფოთში კახპას რომ აწყენინეს მეზღვაურებმა და გამოესარჩლა, – ვინ იყო, აბა. დათას ნეკი მოაკვნიტეს მაშინ, სანახევროდ.

ისევ ჩურჩული მოისმა გარედან, უფრო ხმამაღალი და უფრო გაბედული. ბუდარაც მიხვდა დათას ნათქვამს, დაჯდა იატაკზე და შესტირა დათას, – არ წავალ, სანამ ცოლს სახლში არ მიმიგვრიო.

მივიდა დათა, ააყენა ზეზე, – მამაკაცი ხარ, მაგას რას კადრულობო.

ეხვეწა ბუდარა. ლამის მუხლები დაუკოცნა, მაგრამ არ ქნა დათამ არასგზით. ფანჯარაში რომ გავიხედე, ხლისტები ზედ იყვნენ მომდგარი და ძალიან უხაროდათ, დათა რომ უარს ეუბნებოდა ბუდარას.

– წადი ახლა და მოუარე შენს საქმეს. არ წამოვალ მე! – წყალი გადაუწურა დათამ.

ხლისტებმა შვებით ამოისუნთქეს, მოცილდნენ ფანჯარას, შორიახლოს მოიყარეს თავი, აჩურჩულდნენ და ახითხითდნენ. ხელი რომ აიღო დათამ ბუდარების მოსარჩლეობაზე, ის უხაროდათ.

– რახან არ გინდა, მიშველო მე თვითონ წავალ! – დაიძახა უცებ ბუდარამ და გასწია ხალიუტკინის ქოხისკენ სალდათური ნაბიჯით.

რომ გაუსწორდა ბუდარა ხლისტების ბრბოს – მოხვდა ზურგში. მოხვედრა იყო და, მიესიენ ხლისტები ტურებივით, დაუშინეს ბუდარას კეტები, წიხლი თუ მუშტი, დააწყებინეს კივილი დასაკლავი ღორივით.

გავვარდი ბინიდან, მივირბინე, დავიწყე გაშველება. იმ სისხლმოწყურებულ ცხოველებს რას დავაოკებდი მარტოკაცი! სიმართლეს ვიტყვი, ჩემთვის ხელი არ დაუკარებია არავის, მაგრამ სიბნელეში, – ვისი იყო, ახლაც არ ვიცი, – კეტი მეტაკა თვალში, წამომიგდო კაკალი.

ვიყვირე მე უბედურმა, აბა, რას ვიზამდი!

ჩემი ყვირილი იყო და, გამოიჭრა დათა ლომივით, – ნუ გეშინია, თიყვა, აგერ ვარო! გაიგონეს ხლისტებმა დათას ღრიალი და გაიფანტა ყველა. დათამ რომ მოირბინა, ფერდებდაბეგვილი ბუდარა იკლაკნებოდა მიწაზე და მე ვიძახდი ვაის. მეტი აღარავინ იყო იქ.

დაინახა დათამ, რაც დამმართეს იმ უღმერთოებმა, გადაირია მთლად, მაგრამ რა შეეძლო ნუგეშის მეტი.

აღარ შეიძლებოდა მოცდა, შეკაზმა დათამ ცხენები. წავიყოლეთ თან ცხენების უკან მომყვანი კაცი, გავუდექით გზას ლაზარეთისკენ. მეორე დღის საღამო იყო, ლაზარეთს რომ მივაწიეთ. დიდი ტკივილი და ტანჯვა გადავიტანე მაშინ.

მომიარა დათამ, არ მომშორებია გვერდიდან, გამომაცილა შინისკენ. გათავდა ჩვენი კასრის ფიცრის ოსტატობა.

– არ გამოვიდა სიკეთე ბუდარების ხელიდან! – ისე გულდაწყვეტით მითხრა დათამ გამომშვიდობებისას, კაცს ეგონებოდა, ჩემი თვალის დაკარგვაზე უფრო ბუდარების უხეირობა წყინდა.

ასე დასრულდა ის ამბავი.

მას მერეც ბევრჯერ მინახავს დათა თუთაშხია. ცუდ საქმეებს ლაპარაკობდნენ დათასას, მაგრამ არ მჯერა მე ისინი არც ერთი, არ იყო დათა გლახა საქმის მქნელი კაცი.
 
zaqariaთარიღი: ხუთშაბათი, 15.09.2011, 14:44 | შეტყობინება # 17
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გრაფი სეგედი



... მარტოხელა კაცს, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა მისი მოსვლა. მცირედი საუბრის შემდეგ საკმაოდ ვრცელი წერილი გადმომცა, – წაიკითხეო. ეპისტოლე მისთვის მის ნათლულს, ვინმე მუშნი ზარანდიას გამოეგზავნა, სამეგრელოში აქციზის ჩინოვნიკად ყოფილიყო. წერილი მთავრდებოდა ავტორის აღიარებით, რომ მის შეთხზვას სრული წელიწადი მოანდომა. იქ მოყვანილი მსჯელობა, მართლაც, დახვეწილად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. აქციზის ჩინოვნიკი თავის ნათლიას დაახლოებით შემდეგს უმტკიცებდა:

კაცობრიობის ისტორია შედგება იმისგან, რომ კონკრეტული პიროვნებები თუ ადამიანთა მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი ჯგუფები უმტკიცებდნენ დანარჩენ კაცობრიობას, – ჩვენს მიერ მოთავაზებული ცხოვრებისა და რწმენის სახე ემჯობინება იმ ცხოვრებასა და რწმენას, რომელიც თქვენ ამჟამად გაგაჩნიათო.

ერთი მხრივ, მატერიალური პროგრესის მარადისი წყურვილის, მეორე მხრივ, დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის და ახლის ძიების ციებ-ცხელების და კიდევ მრავალი ფაქტორის არსებობის გამო ადამიანთა მასები ახალ პრინციპებს ეზიარებოდნენ და იწყებდნენ ახალ ცხოვრებას ახალი რწმენით.

ასეთი გარდატეხების შედეგად ადამიანები, ვთქვათ, კავით აღარ იჩიჩქნებოდნენ მიწაში და რკინის გუთნით ხვნას იწყებდნენ, ტყავებით აღარ იფარავდნენ სარცხვინელს და სელის თუ მაუდის სამოსლის ხმარებაზე გადადიოდნენ, კერპებს აღარ ეთაყვანებოდნენ და ლამაზად დახატულ ხატებზე ლოცულობდნენ, მაგრამ მსოფლიო, საკაცობრიო სევდასა და უბედურებას, განსაცდელსა და ვარამს დაუკმაყოფილებლობისა და გაუმაძღრობის იგივე ნიშანი ახლდა, როგორიც კავის, ბარის, ქვის იარაღისა თუ კბილ-ბრჭყალის ხანაში. იცვლებოდა ყველაფერი, გარდა სულიერი წყურვილისა, ანუ თვითონ ადამიანისა.

გამოდის, რომ ერთი სოციალური სისტემის მეორით შეცვლა, თავისთავად, რაიმე გამართლებას მოკლვბულია. ეს, რა თქმა უნდა, საუცხოოდ იციან იმ კონკრეტულმა პიროვნებებმა, თუ ადამიანთა ჯგუფებმა, რომელნიც ახლის მომთავაზებელთა და მქადაგებელთა ფუნქციას კისრულობენ. მათი რწმენა, – არც მეტი, არც ნაკლები, – ანგარებით არის გაპირობებული, თუმცა ყოველ მოძრაობას ფანატიკოსთა საკუთარი არმიებიც ჰყავს.

ჩვენს ერაში ძველს, როგორი მომპალ-მოფამფალებულიც უნდა იყოს იგი, მტრის, ანუ ახლის მოგერიების სავსებით სრულყოფილი საშუალებები გააჩნია. ამიტომ ძველის დამხობა მხოლოდ ძალმომრეობით, სისხლის ღვრით თუ შეიძლება. უნდა გაუბედურდნენ მილიონები, დატრიალდეს კვლა, ბოროტება და ყოველივე ეს იმისთვის, რომ ადამიანი თავისმა ვარამმა, დაუკმაყოფილებლობამ და გაუმაძღრობამ უწინდებურად, და იქნებ უფრო მეტადაც, ტანჯოს, რაც არამცთუ საღ გონებასა და აზრს არის მოკლებული, არამედ სიკეთისა და სათნოების პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. ყველა წესიერი კაცი მოვალეა, ებრძოლოს ამას, რადგან ასვთი ბრძოლა ადამიანთა ბედნიერებისათვის ბრძოლაა.

ამის შემდეგ თავად გრიგოლ ფაღავას ნათლული მსჯელობდა ახლისა და ძველის შეტაკების პროცესში გონიერი და სათნო ადამიანის დანიშნულებასა და ადგილზე. მსჯელობა ასეთი დასკვნით გვირგვინდებოდა: როდესაც ახალი ძალმომრეობა ძველი ძალმომრეობის წინააღმდეგ იბრძვის, წესიერი კაცი ძველ ძალმომრეობას უნდა მიემხროს, რადგან არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, მიემხრო იმას, რაც არსებითად ვერ გააუკეთესებს ადამიანს, მაგრამ მოიტანს ახალ უბედურებებს, კვლას და ათასგვარ ბოროტებას მაშინ, როდესაც ძველიც თავსაყრელიაო.

მსჯელობის დასასრულს ნათლული ნათლიას არწმუნებდა, რომ აქციზში სამსახურის ხუთი წლის მანძილზე არაფრით არ მიუყენებია ჩრდილი თავისი კარიერისთვის, რომ ეს გარემოება სამსახურებრივ მოვალეობათა მიმართ ასკეტური დამოკიდებულებით კი არ აიხსნებოდა, არამედ მისი სულიერი ღირსებების პროდუქტი იყო და რომ მისი ნიჭი, ზნეობა და შესაძლებლობები უფრო მნიშვნელოვან სამსახურს მოითხოვდნენ. მუშნი ზარანდიას საიდანღაც გაეგო, მე და მისი ნათლია რომ მეგობრები ვიყავით, უმორჩილესად სთხოვდა მისთვის ჟანდარმერიის უმდაბლესი ჩინის გამოხერხებას და პირობას აძლევდა, რომ თავისი მუყაითობითა და ტახტისადმი ერთგულებით ხელმძღვანელობის მადლობას დაიმსახურებდა.

