[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Test category » Test forum » სიცოცხლის მთესველნი (კონტაქტი არამიწიერ ცივილიზაციებთან პერუში)
სიცოცხლის მთესველნი
zaqariaთარიღი: ოთხშაბათი, 22.12.2010, 11:10 | შეტყობინება # 1
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სიცოცხლის მთესველნი

შესავალი

ეს წიგნი ეძღვნება, ჩემს მუდამ ახლობელ და დაუვიწყარ ხორხე ტროკილიოს. მეგობარს და ძმას, რომლისგანაც ბევრი სიკეთე მახსოვს. როდოლფო არმანდო დე მედინას. ერთგულ მეგობარს, ვინც ძმასავით მიყვარს.

ჟოაო ანეკიელას, რომელმაც თავი, ჩემთვის გადმოცემული დიდი სითბოთი დამამახსოვრა სიენტა ნეგროში. ხულიო ბარკამონტეს, სალვატორე და მარსელა გალვაზებს. უნიკალურ და კეთილ ადამიანებს, ვინც საჭირო დროს სიყვარულით გამომიწოდეს დახმარების ხელი.

ნიუტონ სესარს, ჩემს ”კუტკალიას,” დიდ მეგობარს და მასწავლებელს; განსაკუთრებულ ადამიანს, რომელიც დღეს ასე შორს და ამავე დროს ასე ახლოსაა ჩემთან.

ეტინა ტროკოლის, კარლას, ფერნანდოს, ვალემის, ტატოს, მარიელას, ვერონიკას, რიკარდოს, როდრიგოს, პედროს, დიეგოს, ალბერტოს, ლუიზას, ტადეშს, ფატიმას, ესტერს, როზიას, ელბას; ყველას, ვინც ამ ქვეყანაზე სიყვარულის ხელოვნება მაგრძნობინა და მასწავლა.

ჩემს, ხუან ხოსე ბენიტეს ლოპესს, რომელიც ჩამოვიდა პერუში და პატიოსნად შეასრულა თავისი მოვალეობა, ვინც საკუთარ ღვაწლს მორიდებით იგნორირებას უკეთებს. სინამდვილეში ხუან ხოსემ გულწრფელად შეასრულა თავისი მოვალეობა და ბიძგი მისცა ჩვენი ჯგუფის არაჩვეულებრივ მოღვაწეობას მსოფლიოში.

განსაკუთრებით მამაჩემს, რომლის სიმამაცისა და ღრმა ინტერესის წყალობით განხორციელდა ყველაფერი და რომლის გარეშეც ეს არ მოხდებოდა..

ამ წიგნს, ყველა ჩემს მეგობარს ვუძღვნი. აქ გადმოცემულია ”რამა მისიის” ეგიდით შემდგარი კონტაქტით მიღებული, რეალობის არაორდინარული და განსხვავებული ობიექტური ხედვა.

“რამა პროექტის” მოღვაწეობისას მიღებულ გამოცდილებას, ჩემს მიერ გადმოცემულ, ამ განსხვავებულ და ობიექტურ ხედვას, ვუძღვნი ჩემს მეგობრებს და ასევე ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა.

კარლოს რობერტო პაზ ველსი


პროლოგი

როგორც კი ყოველდღიურ წინააღმდეგობებს ვაწყდებით, მაშინვე ვხვდებით რომ ცხოვრება რთულია. უღიმღამო, ტკივილით სავსე რეალობა, დღითიდღე უფრო საშიში ხდება. არასრულფასოვანი ცხოვრებით უკმაყოფილოთ, ან უიმედობა გვიპყრობს, ან იძულებული ვხდებით ამ უსიამოვნო რეალობის მიზეზი მოვძებნოთ; ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ოპტიმალური მიმართულება ავირჩიოთ, რაც საშუალებას მოგვცემს გავაცნობიეროთ სიცოცხლის საზრისი და მისი ჭეშმარიტი აზრი.

ეს პათეტიკური რეალობა, პირობები, სადაც ჩვენ გვიწევს არსებობა, უამრავ შეკითხვაზე პასუხის მოძებნას გვაიძულებს. მათი ძირითადი ნაწილი, იმ უმნიშვნელოვანეს თემას ეკუთვნის, რომელიც ოდითგანვე აწუხებდა კაცობრიობას. რაშია სიცოცხლის აზრი? რა გამოწვევებს უმზადებს ადამიანს ყოველდღიურობა?

ცხოვრება რთულია! ადამიანი, დიდი გაჭირვების ფასად, დაჟინებით იბრძვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავის გადასარჩენად, მაგრამ რატომ და რისთვის აკეთებს ამას, ან რატომ იქცევა ასე, თვითონაც არ იცის!

დღეს, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ცხოვრების პროცესში და შეძლებისდაგვარად გააცნობიეროს თუ რა ხდება მის თავს, ვინ ან რა ძალები მართავს მას და ვინ უკეთებს მის ცხოვრებას ორგანიზებას. თუმცა მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, იგი ვერ ახერხებს ამას და იძულებულია აქცენტი ყოველდღიურ მისთვის საჭირო მატერიალურ საშუალებებზე გადაიტანოს.

ასეთი არჩევანის გამო, ადამიანი ყურადღების გარეშე ტოვებს რეალობის მნიშვნელოვან ნაწილს, იმას რაც ამ მძიმე სინამდვილეს უშუალოდ ქმნის. ვეღარ ხედავს იმ მიზეზებს, რომელიც მის რაობას განსაზღვრავს.

აღარ ითვალისწინებს იმ სტრუქტურებს, რომელიც ქმნის ფარულ, თუ ღია დაჯგუფებებს, ოფიციალურ და არაოფიციალურ გაერთიანებებს.

ეს ინსტიტუტები ქვეყნის სათავეში ექცევიან და ჩვენი ცხოვრების მართვას ცდილობენ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ურთიერთობენ ჩვენთან და დამაჯერებლად გვიხატავენ ბედნიერებისაკენ სავალ გზებს

სინამდვილეში ეს ძალები ჩვენს საწინააღმდეგოდაა ორგანიზებულ-მომართული, მათ დაღუპვისა და არარაობისაკენ მივყავართ.

დრო გადის, მოცემული დაპირებები არ სრულდება, იმედგაცრუება გვიჩნდება, ვხვდებით რომ მმართველმა სტრუქტურებმა შეცდომაში შეგვიყვანეს, ამ სინამდვილის დანახვა საბოლოოდ სასოწარკვეთილებაში გვაგდებს.

ცხოვრებაში გვხვდებიან ისეთნიც, ვინც წინააღმდეგობას უწევს, გაბატონებული სისტემის მოთხოვნებს და ცდილობს როგორმე მიიღოს ის, რასაც მმართველი უგუნური სისტემა უსახავს უამრავი დაპირების სახით.

 
zaqariaთარიღი: ოთხშაბათი, 22.12.2010, 11:11 | შეტყობინება # 2
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ამ საშინელ სცენარში, რომელიც წარმატებით, აგერ უკვე საუკუნეებია გრძელდება, შესწორება შევიტანოთ, რათა ამ ყველგან გაბატონებული სიცრუის ტყვეობიდან თავი დავიხსნათ.

ამის განხორციელების ერთადერთი საშუალებად მიმაჩნია, უმნიშვნელოვანეს კითხვებზე სწორი და ამომწურავი პასუხის გაცემა.

ამ პასუხებმა, რომელიც რა თქმა უნდა ძალით არ მოგვეხვევა თავს, არ უნდა შეგვიქმნას გაურკვევლობას და მომავალში არ უნდა მოგვევლინოს, როგორც გაბატონებული სისტემის ინტერესების დამცველი კიდევ ერთი იარაღი.

ამ უნიკალური ცოდნის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად გვევლინება არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტი. ეს უდიდესი იმედი და ქმედითი ბერკეტია აქამდე განუხორციელებელი ოცნებების მისაღწევად.

უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტი წარმოგვიდგება, როგორც ეფექტური მექანიზმი, იმ რადიკალური ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც მოგვცემს უნარს, ძველი, გასული საუკუნე, უკან მოვიტოვოთ, როგორც ამ რადიკალური ცვლილებების ეპიტაფია.

საკითხავია, გაგვაჩნია კი დღეს რაიმე სერიოზული ორგანიზაცია, სტრუქტურა, რომელსაც, ისეთი ფანტასტიური მოვლენის გაცნობიერების უნარი ექნება, რასაც არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტი ჰქვია!?

ყოველ ჩვენგანს გააჩნია ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში იძენს. გვაქვს პრინციპები განწყობები, სოციალური სტატუსი, ზნე-ჩვეულება, ჩამოყალიბებული მორალი, (იმის ცოდნა, რა არის კარგი და რა ცუდი) ეს ყველა სუბიექტისთვის მნიშვნელოვანია.

ადამიანის ფორმირების პროცესში, წარმოიშობა ძირითადი ელემენტები, რომელიც მომავალში მის პიროვნულობას განსაზღვრავს, მის ინდივიდუალურ თვისებებსა და ხასიათს აყალიბებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს ეს პროცესი ლიმიტირებული და არასრულია.

ზრდასრულ ადამიანებთან ურთიერთობისას, ისეთ სიტუაციაში ვხვდებით, სადაც ყველას გააჩნია თავისი აზრი, ყოველი მათგანი თავის შეხედულებას, პოზიციას აცხადებს, საკუთარ ხედვას აფიქსირებს, თავისი შრომით ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას გვაცნობს. მაგრამ აქ, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რამდენად ჭეშმარიტია მათ მიერ დანახული და აღწერილი სინამდვილე?

საინტერესოა იმის გაგება, თუ რა ბაზისით და საფუძვლით ხელმძღვანელობდა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისას კონკრეტული სუბიექტი.
ცხოვრების რეალურ პირობებს და მის ნეგატიურ მხარეს თუ შევხედავთ, შეგვიძლია ცალსახად აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი პოპულარული მსოფლმხედველობები და მათი შესაბამისი საფუძვლები მკვეთრად მიუღებელია, გარდა ამისა დღევანდელი ჩვენი აზროვნების დონე დაუხვეწავი და დაბალია, იმისთვის, რომ საგანთა შესახებ ზუსტი და ჭეშმარიტი შეხედულებები გაგვაჩნდეს.

წინასწარ და ხაზგასმით, ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერს გაგებას და შემეცნებას ჩვენ ვერ შევძლებთ!

იმისთვის, რომ უკეთესად გავიგოთ, თუ რა გვჭირს, და მისთვისაც, რომ უკეთესად მიხვდეთ ჩემს სათქმელს, მინდა ერთი იგავი გაგახსენოთ:

ქალაქში მიმავალი სამი ბრმა, გზად უზარმაზარ სპილოს გადააწყდა. სპილოსთან მიახლოვებისას, ერთი მის ხორთუმს შეეხო და თქვა, რომ ეს მილისებური ფორმის არსება იყო, რომელსაც გრძელი ელასტიკური ფორმა ჰქონდა და რომ იგი საკმაოდ მოძრავი იყო. მეორე, ვინც სპილოს კუდს მისწვდა, არ დაეთანხმა და თქვა, რომ იგი არ იყო მართალი, ეს არსება სინამდვილეში მსხვილ და მოძრავ თოკს ჰგავდა, რომლის ბოლოშიც ფუნჯია მიმაგრებული. მესამე ბრმა, ორივე აზრს რადიკალურად არ დაეთანხმა, რადგან მისი ხელი სპილოს ვეებერთელა ფეხებს ეხებოდა, მან აღწერა, რომ ეს მისთვის უცნობი არსება, მსხვილ და მაღალ ხეს ჰგავდა.

თუ ამ იგავიდან გამომდინარე დავსვამთ კითხვას, ვინ იყო მათ შორის მართალი? ან რომელს უნდა ვენდოთ? ხოლო შემდეგ პარალელებს ჩვენს სინამდვილეში გავავლებთ, ბევრი პრობლემის მიზეზი ნათელი გახდება.

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თითოეული მათგანი ნებისმიერი საგნის შეფასებისას, თავისი ინდივიდუალური მონაცემებით სარგებლობს. უმეტესობა ნებისმიერ საკითხს პასუხს ეგოისტურად უდგება, ფიქრობს რომ მისი ინფორმაცია საგნის, ან მოვლენის შესახებ მაქსიმალური ცოდნის შემცველი და ამომწურავია. გარკვეული ნაწილი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მას ხელთ ერთადერთი

 
zaqariaთარიღი: ოთხშაბათი, 22.12.2010, 11:11 | შეტყობინება # 3
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
და აბსოლუტური ჭეშმარიტება უპყრია. გარდა ამისა, ჰგონია, რომ მისი ცოდნა საუკეთესოა მათ შორის, რაც ჩვენთვის შესამჩნევ ხილულ თუ უხილავ სამყაროში ძევს.

რა თქმა უნდა მსგავსი პიროვნებებისთვის, რთულია იმ აზრის გაზიარება, რომ ადამიანთა უმრავლესობას (მათ შორის ჩვენც), მთელის, მხოლოდ განსაზღვრული ნაწილის დანახვა შეუძლია.

ამ პოზიციის უგულებელყოფა, უკვე წინასწარ გვიქმნის ნეგატიურ განწყობას, რომ სხვების მიერ გამოთქმული შეხედულება და გადმოცემული ცოდნა ყურადსაღებად ჩავთვალოთ. ერთმანეთთან უფრო ღრმა, ახლო ურთიერთობა შევძლოთ, მოვახერხოთ ურთიერთგაგება და უკეთესად დავამყაროთ კონტაქტი. ასეთი ტენდენციური მიდგომა ხელს გვიშლის განვახორციელოთ ჩვენი მოვალეობები და პატიოსნად აღვასრულოთ საკუთარი ვალი, ჩვენს პატარა პლანეტასთან და სამყაროსთან მიმართებაში.

დღეს სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, არავისი არ გვჯერა და არავის ვენდობით! ასეთი ქცევით ჩვენ დღითიდღე საკუთარ მარტოსულობას ვამტკიცებთ შემდეგ კი მიტოვებულების განცდის მოსახსნელად, რაღაცას “ვქექავთ,” გვინდა უკეთესად ვიგრძნოთ თავი. ვიჯერებთ, რომ ასეთი მოქმედებით, საგანთა შესახებ ჩვენი წარმოდგენები, თითქოს უფრო ნათელი გახდა. სინამდვილეში კი ჩვენდა საუბედუროდ თავს ვიტყუებთ. პრობლემის ძირითად არსს, ამ ხერხით, რა თქმა უნდა ვერასოდეს ვერ ჩავწვდებით! უკეთეს შემთხვევაში ასე, მხოლოდ ერთი, კერძო შემთხვევიდან გამოსავლის მოძებნაა შესაძლებელი.

გასაგებია, რომ ასეთი ფორმით, ჩვენ ვერასოდეს ვერ მივალთ პრობლემათა ჭეშმარიტი მიზეზის სრულ გაგებამდე და სიცხადემდე.

ერთადერთი, რასაც ყველა იზიარებს და საუბარში აფიქსირებს, ეს საყოველთაოდ ცნობილი პოპულარული შეხედულებაა, რომ: “არაფერს აზრი არა აქვს”, “ყველაფერი საეჭვოა”. საერთო აზრამდე, ერთ ჭეშმარიტებამდე მისვლა კი “პიროვნებას დააზიანებს”, რადგან “ასეთი მდგომარეობა ადამიანს ინდივიდუალურობას დააკარგვინებს და ცხოვრებაში დააზარალებს”. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, რომლის გავრცელებითაც ადამიანში პროგრესირდება პათოლოგია, ჩნდება განდეგილობის და ჩაკეტილობის სინდრომი.

ასეთი პოზიციის დაჯერებისკენ სწრაფვის მიზეზი ადამიანში, კერძოდ მის ეგოიზმში უნდა ვეძებოთ. უმრავლესობას მუდმივად გააჩნია არასრულფასოვნების შეგრძნება და მსგავსი შეხედულების პოპულარიზაცია, მათ საკუთარი არარაობის შესანიღბავად სჭირდებათ.

მასას, მხოლოდ გადარჩენის პრობლემა აწუხებს. მას სინამდვილის გაგება, მხოლოდ მაშინ დააინტერესებს, როცა, ეს სინამდვილე მის პირად უსაფრთხოებას დაუკავშირდება.

ასეთ მიდგომას, საუბედუროდ კარგი არაფერი მოაქვს და საბოლოოდ კიდევ უფრო გვაშორებს სიცოცხლის გაგრძელებისთვის საჭირო მოტივებს.

იმისთვის, რომ შევიმეცნოთ, თუ რას წარმოვადგენთ რეალობაში, რისთვის ვცოცხლობთ, რა მომავალი გველოდება ჩვენ და იმ სამყაროს, სადაც ვცხოვრობთ. უნდა შევიგნოთ, რომ სიცოცხლის არსი და ცოცხალ არსებებს შორის ურთიერთობა, კოსმოსის ნებისმიერ კუთხეში, სრულიად განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც აქამდე გვქონდა, ან ჯერ ისევ გვაქვს დაწესებული და განმტკიცებული.

კოსმოსში, ყველაფერი გარკვეული წესებით და პრინციპებით იმართება. ეს კანონები ჩვენთვის დღეს გაუგებარი და მიუღწეველია. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ შეზღუდული ვართ “სინამდვილით” სადაც ყველაფერი, უკვე გასაგები და გაცხადებულია. იმას კი ვერ ვხვდებით, რომ ეს “სიცხადე” გაბატონებული სისტემის მიერ დაკანონებული იდეოლოგიური ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს.

გაბატონებული მმართველი სისტემა მას შემდეგ, რაც ხელში ჩაიგდებს მართვის ბერკეტებს, თავისი მეგა ამბიციებით იმორჩილებს და ფეხქვეშ თელავს ადამიანთა კანონიერ უფლებებს.

 
ფორუმი » Test category » Test forum » სიცოცხლის მთესველნი (კონტაქტი არამიწიერ ცივილიზაციებთან პერუში)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: