სიცოცხლის მთესველნი შესავალი
ეს წიგნი ეძღვნება, ჩემს მუდამ ახლობელ და დაუვიწყარ ხორხე ტროკილიოს. მეგობარს და ძმას, რომლისგანაც ბევრი სიკეთე მახსოვს. როდოლფო არმანდო დე მედინას. ერთგულ მეგობარს, ვინც ძმასავით მიყვარს.
ჟოაო ანეკიელას, რომელმაც თავი, ჩემთვის გადმოცემული დიდი სითბოთი დამამახსოვრა სიენტა ნეგროში. ხულიო ბარკამონტეს, სალვატორე და მარსელა გალვაზებს. უნიკალურ და კეთილ ადამიანებს, ვინც საჭირო დროს სიყვარულით გამომიწოდეს დახმარების ხელი.
ნიუტონ სესარს, ჩემს ”კუტკალიას,” დიდ მეგობარს და მასწავლებელს; განსაკუთრებულ ადამიანს, რომელიც დღეს ასე შორს და ამავე დროს ასე ახლოსაა ჩემთან.
ეტინა ტროკოლის, კარლას, ფერნანდოს, ვალემის, ტატოს, მარიელას, ვერონიკას, რიკარდოს, როდრიგოს, პედროს, დიეგოს, ალბერტოს, ლუიზას, ტადეშს, ფატიმას, ესტერს, როზიას, ელბას; ყველას, ვინც ამ ქვეყანაზე სიყვარულის ხელოვნება მაგრძნობინა და მასწავლა.
ჩემს, ხუან ხოსე ბენიტეს ლოპესს, რომელიც ჩამოვიდა პერუში და პატიოსნად შეასრულა თავისი მოვალეობა, ვინც საკუთარ ღვაწლს მორიდებით იგნორირებას უკეთებს. სინამდვილეში ხუან ხოსემ გულწრფელად შეასრულა თავისი მოვალეობა და ბიძგი მისცა ჩვენი ჯგუფის არაჩვეულებრივ მოღვაწეობას მსოფლიოში.
განსაკუთრებით მამაჩემს, რომლის სიმამაცისა და ღრმა ინტერესის წყალობით განხორციელდა ყველაფერი და რომლის გარეშეც ეს არ მოხდებოდა..
ამ წიგნს, ყველა ჩემს მეგობარს ვუძღვნი. აქ გადმოცემულია ”რამა მისიის” ეგიდით შემდგარი კონტაქტით მიღებული, რეალობის არაორდინარული და განსხვავებული ობიექტური ხედვა.
“რამა პროექტის” მოღვაწეობისას მიღებულ გამოცდილებას, ჩემს მიერ გადმოცემულ, ამ განსხვავებულ და ობიექტურ ხედვას, ვუძღვნი ჩემს მეგობრებს და ასევე ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა.
კარლოს რობერტო პაზ ველსი
პროლოგი
როგორც კი ყოველდღიურ წინააღმდეგობებს ვაწყდებით, მაშინვე ვხვდებით რომ ცხოვრება რთულია. უღიმღამო, ტკივილით სავსე რეალობა, დღითიდღე უფრო საშიში ხდება. არასრულფასოვანი ცხოვრებით უკმაყოფილოთ, ან უიმედობა გვიპყრობს, ან იძულებული ვხდებით ამ უსიამოვნო რეალობის მიზეზი მოვძებნოთ; ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ოპტიმალური მიმართულება ავირჩიოთ, რაც საშუალებას მოგვცემს გავაცნობიეროთ სიცოცხლის საზრისი და მისი ჭეშმარიტი აზრი.
ეს პათეტიკური რეალობა, პირობები, სადაც ჩვენ გვიწევს არსებობა, უამრავ შეკითხვაზე პასუხის მოძებნას გვაიძულებს. მათი ძირითადი ნაწილი, იმ უმნიშვნელოვანეს თემას ეკუთვნის, რომელიც ოდითგანვე აწუხებდა კაცობრიობას. რაშია სიცოცხლის აზრი? რა გამოწვევებს უმზადებს ადამიანს ყოველდღიურობა?
ცხოვრება რთულია! ადამიანი, დიდი გაჭირვების ფასად, დაჟინებით იბრძვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავის გადასარჩენად, მაგრამ რატომ და რისთვის აკეთებს ამას, ან რატომ იქცევა ასე, თვითონაც არ იცის!
დღეს, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ცხოვრების პროცესში და შეძლებისდაგვარად გააცნობიეროს თუ რა ხდება მის თავს, ვინ ან რა ძალები მართავს მას და ვინ უკეთებს მის ცხოვრებას ორგანიზებას. თუმცა მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, იგი ვერ ახერხებს ამას და იძულებულია აქცენტი ყოველდღიურ მისთვის საჭირო მატერიალურ საშუალებებზე გადაიტანოს.
ასეთი არჩევანის გამო, ადამიანი ყურადღების გარეშე ტოვებს რეალობის მნიშვნელოვან ნაწილს, იმას რაც ამ მძიმე სინამდვილეს უშუალოდ ქმნის. ვეღარ ხედავს იმ მიზეზებს, რომელიც მის რაობას განსაზღვრავს.
აღარ ითვალისწინებს იმ სტრუქტურებს, რომელიც ქმნის ფარულ, თუ ღია დაჯგუფებებს, ოფიციალურ და არაოფიციალურ გაერთიანებებს.
ეს ინსტიტუტები ქვეყნის სათავეში ექცევიან და ჩვენი ცხოვრების მართვას ცდილობენ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ურთიერთობენ ჩვენთან და დამაჯერებლად გვიხატავენ ბედნიერებისაკენ სავალ გზებს
სინამდვილეში ეს ძალები ჩვენს საწინააღმდეგოდაა ორგანიზებულ-მომართული, მათ დაღუპვისა და არარაობისაკენ მივყავართ.
დრო გადის, მოცემული დაპირებები არ სრულდება, იმედგაცრუება გვიჩნდება, ვხვდებით რომ მმართველმა სტრუქტურებმა შეცდომაში შეგვიყვანეს, ამ სინამდვილის დანახვა საბოლოოდ სასოწარკვეთილებაში გვაგდებს.
ცხოვრებაში გვხვდებიან ისეთნიც, ვინც წინააღმდეგობას უწევს, გაბატონებული სისტემის მოთხოვნებს და ცდილობს როგორმე მიიღოს ის, რასაც მმართველი უგუნური სისტემა უსახავს უამრავი დაპირების სახით.