 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 06.12.2011, 16:48 | შეტყობინება # 18
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თამაში დავიწყეთ. ხალხი უმალ შემოგვეხვია. ცოტა ხანში ლუკაც მოვიდა. მოვიდა და ერთ
საათში აღარც მარუდას ხუთთუმნიანი იყო და აღარც სხვებთან სახელდახელოდ
მოგებული ფული.
ისევ ამკიდა მარუდამ მაგიდა, ისევ მისი ბინისკენ გავწიეთ.
– იმ ქართველმა მომიგო! – განაცხადა ჩემმა ბატონმა. – ლუკა ჰქვია, არა? ეგეთი მოსვლა არ
მინახავს. მერე, დროზე რომ მოსდის, ის არის საქმე. როცა ბლომად ფულს დაჰყრის,
სწორედ მაშინ მოსდის. ეგეც არაფერი. ვნახოთ, როდემდის მოუვა!
მესამე დღეს ლუკამ ისევ გაგვწმინდა. მეოთხე დღეს ლუკამ მაგიდაზე ფული დაგვიდო.
მარუდამ უთხრა, არ გეთამაშებიო, ლუკამ მხრები აიჩეჩა, გაიღიმა და წავიდა. ჩემი
ბატონის განსაცდელი, თითქოს, ამით უნდა დამთავრებულიყო.
ასე არ მოხდა: მარუდა და მე ბაზრიდან ყოველდღე ნაადრევად და გატყავებული
მივდიოდით. ხან ვინ გვიგებდა და ხან ვინ. უმთავრესად ქართველი ხელოსნები
გვიგებდნენ.
ლუკას პირველი თამაშის შემდეგ ორი კვირა გავიდა და მარუდას ფული გამოელია.
ფულზეც არ იყო, თამაშს აზრი აღარ ჰქონდა, უეჭველად ვაგებდით. მარუდა მარტო
წაგებულ ფულს და სარფიანი საქმის ჩაშლას როდი დარდობდა. ვერ გაეგო, ლუკას
მოგზავნილი კაცები მოგებას როგორ ახერხებდნენ, და ამითაც იყო გამწარებული. ასეა თუ
ისე, მარუდა გაკოტრდა, თამაში შეწყდა. ახლაღა გავიგე, თურმე ჩემი ბატონი დასუქებული
ბატების გამოსასყიდ თანხას ზაფხულის განმავლობაში თამაშით აკეთებდა და ახლა ისეთ
დღეში ჩავარდა, რომ გაცემული ბეც კი ეკარგებოდა.
მაინც არ მიშორებდა, სამსახური – სამსახურიაო! მართალია, ჯამაგირი დამიკლო, დღეში
აბაზის მეტს აღარ მაძლევდა, მაგრამ მე ამაზეც ყაბულს ვიყავი. ვისხედით მის სოროში –
მარუდა არაყს სვამდა და წნილს ატანდა. მე წნილს ვჭამდი და პურს ვატანდი. პირველი
ჭიქის მერე ასე მესაუბრებოდა:
– ერთ თვეში ბატები უნდა გამოვისყიდო. ბატების გამოსასყიდი ფული არა მაქვს.
მორიგებებზე უარის თქმა და ბეს დაბრუნება აღარ შეიძლება. ზაფხულის მეორე ნახევარია,
უფლება არა მაქვს. გამოდის, რომ ბე დამეკარგა! რა ვქნა? ფული უნდა ვიშოვნოთ! სად
ვიშოვნოთ?..
საუბრის პირველი ნაწილი ამ შეკითხვით მთავრდებოდა და მეორე ჭიქის შემდეგ ასე
გრძელდებოდა:
ჭაბუა ამირეჯიბი დათა თუთაშხია - კარი I
37
– ბაზარი გაფუჭდა, თამაში აღარ შეიძლება. ვთქვათ, სხვა სტანიცაში გადავბარგდით. მერე
რა? ჰა?.. მერე – არაფერი! ბატების გამოსყიდვამდე ერთი თვეღა დარჩა. როგორი თამაშიც
არ უნდა წავიდეს, საკმარის ფულს ერთ თვეში სულ ერთია ვერ მოვიგებ. მაშ, რა ვქნათ?
მესამე ჭიქა ნახევრამდე დავიდოდა თუ არა, ჩემი ბატონი საუბარს თავის თავთან
განაგრძობდა:
– ღმერთი არისო! ღმერთი იყოს, ეს საქმე დამემართებოდა?! თამაში გაფუჭდა, ბე
დაიკარგა...
ჩაღუნავდა თავს მარუდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა. იქამდე ტიროდა, სანამ
ჩაეძინებოდა, და მაშინ მე შინ მივდიოდი. დილით ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
ერთ დღეს მარუდამ პირველი ჭიქის ნახევარი მოსვა, გაინაბა და მომაშტერდა.
– ლუკა ჰქვია და სელიმამ – დათაო?.. – გაფაციცებით შემეკითხა.
ენა ჩამივარდა, მაგრამ მარუდა ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, ორიოდე ყლუპი არაყი
მოსვა, წნილი მიატანა და ისევ დაფიქრდა.
შემიძლია, ხატზე დავიფიცო, ერთი საათი გაუნძრევლად იჯდა. მერე მანიშნა,
მივდივართო, და ბაზრისკენ გავემართეთ.
კვირა დღე იყო. ბაზარი ფუთფუთებდა, ჭრელი ბრბო თხელ ტალახს ზელავდა. მარუდამ
შუადღემდე დუქნებში, სახელოსნოებში, საყასბოებში იარა, ვიღაცეებთან ისაუბრა და
იჩურჩულა. თვითონ სადგომში შედიოდა, მე კარში მტოვებდა. ვერაფერი გავიგე, რას
საქმიანობდა, მაგრამ ცუდი წინაგრძნობა მქონდა და უგუნებოდ ვიყავი. ბოლოს
სელიმასთან შევიდა, იმ კასრით ვაჭართან, ლუკამ ფული რომ წაართვა და მაჰმუდს რომ
დაუბრუნა. იქ კარგა ხანს იყო. მერე ერთად გამოვიდნენ, დუქნის კარებთანაც იჩურჩულეს.
ნათლად დავინახე, სელიმას რაღაცის შიში ჰქონდა.
– ჰასანა არ დაგინახავს? – მკითხა მარუდამ, როცა სელიმა დუქანში შებრუნდა.
– ქვევით ჩაიარა.
ჰასანა ჩვენი ბაზრის გოროდოვოი იყო. ყოველი მედუქნე, მუდმივი მოვაჭრე, დალალი თუ
ჩარჩი ყოველდღიურ ქრთამს უხდიდა ჰასანას. წუწკი იყო, ოღონდ მიეცა ვისმე და
შაურიანსაც აიღებდა. როცა მაგიდა გვედგა და ვთამაშობდით, ჰასანა-გოროდოვოისთვის
ჩემს ბატონს ყოველდღიური ჯამაგირი ჰქონდა დანიშნული.
გამოვუდექით. მსხვილფეხა საქონლის სავაჭროზე მივაგენით, ბოშებს ედავებოდა, ეგ
ცხენი მოპარულიაო. დავიცადეთ, ბოშამ ჰასანა-გოროდოვოის მაზარის ჯიბეში
ათშაურიანი ჩაუგდო. ჰასანა დაცხრა, იქაურობას გამოეცალა.
– საქმე მაქვს! – ჩაულაპარაკა ჩემმა ბატონმა.
განზე გადგნენ.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 06.12.2011, 16:51 | შეტყობინება # 19
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
– ქვაზე მაგარია კაცი, თუ არ იცის საიდუმლო. გაიგებენ, სეთურისას უზამთრია
თუთაშხიასო. დაცხებენ სეთურს, ათქმევინებენ, კიო. კიო, და ჩააგდებენ საპყრობილეში!
ფორიად და ჩაჩავად თუ ვეცოდინები, დააჟინდება თავისას, ფორია იყო, თუთაშხიასი არ
ვიცი არაფერიო, და დააჯერებს მათაც. ამოკრავენ პანღურს, გააგდებენ.
ფორიად გავაცანი სეთურს დათა. შეგვიპატიჟა. იქ თაბაგარი დაგვხვდა ერთი, – ჩემი
მარჯვენა ხელიაო. მედავითნედ ყოფილა წმინდა კვირიკეში. წაიკოჭლებდა პატარას და,
ბოდიში ამ სიტყვისათვის, მისთანა ცინგლიანი და გაუშრობელი ცხვირი მეორე არ
მინახავს არსად. მის შემაცქერალს საჭმელზე არ მიმივიდა გული. პირველად რომ
სეთურისას ზამთარი ვიზამთრე, ეს თაბაგარი არ ყავდა მაშინ. მერე მოუყვანია.
გააწყო თაბაგარმა სუფრა, მოიტანა ყველაფერი და ფეხზე იდგა, სანამ სეთურმა არ უთხრა,
დაჯექი ახლაო. რა ხმაზე ლაპარაკობდა ის მარჯვენა ხელი, ვერ გავიგონეთ კაი ხანს,
კრინტი არ დაუძრავს იმ ღამეს. ცოტა ხანი გავიდა და სეთურმა გვითხრა, – თაბაგარს კაკო
ქვიაო, და სახელები თუა რამე ქვეყანაზე, ქალის იქნება თუ კაცის, ღმერთის სამსახურში
აქვს ნასწავლი, ყველა იცის და ისიც იცის, რომელი საიდან წარმოდგებაო. ამაზე, ოჯახში
რომ მიხვალ სტუმრად და ბავშვს რომ ეტყვი, რამისილამაზე ხარ, შენ დაურჩი დედაშენსო,
და ბავშვი რომ დაირცხვენს, თაბაგარმა სწორედ ისე ქნა: დაბერა ტუჩები, ჩაღუნა თავი,
დაირცხვინა და დაიწყო თითების ერთმანეთში ხლართვა. ასე მოკრძალებულად და
მორცხვად იყო სულ. ერთი კია, სუფრას ქორივით დასტრიალებდა, ჩიტის რძეს არ
გვაკლებდა. კოჭლი იყო, ტანმორჩილი, უზომოდ მსუქანი და მაინც ძალიან მარდად
აუდიოდა ყველაფერს.
მოვრჩით ვახშამს. ოთახი მოგვიჩინა სეთურმა, იყავით, სანამდე მოგბეზოდებათო.
შეგვპირდა, – დედაბერს მოგიყენებთ, გემსახურებათო.
დავწექით, გვეძინა ერთხანს. ჯერ ღამე იყო კიდევ და ეზოში ზარს დაუწყეს რეკვა. მისთანა
ალიაქოთი ატეხეს, კაცს ეგონებოდა, იწვის იქაურობა, აპა, ჰე, თავს უშველეთ როგორმეო!
გამოგვეღვიძა და ვეღარ დავიძინეთ. ისაა ადგომას ვაპირებთ, გავიგოთ ერთი, რა მოხდაო –
მოაკაკუნა ვიღაცამ. შემოვიხმეთ. გაიღო კარი, დაკონკილი დედაბერი შემოვიდა. წელკავი
ქონდა თუ სიბერით იყო მოხრილი, არ ვიცი, მარა მეტი მოკუზვა ნამდვილად აღარ
შეიძლებოდა. მაინც ყოჩაღად შემოვიდა, ნამეტანი ყომაღად. იმას რა გამართავდა და
გაიმართა წელში, რამდენიც შეძლო. წაიღო გაშლილი ხელისგული შუბლისკენ. კარგად
გაწვრთნილი სალდათივით მოგვესალმა, მოგვახსენა რაღაც. ნახევარიც ვერ გავიგეთ მისი
ნათქვამი. არც ერთი კბილი არ ქონდა, საცოდავს. გაათავა ჩიფჩიფი, ჩამოიღო ხელი, დადგა
სმენაზე.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 06.12.2011, 16:52 | შეტყობინება # 20
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
– რისთვისაა შემოღებული და ვისი შემოღებულია მაგ წესი, მითხარი, თუ ღმერთი გწამს? –
კითხა დათამ.
– ხართ აქ ორი კაძახი და უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რას ფიქრობთ და რას აკეთებთ. აპა,
როგორ?! მარჩენალმა ყველაფერი უნდა იცოდეს არ შეიძლება ისე!
– თუ უკაცრავად არ ვიყო და, მაგ შენი მარჩენალი ვინ ოხერია, ნეტავი? – გული მომივიდა
ძალიან.
– ვაი შენს პატრონს! – შემომიტია დედაბერმა – ვისაა, ოხერს რომ უძახი! ოხერიც ხარ და
ტილიანიც. სარკეში ჩაგახედა, რას გავხარ, ნეტავი, შე ღვთის გლახა შენ! – ამ სიტყვებს
საკუთრივ მე მეუბნებოდა. – ვინ არის ჩვენი მარჩენალი და, არქიფო სეთური არის ჩვენი
მარჩენალი, მამა, დედა და ღმერთი. აპა!
დედაბერი კიდევ კაი ხანს ილანძღებოდა. დათა ისე უსმენდა, ვითომ სოლომონ
წინასწარმეტყველი იდგა მის წინ. მე აქეთ-იქით ვიყურებოდი, სარკეს ვეძებდი, ერთი
ჩამახედა, ნეტავი, რას ვგავარ ისეთს, რომ ეს მახინჯი დედაბერიც კი შევაწუხე და
შევაზარე-მეთქი.
– გამაგებინე, დედიკო, აბელი ქვია სეთურს თუ არქიფო? – მოახერხა სიტყვის ჩაკერება
დათამ.
– აბელი ერქვა უწინ. ახლა არქიფო ქვია! თვითონ გადაირქვა. ასეა საჭირო და იმიტომ.
სიჩუმე იყო პატარა ხანს და მერე თქვა დათამ:
– კაი, აბა, წავიდეთ ახლა და დაგვაბანინე ხელ-პირი.
გაგვიყვანა დედაბერმა სახლის უკან, დაგვისხა ტოლჩიდან წყალი, შეგვამშრალებია ხელ-
პირი და ამ დროს ისევ გაისმა ის ზარი და გუგუნი, დილაუთენია რომ წამოგვყარა
ლოგინიდან. დასანახავზე გამოვიწიეთ, გამოვხედეთ იქაურობას.
მე რომ სეთურისას ზამთარი გავატარე, მაშინ აქ მისი პატარა ქოხი იდგა მარტო. ახლა იმ
ქოხის მაგიერ კაი ოდა იყო და მის წინ მოედანს მიწური სახლები ერტყა გარშემო, ბარე
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 06.12.2011, 16:54 | შეტყობინება # 21
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
– ვაი შენს პატრონს! – შემომიტია დედაბერმა – ვისაა, ოხერს რომ უძახი! ოხერიც ხარ და
ტილიანიც. სარკეში ჩაგახედა, რას გავხარ, ნეტავი, შე ღვთის გლახა შენ! – ამ სიტყვებს
საკუთრივ მე მეუბნებოდა. – ვინ არის ჩვენი მარჩენალი და, არქიფო სეთური არის ჩვენი
მარჩენალი, მამა, დედა და ღმერთი. აპა!
დედაბერი კიდევ კაი ხანს ილანძღებოდა. დათა ისე უსმენდა, ვითომ სოლომონ
წინასწარმეტყველი იდგა მის წინ. მე აქეთ-იქით ვიყურებოდი, სარკეს ვეძებდი, ერთი
ჩამახედა, ნეტავი, რას ვგავარ ისეთს, რომ ეს მახინჯი დედაბერიც კი შევაწუხე და
შევაზარე-მეთქი.
– გამაგებინე, დედიკო, აბელი ქვია სეთურს თუ არქიფო? – მოახერხა სიტყვის ჩაკერება
დათამ.
– აბელი ერქვა უწინ. ახლა არქიფო ქვია! თვითონ გადაირქვა. ასეა საჭირო და იმიტომ.
სიჩუმე იყო პატარა ხანს და მერე თქვა დათამ:
– კაი, აბა, წავიდეთ ახლა და დაგვაბანინე ხელ-პირი.
გაგვიყვანა დედაბერმა სახლის უკან, დაგვისხა ტოლჩიდან წყალი, შეგვამშრალებია ხელ-
პირი და ამ დროს ისევ გაისმა ის ზარი და გუგუნი, დილაუთენია რომ წამოგვყარა
ლოგინიდან. დასანახავზე გამოვიწიეთ, გამოვხედეთ იქაურობას.
მე რომ სეთურისას ზამთარი გავატარე, მაშინ აქ მისი პატარა ქოხი იდგა მარტო. ახლა იმ
ქოხის მაგიერ კაი ოდა იყო და მის წინ მოედანს მიწური სახლები ერტყა გარშემო, ბარე
ჭაბუა ამირეჯიბი დათა თუთაშხია - კარი I
59
თხუთმეტი-ოცი. ჯერ ისევ რეკდა ზარი, რომ გამოცვივდა მიწურებიდან კაცი და ქალი,
ბებერი და ახალგაზრდა. ყველა სეთურის სახლისკენ წავიდა ძუნძულით. როგორი
ფაციფუცი და მირბენ-მორბენა იყო! თხუნელებისთვის გოგირდი რომ შეგიბოლებია და
ძაღლთუმრავლესი რომ ამოცვენილა ზოგი საიდან და ზოგი საიდან – ისეთი სწორედ. ერთ
წუთში მიწყდა და მიწყნარდა ყველაფერი, ბუზის გაფრენას გაიგონებდი. მიწყნარდა და
მაშინ ვიღაც კაცმა დაიწყო ლაპარაკი, მარა როგორი, თუ იცი? როგორი და, “პუტი-პუტი-
პუტი-პუტი” – ასეთი. რას ამბობდა და რას ლაპარაკობდა, ჩვენ რომ ვიყავით ამ სიშორეზე,
გელათელი მელანია ვერ მიხვდებოდა ვერაფერს. რომ გაათავა ამ კაცმა ლაპარაკი, ახლა
მიწურებიდან ამომძვრალმა ხალხმა დაიწყო ბუტბუტი. ვერც მათსას გაიგონებდი რამეს,
ყველა ერთმანეთის გადასწრებას ცდილობდა.
– წამოდი, მოსე, მივიდეთ ახლოს და ვნახოთ, რასაა, რომ სჩადის ეს ხალხი, – მითხრა
დათამ.
მოედნისკენ გამოვიწიეთ კიდევ. გავჩერდით და აგერ გეტყვი, რაც ამბავი ვნახეთ: ის
კოჭლი მედავითნე თაბაგარი – წუხელის რომ გვემსახურებოდა და სეთურმა თავის
მარჯვენა ხელად რომ გაგვაცნო, – საგულდაგულოდ გადახერხილ კუნძზე გასულიყო და
გულხელდაკრეფილი იდგა ზედ. მის წინ ორ მწკრივად გაშტრინგული ოცი თუ
ოცდახუთი ქალი და კაცი რაღაც ლოცვას თუ ლექსს ლაპარაკობდა გაცხარებით.
ილაპარაკეს, ილაპარაკეს და გაჩუმდნენ. ისინი რომ გაჩუმდნენ, მაშინ კუნძზე
შესკუპებულმა თაბაგარმა ჩაიბუტბუტა:
– ხოლო მომძღვნელმან ჩვენი პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან, უსათნოესმან და
უკეთილესმან, რომელ არს არქიფო, იცოცხლოს მარადჟამს!
ნიშანი მისცა თაბაგარმა და დაიწყო ისევ მრევლმა ბუტბუტი.
კაი ხანს იბუტბუტეს, იმსიგრძეს რა დაიხსომებდა, მარა ერთი კია, ყველა პწკარი
არქიფოთი თავდებოდა და “პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონით!” ეს სიტყვა
მიტომ დამამახსოვრდა, რომ საჩხერეში იმედაძეს ერქვა ერთს. პოლიქრონიონი
ქართულად მრავალჟამიერს ნიშნავს, თურმე.
დამთავრდა ეს ამბავი და თავისუფლადო, უბრძანა თაბაგარმა იმ ხალხს.
მოკეცეს ცალი ფეხი მუხლში.
– სპრიდონა სულანჯია, შე მამაძაღლო, არ არის შენთვის
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 06.12.2011, 16:55 | შეტყობინება # 22
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
– სპრიდონა სულანჯია, შე მამაძაღლო, არ არის შენთვის დღეს სამუშაო! – პუტპუტით
გამოაცხადა თაბაგარმა. – პილატე სვანიძემ ჩაცხოს კისერში ერთი და გააგდოს მაქედან!
პილატე სვანიძემ ჩაცხო კისერში სპირიდონა სულანჯიას და მუჯლუგუნით გამოაგდო
მწკრივიდან. მსჯავრდადებული კაცი განზე გავიდა, თოვლზე დაჯდა, მოთქმა დაიწყო, ვაი
ჩემს ცოლ-შვილს და ვაი მეო! არავინ მიაქცია ყურადღება სპირიდონა სულანჯიას.
სმენა ბრძანა თაბაგარმა. მერე მარჯვნისკენო, მერე – ნაბიჯითო, და წავიდა სადღაც
ეშმაკებისკენ ის შემოფხრეწილ-შემობღლანძული ხალხი.
ჭაბუა ამირეჯიბი დათა თუთაშხია - კარი I
60
– საით მიდის ეს ხალხი, დედიკო? – კითხა დათამ ჩვენს დედაბერს.
– სამუშაოზე.
– ეგერ, ის დაგვალული კაციც სამუშაოზე მიდის, თუ?
– ეგ მიდის, თუ მიდის, თვარა...
– სპირიდონა სულანჯიამ რა დააშავა?
– მეტი ეკუთვნოდა, მაგ სასიკვდილეს. არქიფოს უმადლოდეს – დედაბერმა ენაზე იკბინა
და ჯორი შემოაბრუნა: – არაა თქვენი საქმე. ჭკუით იყავით, თვარა, ვნახავ თქვენი
კუდებით ნასროლ ქვას და ვაი-უბედურებას!
წარმოიდგინე, კრინტი აღარ დაგვიძრავს არც ერთს.
მიყვებოდა გვერდში მედავითნე თაბაგარი თავის ხალხს კოჭლობა-კოჭლობით და იძახდა:
– ატ, ტვა, ტლი! ატ, ტვა, ტლი!
– ავყევით დედაბერს. შეგვიძღვა სეთურის სახლში.
მუთაქებით და ჭრელი ბალიშებით მორთული ტახტი ქონდა სეთურს, იმაზე იყო
წამოგდებული. დაგვინახა შესულები, ადგა, დიდი ამბით ჩამოგვართვა ხელი.
მზამზარეული სუფრა ედგა წინ: რა გინდა, სულო და გულო, ყველაფერი იყო ზედ,
მიგვიწვია, დაგვსვა და მერე კითხა დედაბერს:
– ხომ კარგად მოუარე სტუმრებს, ასინეთა?
– უწესო კაცებია ორივე!
მასპინძელმა წარბი შეიკრა, დაფიქრდა და მიუგო:
– აჰააა!.. კაი, წადი შენ. მე მოვუვლი ამათ.
გაიხურა კარი ასინეთა-კუდიანმა. გადაგორდა ტახტზე სეთური. იმდენი იცინა და
იხარხარა, მეგონა, ფაშვი ჩაწყდებოდა და დასამარხი შეგვექნებოდა.
იჯერა სიცილით გული, შეიმშრალა ცრემლები და გვითხრა:
– ასეა, მამა და შვილო, უწესო კაცები ხართ. ხომ გაიგონეთ, რა თქვა ასინეთამ!
სიმართლე თუ გინდა იცოდე, რაც იმ დილით ვნახე, ისეთ გუნებაზე დაგვაყენა იმან მეც და
დათაც, ორივე, რომ იქნებ არაფერი გვეკითხა და ჩუმად გავპარულიყავით, მარა თვითონ
დაიწყო ხუმრობა სეთურმა და შევგულიანდი მაშინ. ვიფიქრე, ვინ რას გაგვიბედავს ამ ორ
სახელიან აბრაგს-მეთქი. მეც იმ ხუმრობის კილოზე ვკითხე ბალიშებში ჩაფლულ
მასპინძელს:
ჭაბუა
 
ფორუმი » Test category » Test forum » დათა თუთაშხია (ჭაბუა ამირეჯიბი)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა: